Connect with us

ტესტები

რა დაინახეთ სურათზე პირველად?! ეს მოგვითხრობს თუ როგორ ურთიერთობთ ადამიანებთან

ბევრი სიტყვების ცოდნა არ ნიშნვს, რომ მათი წინადადებებად გარდაქმნა და აზრის გამოთქმა კარგად შეგიძლიათ. თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად შეგიძლიათ სხვა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა – ნამდვილად სწორ ადგილას მოხვდით! გაიარეთ ეს უსწრაფესი ვიზუალური ტესტი და მიიღეთ პასუხი ამ კითხვაზე.

შეხედეთ სურათს, რა დაინახეთ პრიველად?! შემდეგ კი გაიგეთ რამდენად კარგად ურთიერთობთ თქვენს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და შემთხვევით ადამიანებთან.

მამაკაცის ფეხი

თუ პირველად მამაკაცის ფეხი დაინახეთ, ესეიგი თქვენ იმ ადამიანთა შორის ხართ რომლებსაც პირდაპირ შეუძლიათ კონტაქტში შესვლა. პრობლემის გარეშე ახდენთ ფიქრებისა და გრძნობების ფორმულირებას და შემდეგ ამას გარშემომყოფებსაც უზიარებთ. გაითვალსიწინეთ, რომ თქვენი პირდაპირობა და უკომპრომისობა ხალხის გრძნობებს ცუდად ეხება და აჯობებს შედარებით ფრთხილად იყოთ.

ქალის ფეხი

თუ ჯერ ქალის ფეხი დაინახეთ, სანამ რამეს იტყვით კარგად უფიქრდებით. სწორი სიტყვების შესარჩევად ზოგჯერ გარკვეული დრო გჭირდებათ, ზოგჯერ კი თქვენს ფიქრებში გარკვევის მცდელობები ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვების თქმასაც იწვევს.

კარგია, რომ საკუთარ გრძნობებსა და ფიქრებს აანალიზებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სიჩუმე უფრო მეტს ამბობს ვიდრე სიტყვები და ისიც გაითვალისწინეთ, თუ როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება გაუკეთონ თქვენს სიჩუმეს გარშემომყოფებმა!

ქალის და კაცის ფეხი

თუ ორივე ფეხი ერთდროულად დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ სათქმელზე დაფიქრება დიდხანს არ გჭირდებათ. თქვენი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს თქვენ სასიამოვნო მოსაუბრედ გაქცევთ – ხართ ჭკვიანი და საზრიანი. თუმცა ზოგჯერ რაიმეს თქმამდე რამდენიმე წამით დაფიქრება არც თქვენ გაწყდენდათ! ეს ბევრი პორბლემისგან გიხსნით!