ტესტები
აირჩიეთ თქვენი გურო და გაიგეთ, რომელი ცხოველია თქვენი სულიერი მეგზური
სულიერი ცხოველები ჩვენი ცხოვრების მეგზურები არიან. ისინი გვანიჭებენ სიბრძნეს, თვითშეცნობას და სულიერ განკურნებას. როცა მათ მუდმივ არსებობას ვგრძნობთ, შეგვიძლია უფრო თავდაჯერებული ვიყოთ და წინ მშვიდად ვიაროთ, რაც ბედნიერების და სტაბილურობის შეგრძნებას გვანიჭებს.
დღეს გთავაზობთ ტესტს მეტნაკლებად ყველაზე გავრცელებული სულიერი ცხოველებით, რომ გაარკვიოთ, რომელი მათგანი გეხმარებათ ცხოვრებაში ზუსტად ახლა.
თქვენ სამი ყოვლისშემძლე გურუდან ერთ–ერთი უნდა აირჩიოთ იმის გასაგებად, თუ რომელია თქვენი სულიერი მეგზური.
თუ აირჩიეთ გურუ:
გურუ 1: თქვენი სულიერი მეგზურია – პეპელა!
პეპელა – ცხოველი, რომელიც აღორძინებას, ტრანსფორმაციას და სტაბილურობას წარმოადგენს. ის თქვენი ყველაზე დიდი მოკავშირეა. გეხმარებათ გახდეთ განსაკუთრებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია სირთულეების დაძლევა და თუნდაც რთულ პირობებში პირადი ზრდისა და განვითარებისთვის შესაძლებლობის პოვნა.
ადაპტირების უნარი და ნებისყოფა შთაგაგონებთ და გაიძულებთ გააკეთოთ ყველაფერი, რომ ზრდა და თითოეული ნაბიჯით განვითარება შეძლოთ. პეპელა შესანიშნავი მეგზურია. მისი მუდმივი არსებობა თქვენს სულს აძლიერებს.
გურუ 2: თქვენი სულიერი მეგზური – კატა
დაფიქრებულხართ, რატომ გიყვართ საკუთარი თავი ასე ძლიერ და რატომ გაქვთ თავისუფლების და დამოუკიდებლობის მიმართ ასეთი ძლიერი მოთხოვნილება? რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ თქვენი სულიერი მეგზური კატაა.
კატა იდუმალი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი და სულიერი ცხოველია, რომელიც ყოველთვის კომფორტულ და უზრუნველყოფილ ცხოვრებას ეძებს.
ეს ცხოველი–მეგზური პასუხს აგებს იმაზე, რომ საკუთარი თავი ყველაზე მეტად გიყვარდეთ და ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების ძიებით ხელმძღვანელობდეთ.
კატა გეხმარებათ, რომ ყოველდღე უკეთესი გახდეთ, სინანულის გარეშე იცხოვროთ და წარმატებული იყოთ.
გურუ 3: თქვენი სულიერი მეგზური – ბუ!
თქვენ ტყუილად არ გთვლიან ადამიანად, რომლის სიბრძნე თქვენს ასაკს უსწრებს. ასევე მისტიკის ღრმა ცოდნას და სულიერებას ფლობთ. ბუს სულიერი ხელმძღვანელობით სულს ძლიერი ნებით კვებავდით, რომელიც გარშემომყოფებში ხშირად გამოგარჩევთ.
თქვენ შეგიძლიათ იმის დანახვა, რასაც სხვები ვერ ხედავენ და ვერ გრძნობენ. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ სწორი ცხოვრება შექმნათ და საკუთარი უნიკალური და ძალიან ერთგული ცხოვრების წესით აღიარება მოიპოვოთ.