თავის მოვლა
ნატურალური დეზოდორანტის საიმედო რეცეპტი
დეზოდორანტების სარგებლის და ზიანის შესახებ ბევრი დავა მიმდინარეობს. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი დეზოდორანტი შეიცავს ბევრ ქიმიურ კომპონენტს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, ამ ჰიგიენის საშუალების არჩევას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივუდგეთ. საერთოდ ნატურალური დეზოდორანტი საკუთარი ხელით მოამზადეთ.
ნატურალური დეზოდორანტი საკუთარი ხელით
სხვათა შორის, ნატურალური კომპონენტები ოფლის სუნს შესანიშნავად უმკლავდება. მასში მავნე ქიმია ან ტოქსიკური ალუმინის მარილები არ იქნება. ჩვენი კანი ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან შესანიშნავად იცავს, მაგრამ რა საჭიროა ზედმეტად მისი საფრთხეში ჩაგდება? ბუნება ყველა აუცილებელს გვაძლეს, უბრალოდ მისი სწორად გამოყენება უნდა იცოდეთ.
დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ დეზოდორანტი ნატურალური კომპონენტებით. ამ კომპონენტების პოვნა რთული არაა. მომზადების დრო მაქსიმუმ 15 წუთი. მომზადებას შეუდექით და ინგრედიენტების სიით დაიწყეთ.
ჩვენ გვჭირდება შემდეგი კომპონენტები: ქოქოსის ზეთი, სახამებელი, საკვები სოდა, ჩაის ხის ეთერზეთი და როზმარინი. სასურველია, სიმინდის სახამებელი გამოიყენოთ, თუმცა შეგიძლიათ კარტოფილით ჩაანაცვლოთ. ასევე ძველი დეზოდორანტის ფორმა დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
- 3 ს/კ ქოქოსის ზეთი
- 2 ს/კ საკვები სოდა
- 3 ს/კ სახამებელი
- 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი
- 4 წვეთი როზმარინის ზეთი
- ძველი დეზოდორანტის ფორმა
მომზადება:
1. ქოქოსის ზეთი აიღეთ. ნატურალური, ორგანული და არარაფინირებული ზეთი გამოიყენეთ. კომპონენტების შესარევად თასი ან ღრმა თეფში გამოიყენეთ.
2. თასში 3 ს/კ ქოქოსის ზეთი, 2 ს/კ საკვები სოდა დაუმატეთ და აურიეთ. სოდა ბაქტერიებს კლავს, რის გამოც ოფლის სუნი ჩნდება. საერთოდ, ჩვეულებრივი სოდა ყველაზე უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალებაა.
3. სოდას და ზეთს 3 ს/კ სახამებელი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ. რაც უფრო მეტია სახამებელი, მით უფრო სქელი გამოვა დეზოდორანტი. რეკომენდებულია სქელი გააკეთოთ, რომ გამოყენების დროს არ ჩამოიწვეთოს. შემდეგ ჩაის ხის ზეთი დაუმატეთ: 10 წვეთი საკმარისია. ის ანტისეპტიკის ფუნქციებს ასრულებს და მავნე ბაქტერიებს კლავს.
4. ამის შემდეგ 4-5 წვეთი როზმარინის ეთერზეთი დაუმატეთ. როზმარინი არომატული კომპონენტის როლს ასრულებს. შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ და ციტრუსის ან წიწვის სუნით ჩაანაცვლოთ. ზეთი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ. მთავარია, მასზე ალერგია არ გქონდეთ.
5. როცა ნარევი მზად იქნება, ძველი დეზოდორანტის ცარიელი ფორმა აიღეთ და გაავსეთ. ჭურჭელი ბოლომდე გაავსეთ და თავსახური დაახურეთ. დეზოდორანტი მაცივარში 12 საათით შედეთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ნატურალური დეზოდორანტით სარგებლობა შეგიძლიათ ისე, როგორც მაღაზიაში ნაყიდით. მართალია, რომ ზაფხულში მაცივარში უნდა შეინახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქოქოსის ზეთი გადნება. ამ რეცეპტში ინგრედიენტები 2 დეზოდორანტზეა გათვლილი: თუ ერთის გაკეთება გსურთ, ნახევარი პორცია გამოიყენეთ. ნატურალური დეზოდორანტი ჯანმრთელობაში გამოიყენეთ!