Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ აქვთ ტიბეტელ ბერებს იდეალურად ჯანმრთელი და ქათქათა კბილები

ტიბეტელი ბერები მატერიალური სამყაროსგან მოშორებით ცხოვრობენ, უარს ამბობენ ამქვეყნურ ხორციელ სიამოვნებებზე და საკუტარ თავთან განმარტოვებით ყოფნას ამჯობინებენ. ისინი საკმაოდ დიდ დროს უთმობენ სხეულზე ზრუნვას რადგან სწორედ ის წარმოადგენს მათი სულის ჭურჭელს. მიუხედავად იმისა რომ ისინი ექიმებთან ვიზიტებზე არ დადიან, მაინც შესანიშნავი ჯანმრთელობით და ძალიან ჯანმრთელი კბილებით გამოირჩევიან. როგორ ახერხებენ ტიბეტელი ბერები ასეთი ჯანმრთელი და თეთრი კბილების შენარჩუნებას?!

ლეგენდარული რეცეპტი კბილების სითეთრისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

ამ ტრადიციული კბილების მოვლის საშუალების რეცეპტი ძალიან მარტივია და სულ 2 ინგრედიენტისგან შედგება. დაგჭირდებათ:

  • ქოშერის მარილი იოდის გარეშე – 1 სუფრის კოვზი (15 გრამი) (საუბარია სუფთა მარილზე, რომლებსაც ებრაელები საკვების დასამარილებლად იყენებენ მათი შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად).
  • ჩვეულებრივი წყალი – 1/2 ჭიქა წყალი (100 მილიგრამი)

მომზადების წესი:

  • მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე, ამის შემდეგ აცალეთ შეცივება, ისე, რომ მისი გამოყენება შეგეძლოთ და პირი არ დაგწვათ.
  • დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ქოშერის მარილი
  • კარგად ურიეთ წყალს, მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში
  • მოშორეთ წყლის ზედაპირზე გაცენილი ქაფი

თუ ცოტა თავისუფალი დრო გაქვთ, შეგიძლიათ მეტი რაოდენობის წყლით მოამზადოთ რამდენიმე დღის სამყოფი საშუალება.

როგორ გამოვიყენოთ

წყლიან ჭიქაში მარილის კრიტალებს შეამჩნევთ, სწორედ ეს გახლავთ ამ საშუალების მთავარი საიდუმლო ინგრედიენტი. როგორ გამოვიყენოთ ის?!

  • მარილიანი კრისტალები კბილის ჯაგრისზე მოათავსეთ
  • კბილები ჩვეულებისამებრ გაიხეხეთ, წრიული მოძრაობებით, ისე რომ ყველა კბილი დაიმუშავოთ, მათ შორის ძნელად მისაწვდომი ადგილებიც.
  • გამოივლეთ პირში ჭიაში არსებული მარილიანი ხსნარი
  • პროცედურის გამეორება დღეში სამჯერ გახლავთ რეკომენდებული

როგორც ხედავთ საკმაოდ ეკონომიური და მარტივი პროცედურაა, თუმცა საკმაოდ ეფექტურია. ის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვს და თუ თქვენს შემთხვევაში კბილების მდგომარეობა ვერ გაგიუმჯობესათ შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

რეკომენდაციები რომლებიც კბილების ჯანმრთეობა შეგინარჩუნებთ:

  • ნუ მოიხმართ სიგარეტს და ალკოჰოლს, ეს საკმაოდ მავნე ჩვევებია, რომლებიც გონებას ადუნებენ და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს მეორეხარისხოვნად წარმოგიჩენენ.
  • უარი თქვით შაქრიან პროდუქტებსა და ცომეულზე, ესეც ვნებს თქვენი კბილებისა და ორგანიზმის ჯანმრთელობას.
  • გამოიყენეთ რაც შეიძლება ბევრი ცოცხალი საკვები: ხილი და ბოსტნეული. ეკოლოგიურად სუფთა პროდუტი არა მხოლოდ კბილების არამედ მთელი ორგანიზმისთვის არის სასარგებლო!

როგორც ხედავთ ამ საშუალების მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ რთული და ძვირადღირებული ინგრედიენტების მოძიება.