Connect with us

საკითხავი

როგორ ადამიანებთან არ ღირს ურთიერთობის გაგრძელება

ტოქსიკური ადამიანები – ისინი, ვისაც თქვენი ცხოვრების მოწამვლა შეუძლიათ. მათთან საუბარი და ურთიერთობის დალაგება რთულია. ასეთ ადამიანთან საუბრის შემდეგ თავს ენერგია დაცლილად გრძნობთ, განწყობა გიფუჭდებათ და თვითშეფასება იკლებს. თავდასაცავად უნდა იცოდეთ, თუ როგორ დაალაგოთ ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანებთან სწორად.

როგორ უნდა ილაპარაკოთ ტოქსიკურ ადამიანთან სწორად

თითქოსდა, რა არის ამაში რთული? უბრალოდ შეგიძლიათ ასეთი ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან ამოშალოთ, მაგრამ ფარისევლების გამოაშკარავება ადვილი არაა. ლამაზი გარეგნობის მიღმა ნამდვილი გველი იმალება – ტოქსიკური ადამიანი თავიდან შეიძლება ყველაზე თავაზიანი და ამქვეყნად ყველაზე კეთილი მოგეჩვენოთ. თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია, რომელსაც საკუთარ ქსელში გასაბმელად იყენებენ.

ყველაფერი იწყება იმით, რომ გიჩნდებათ ფიქრი: „რაღაც რიგზე არაა“. ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ თავს გაღიზიანებულად და გადანდგურებულად გრძნობთ. თავიდან ყველაფერს საკუთარ პრობლემებს აწერთ და საკუთარ თავში ძიებას იწყებთ. შემდეგ ხვდებით, რომ პრინციპი „მოექეცი სხვებს ისე, როგორც გსურთ, რომ შენ მოგექცნენ“ საერთოდ არ მუშაობს. ამის დაჯერება განსაკუთრებით უჭირთ კეთილ და მგრძნობიარე ადამიანებს, რომლებიც სამყაროს ვარდისფერი სათვალიდან უყურებენ.

ამ ადამიანებს ზედმეტი აბეზარობა და დაჟინებულობა ააშკარავებთ. ყოველთვის საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულნი არიან – მათთან დისკუსია ან დიალოგის გამართვა რთულია. ტოქსიკური ადამიანი მუდმივად ჭორაობს, არასასურველ რჩევებს იძლევა და სხვებს აკრიტიკებს. თან ამას ისე აკეთებეს, თითქოსდა დახმარება სურს.

ტოქსიკურობის იარლიყი არ უნდა მიაკეროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც არ მოგწონთ. ყველა ადამიანს თავისი ნაკლი აქვს, მაგრამ ტოქსიკურ ადამიანთან მუდმივ დისკომფორტს განიცდით. ინტუიცია გიკარნახებთ, როცა რაღაც რიგზე არაა. როგორ უნდა დაიცვათ თავი და დაიჭიროთ დისტანცია ტოქსიკური ადამიანებთან, ამის შესახებ ანა კირიანოვა, ფსიქოლოგი გიამბობთ. გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს, როგორ დაამყაროთ კონტაქტი ტოქსიკურ ადამიანთან სწორად.

„თუ ვინმესთან ურთიერთობის შემდეგ მუდმივად ენერგიის დაცლას გრძნობთ – საკუთარი თავი არ მოატყუოთ. რაც უფრო დროულად აღიარებთ ტოქსიკურობას, მით უკეთესი“.

თქვენი საზღვრები მკაფიოდ განსაზღვრეთ

ტოქსიკურ ადამიანს პირადი სივრცის დარღვევა და ემოციებზე ზეწოლა უყვარს. თავაზიანობა გვერდზე გადადეთ და დასაშვები საზღვრები მკაფიოდ განსაზღვრეთ. მოწინააღმდეგე ეცდება ნეგატიური ემოციები ყელში წაგიჭიროთ – ფრთხილად იყავით და პროვოკაციებს არ აყვეთ. საუბარი გააკონტროლეთ და ნეგატივზე ნეგატივით არ უპასუხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც კი შეამჩნევთ, თუ როგორ დაკარგავთ შინაგან ბალანსს.

დაფიქრდით, რას იტყვით

აქ, ისეა როგორც პოლიციაში: ნებისმიერი სიტყვა შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ტოქსიკურმა ადამიანმა შეიძლება საკუთარ თავზე ბევრი ილაპარაკოს, რომ „თქვენი ნდობა მოიპოვოს“. თქვენ სანაცვლოდ რაიმეს გაზიარება მოგინდებათ, ამიტომ ფიქრები კარგად გაფილტრეთ. გარდა ამისა, საკუთარი გეგმები, მიზნები ან მიღწევები არ გაუზიაროთ – თქვენ შეიძლება მოტივაცია წაგართვან და გითხრან, რომ არაფერი გამოგივათ. ყველაფერი კი ტოქსიკური ადამიანის შურის და თავდაუჯერებლობის გამო.

პირდაპირობის არ შეგეშინდეთ

თუ მოკრძალებული, მორცხვი ან ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანი ხართ, ტოქსიკური ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება მოგეკვრათ. მან ზუსტად იცის, რომ თქვენ მისთვის მსხვერპლი ხართ და არა მეტოქე. პირდაპირობა ტოქსიკურობის საწინააღმდეგოდ საუკეთესო იარაღია: თქვენი პოზიციის მკაფიო განსაზღვრა მანიპულირების საშუალებას არ მოგცემთ.

პიროვნების შეცვლას არ ელოდოთ

თუ ტოქსიკური ადამიანი თქვენი ნათესავია, მასთან ურთიერთობის შეწყვეტა რთულია. თუმცა დიალოგის გამართვა მარტივია თუ იცით, ვისთან გაქვთ საქმე. ამჯერად ვერ გაგაცურებენ, რადგან, როგორც ამბობენ: გაფრთხილებული – შეიარაღებულია. ასევე ცვლილებებს არ ელოდოთ – ტოქსიკური ადამიანი სხვანაირად არ მოიქცევა და ყველაფერს არ მოინანიებს. ასეთია მისი ბუნება და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მეთოდი.

ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება სასარგებლოც იყოს, თუ მას სხვა კუთხით შეხედავთ. დაფიქრდით იმაზე, თუ მსგავსი ადამიანები რატომ გთვლიან მანიპულაციის სუბიექტად? სავარაუდოდ, სუსტი მხარეები გაქვთ, რომლებიც მათ იზიდავთ. სწორედ ამიტომ, პირადი საზღვრები ააგეთ და თქვენი შრომა დააფასეთ. ამის გაცნობიერებით საკუთარ თავთან დამოკიდებულება გამოასწორეთ და მაშინ თქვენს ცხოვრებაში ტოქსიკური ადამიანების რაოდენობა შემცირდება.

ასევე გახსოვდეთ თანაგრძნობა. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ტოქსიკური ადამიანი არა მხოლოდ სხვებს აუბედურებს, არამედ თავად ცხოვრება არ უხარიათ. მათ სერიოზული პრობლემები და მიზეზები აქვთ, რამაც აქამდე მიგიყვანათ. შეიძლება დახმარების გაწევა მოგინდეთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით, ღირს კი ადამიანის საკუთარი თავიდან გადარჩენა. სავარაუდოდ, თქვენი ქმედება ორივესთვის ცუდად დასრულდება. მოთმინება გამოიჩინეთ, თანაგრძნობა გახსოვდეთ და საკუთარი თავის და პირადი საზღვრების პატივისცემა ისწავლეთ. ხალხთან ურთიერთობისას პოზიტიურ ემოციებს და კმაყოფილებას გისურვებთ.