Connect with us

საკითხავი

რატომ უნდა დაყაროთ მარილი კართან და ზღურბლზე

ადამიანის მარილთან პირველი ნაცნობობა მრავალი საუკუნის წინ მოხდა. ჯერ კიდევ მაშინ, ეს თეთრი კრისტალი ნეგატივისგან დამცავ ძლიერ საშუალებად ითვლებოდა. ხალხმა მარილის ქიმიური შემადგენლობა და ორგანიზმზე მისი ზემოქმედების შესახებ არ იცოდა, მაგრამ პროდუქტის დიდხანს შენახვის და კერძის გემოს გაუმჯობესების უნარებს დიდად აფასებდნენ. მარილით გაწმენდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან რიტუალს წარმოადგენდა.

დღეს ხშირად მოისმენთ ცრურწმენას, რომ მარილის დაყრა ჩხუბს იწვევს. ამას ძირეულად არ ვეთანხმებით, რადგან ზღურბლზე დაყრილ რამდენიმე მწიკვ მარილს მცოცავი მწერებისგან სახლის დაცვა შეუძლია. ხოლო კარებთან და ფანჯრებთან მარილის ხაზი ავსულებს შეაჩერებს და სახლს ჯადოსგან დაიცავს.

მარილი საყოფაცხოვრებო საქმეებში არანაკლებ მნიშვნელოვანია. ის ტენს კარგად იწოვს. მარილით სავსე ჭურჭლები ტუმბოს სხვადასხვა კუთხეში დადეთ და სინესტე დაგავიწყდებათ. თუ გარეცხვის წინ თქვენს თეთრეულზე ნერვიულობთ, მანქანას მწიკვი მარილი დაუმატეთ. ასე საყვარელი მაისური ნამდვილად არ დაჯდება.

სახლის გაწმენდა მარილით

მარილს მიიჩნევენ უკვდავების და მარადიულობის სიმბოლოდ, რომელიც ჯადოსნურ თვისებებს ფლობს. კრისტალები ნეგატიურ ენერგიას მარტივად შთანთქავს, სახლს, სხეულს და ადამიანის სულს გაწმენდაში ეხმარება.

მარილს ხშირად იყენებენ რიტუალებში, მისგან თილისმებს აკეთებენ. ჩვენც გადავწყვიტეთ, თეთრი კრისტალის გამწმენდი ზემოქმედება შეგვემოწმებინა. ჩვენთან ერთად სცადეთ. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ესაა ტაშტი, რომელშიც ფეხების თავისუფლად მოთავსებას შეძლებთ და ერთი შეფუთვა მარილი.

გამწმენდი რიტუალი მარილით

1. მშვიდი ადგილი იპოვეთ, სადაც ხელს არაფერი შეგიშლით. ეს შეიძლება იყოს ოთახი ან ბაღი.

2. ტაშტში რაც შეიძლება ბევრი მარილი ჩაყარეთ. ტაშტის ძირი მარილის სქელი ფენით სრულად დაფარული უნდა იყოს. ახლა მარილზე ფეხშიშველა დადექით და მოდუნდით.

3. იფიქრეთ ყველაფერ ცუდზე, რისი მოშორებაც გსურთ. ახლა ფიქრებით მთელი ნეგატივი მარილში გაგზავნეთ. დატკეპნეთ, იცეკვეთ და იხტუნეთ! გაწმენდის პროცესი ეფექტური იქნება, თუ მეტ ენერგიას გასცემთ. ამასთან შეგიძლიათ თქვათ „ყველაფერი ცუდი ჩემგან შორს“.

4. საკუთარ შეგრძნებებს მოუსმინეთ. თუ ნეგატიური შეგრძნება გაქრა, დაჯექით, ფეხები მარილისგან გაიწმინდეთ და ცოტა დაისვენეთ, რომ ახალი ძალები მოიკრიფოთ.

5. მარილი შეკრიბეთ და წყლით ჩარეცხეთ ან მიწაში ჩამარხეთ. სტიქიები მარილს გაწმედენ და ცუდ ენერგიას გაანეიტრალებენ. მარილს დახმარებისთვის მადლობა აუცილებლად გადაუხადეთ!

მაშინაც კი, თუ მარილის ჯადოსნური ძალების არ გჯერათ, ემოციური დამუხტვა განწყობას ყოველთვის გააუმჯობესებს. მარილით გაწმენდის რიტუალი რეგულარულად ჩაატარეთ და თქვენს სახლში ჰარმონია აღდგება. მერწმუნეთ, ეს მუშაობს!