Connect with us

ყვავილები

რა ხდება სახლში სადაც ალოე იზრდება

ჩვეულებრივი სახლის ალოე, რომელიც თქვენ ფანჯრის რაფაზე მორიდებით დგას, სინამდვილეში გასაოცარი მცენარეა. ეს მცენარე უდიდესი ენერგეტიკით გამოირჩევა, რომელიც სახლის მაცხოვრებლებს ჯადოს, დაავადებების, მოშურნეებისა და უბედურებებისგან იცავს.

ეს უპრეტენზიო მცენარე საკმაოდ დიდხანს ცოცხლობს. ალოე ზოგჯერ 100 და მეტ წელსაც ძლებს და თაობიდან თაობებს გადაეცემა.

ცრურწმენები ალოესთან დაკავშირებით

როგორც უკვე ვთქვით ალოე ძალიან პოზიტიური მცენარეა. ის ყოველთვის დადებითად მოქმედებს სახლში არსებულ “ამინდსა” და ამ სახლის მაცხოვრებლების შინაგან მდგომარეობაზე. სწორედ ნათელი ენერგეტიკის გამო აქვთ ეს მცენარე სახლში ადამიანების უმეტესობას.

ჯანმრთელობა

ალოე გამოჯანრთელებისა და წმენდის სიმბოლოა ამიტომ მისი შენობაში ქონა აკრძალული არ არის. მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკურად თუ სულიერად – ის დადებითად იმოქმედებს ადამიანებზე. ითვლება, რომ ალოე ღრმა დეპრესიასაც კი შველის, რადგან ამ მცენარეში არსებული ნათელი ენერგიები ადამიანებს გადაეცემა და კურნავს მათ. მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკისა და ზომისაა მცენარე, აუცილებელი არ არის მათ დიდი გაბარიტები ჰქონდეთ.

ძველ დროში სწორედ აყვავებულ ალოეს იყენებდნენ ძლიერი დაავადებების განსაკურნად და ჭრილობების სწრაად შესახორცებლად. ალოეს ფოთლებს ჯერ ახმობდნენ და შემდეგ იყენებდნენ დამცავად, მათ ავადმყოფს გულზე კიდებდნენ და მკურნალობაში ფოთლების როლი ამ გზით ამოიწურებოდა.

ითვლება, რომ თუ მოზრდილი ალოეს ფოთები გახმობას დაიწყებს (თუ მისი მორწყვის რეჟიმი, გრუნტის ხარისხი და გარემო არ შეცვლილა) ეს ნიშნავს, რომ სახლში რაღაც არასასიამოვნო შეიძლება მოხდეს. ამიტომ სანამ ალოე ნეგატიურ ენერგეტიკას თავის თავზე იღებს აუცილებლად ეცადეთ გაერკვეთ გარემოემებში.

სიყვარული და რწმენა

ალოე ქალღმერთ ვენერას სიმბოლოა. ამიტომ ითვლება, რომ ეს მცენარე სილამაზეს, სიახლესა და რომანტიკული რთიერთობების გაძლიერებას გვაძლევს. ძველ დროში ქალბატონები გარკვეულ მოქმედებებს ატარებდნენ იმისთვის, რომ სიყვარული მოეზიდათ:

1. წყვეტდნენ ალოეს 13 ფოთოლს (ისეთი ალოესგან რომლისთვისც ამდენი ფოთლის მოცლა სტრესული არ იქნება).
2. გონებრივად უნდა ეთხოვათ პატიება მცენარისთვის
3. ფოთები ბნელსუფთა ადგილას უნდა დაედოთ 12 დღით.
4. მეცამეტე დრეს უნდა აეღოთ ფოთლები და დაეწვათ ისინი.
5. ნაცარი კი საყვარელი ადამიანის ზღურბლის წინ უნდა დაეყარათ

ზოგიერთ ქვეყანაში ქორწილზე კლასიკური ყვავილები ნაცვლად ალოეს ჩუქნიან. ახალ დაქორწინებულები მასმოსახერხებელ ადგილას რგავდნენ და ცრურწმენის თანახმად სანამ ალოე იზრდებოდა და კარგად ვითარდებოდა მათ ქორწინებას არაფერი ემუქრებოდა.

აყვავებული ალოეს სახლში

სახლში ალე ვერა ძალიან იშვიათად ყვავის. თუმცა თუ მცენარე აყვავდა ეს ძალიან დადებითი ნიშანია ამ სახლის მაცხოვრებლებისთვის. თუ გსურთ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბედნიერება, გადათვალეთ ერთ ყვავილზე არსებული ფურცლების რაოდენობა. მიღებული ციფრი კი ასახავს იმ წლების რაოდენობას რომლის განმავლობაშიც თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იქნება.

ალოეს დადგმის ადგილსაც აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, აღმოსავლეთით დადგმულ ალოეს ოჯახში ურთიერთობების გაუმჯობესება მოაქვს. ამცირებს კონფლიქტებს და მოაქვს ფინანსური ჰარმონია. ხოლო თუ ალოეს დასავლეთ მხარეს დადებთ მის მფლობელებს პირად ცხოვრებაში ან რომანტიკულ ურთიერთობებში სასიკეთო გარდატეხა ელით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.