Connect with us

ჰოროსკოპი

მითების დამანგრეველი: ყველა მორიელი ცბიერი, ხოლო კურო ძუნწია

ალბათ, ყველაზე გავრცელებული ასტროლოგიური მითი ზოდიაქოს ნიშნის ზუსტი აღწერაა.

უფრო ზუსტად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მათი ხასიათი, ცხოვრების მიზანი, დადებითი და უარყოფითი მხარეები. ზოგჯერ დახასიათება გასაოცრად ზუსტია, მაგრამ იარლიყების მიკერება მაინც არ ღირს.

მაგალითად, კუროებზე ამბობენ, რომ ისინი ნელი არიან როგორც მოძრაობის, ასევე აზროვნების კუთხით. ეს მართალია. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეული ადამიანის შიგნით არსებობს რაღაც, რაც მას აწონასწორებს. ანუ ნელმა კურომ შეიძლება ისეთი სიჩქარე განავითაროს, რომ ვერავინ გადარჩეს. გამოდის, ის უბრალოდ საკუთარ ძალებს ეკონომიურად ხარჯავს, რაც ძალების არ არსებობას არ გულისხმობს.

აი, მორიელები ემოციური ვამპირები, ტირანები, მანიპულატორები არიან და როცა საქმე რაღაც პრინციპულს ეხება და მას მიზნის მიღწევა მოეთხოვება. მაგრამ თუ მიზანი არ არსებობს, მორიელი თავის მსხვერპლს არ დატანჯავს. სავარაუდოდ, ეს მიზანიც არ ექნება. ამ შემთხვევაში მორიელი ყველაზე საყვარელი ადამიანია, რომელიც კი ოდესმე გინახავთ. მან შეიძლება თქვენზეც იზრუნოს და კურო ჩაანაცვლოს.

ასტროლოგიურ აღწერებში მნიშვნელოვანია თავად არსი: თითოეული ზოდიაქოს ნიშანი „რაღაცაში“ მომწყვდეულია, რაღაც ერთი მიმართულებით გამკლავება უკეთ შეუძლია. ამის მიუხედავად, ადამიანი მრავალი მიმართულებით ვითარდება, ამიტომ შეუძლებელია ყოველთვის და ყველგან თხის რქა (აქ ნებისმიერი ნიშნით შეცვალეთ) დარჩეთ.

ამასთან გვახსოვს, რომ ადამიანის ხასიათს აღწერს ყველა ათი პლანეტა, ხოლო ტრადიციულ ზოდიაქოს ნიშნად მზის ადგილმდებარეობა გამოიყენება. ანუ ის, ვინც დაიბადა მაშინ, როცა მზე იყო თევზებში, თევზებად ითვლება და ა.შ. ზოგჯერ ისე ხდება, როცა მაგალითად სამი სხვა პლანეტა ერთ რომელიმე ნიშანშია (მაგალითად, მერწყულში) და ამ დროს ადამიანი ისე იქცევა, როგორც მერწყული.

ფსიქოლოგიაში განვითარებულ პიროვნებას უწოდებენ მას, ვისაც სიტუაციაზე რეაგირება და გარემოებიდან გამომდინარე მოქნილად მოქმედება შეუძლია. სწორედ ამიტომ, კარგია კურო, რომელმაც თავისი ინერცია დაძლია, ცვლილებებს ეგება, ცხოვრების სულიერ მხარეს ავითარებს და მატერიალურ მხარეზე ჩაციკლული არაა. და კარგია ის მორიელი, რომელიც სიყვარულის და სიმშვიდის გამო ნებისმიერ მანიპულაციაზე და სისასტიკეზე უარს ამბობს. სხვათა შორის, არც ერთი და არ მეორე საკმარისი არ იქნება, მაგრამ ეს „მიღწევები“ აუცილებელია, რომ საკუთარი თავი განავითაროთ და ჰარმონია შეინარჩუნოთ.

ამრიგად, იმედი არ გქონდეთ, რომ ადამიანი მხოლოდ იმ თვისებას ავლენს, რომელიც ჰოროსკოპით მიწერილი აქვს, რადგან რეალობა დაწერილზე უფრო საინტერესოა.