სხვა
5 მეთოდი, როგორ გავათეთროთ გახუნებული თეთრეული კარგად
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ქვედა საცვლები დროთა განმავლობაში ხუნდება. საცვლების მაღაზიის კონსულტანტიც ვერ გაგცემთ პასუხს კითხვაზე „რა გავაკეთოთ, რომ ბიუსჰალტერი ნაცრისფერი არ გახდეს“. თუმცა, ჩვენ ვიცით რამდენიმე მეთოდი და მათ აუცილებლად გაგიზიარებთ.
თუ ქვედა საცვლების სითეთრის დიდხანს შენარჩუნება გსურთ, 2 წესი უნდა დაიცვათ.
- რეცხვა დიდხანს არ გადადოთ, რადგან ოფლის ლაქი (მაშინაც კი, თუ ვერ ხედავთ) დროთა განმავლობაში ყვითელი შეფერილობად გარდაიქმნება და მისი მოშორება საკმაოდ რთულია.
- ეცადეთ, ქვედა საცვლები სარეცხ მანქანაში არ გარეცხოთ. საცვლები არასწორად შერჩეულ ტემპერატურაზე ცვდება. ასევე სარეცხ მანქანაში სხვა ნივთებთან ერთად გარეცხვაც აზიანებს.
ლიმონის წვენი
ცხელ წყალს ლიმონის წვენი დაუმატეთ, სითხე ტაშტში ჩაასხით, გააგრილეთ და თეთრეული რამდენიმე საათით ჩაალბეთ. ამის შემდეგ ბიუსჰალტერი სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ.
ძმარი
ცხელ წყალს 1 ჭიქა ძმარი დაუმატეთ და თეთრეული ამ ხსნარში მთელი ღამე გააჩერეთ. დილით ჩვეულებრივი მეთოდით გარეცხეთ.
წყალბადის ზეჟანგი
წყალბადის ზეჟანგი თბილ წყალში გახსენით, 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი 1 ლ წყალში. მასში თეთრეული 30 წუთით ჩაალბეთ. ამის შემდეგ ნივთები ჩვეულებრივი მეთოდით გარეცხეთ.
სოდა
თეთრეული 10 ს/კ სოდის და 5 ლ თბილი წყლის ხსნარში ჩაალბეთ. უფრო მეტი ეფექტისთვის ნიშადურის სპირტი დაუმატეთ. თეთრეული 3 საათით გააჩერეთ, შემდეგ სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.
მოხარშვა
ყველაზე საიმედო მეთოდი თეთრეულის გასათეთრებლად – მოხარშვა. ამის ხშირად გაკეთება არ ღირს, თუმცა თუ რადიკალური ზომები გჭირდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქვაბში წყალი ჩაასხით, ¼ ჭიქა მარილი და ½ ჭიქა სოდა დაუმატეთ, მინიმუმ 30 წუთით ადუღეთ.
ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი:
ითვლება, რომ თეთრეულის გამოყენების საშუალო ვადა (თუ მას ხშირად არ ატარებთ), 1,5-2 წელს შეადგენს. ამის შემდეგ ის იწელება, უფერულდება, ფორმას კარგავს და ა.შ. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია, უბრალოდ გამოცვალოთ.