Connect with us

თავის მოვლა

კვერცხის ნიღაბი-ფირი 3-1-ში: გაჭიმვა, გაძლიერება და გასუფთავება

კანის სრულყოფილად მოვლა სხვადასხვა ნიღბების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ქათმის კვერცხი ნამდვილად შეგიძლიათ ყველაზე ბიუჯეტურ და ყველაზე ეფექტურ საშუალებად ჩათვალოთ კანის ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.

კვერცხის ცილა კანს ეფექტურად ჭიმავს და ნაზად წმენდს. კვერცხის გულში შედის ბევრი ლეციტინი, რომლებიც დატენიანებას და ეპიდერმისის ღრმად კვებას უზრუნველყოფენ. A, D, B ვიტამინები კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. კვერცხის ნიღბის გამოყენება ნებისმიერი ასაკის ქალს წარმატებით შეუძლია.

დღეს გთავაზობთ უნივერსალური კვერცხის ნიღაბი-ფირის მომზადებას, რომელიც კანს დიდებულად გაწმენდს, ამასთან სასარგებლო ნივთიერებებით გამოკვებავს.

კვერცხის ნიღაბი-ფირი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხი
  • ქაღალდის სალფეთქი
  • ფუნჯი
  • ჩანგალი
  • 2 თასი

მომზადება:

1. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ და სხვადასხვა თასებში მოათავსეთ. ცილა ჩანგლით ათქვიფეთ.

2. სუფთა სახეზე ფუნჯის დახმარებით ცილა წაისვით. ქაღალდის სალფეთქი ზოლებად დაჭერით და სახეზე მიიმაგრეთ. ზემოდან ცილის კიდევ ერთი ფენა წაისვით.

ძალიან ბევრი ცილა არ წაისვათ: ნიღაბი კარგად უნდა გაშრეს.

3. 20-30 წუთით გაიჩერეთ – სალფეთქი მყარ ქერქად გარდაიქმნება.

4. ნიღაბი ქვემოდან (ნიკაპიდან) ხელი მოკიდეთ და ერთი თავდაჯერებული მოძრაობით  (მიმართულება ზემოთ) მოიშორეთ. შეგრძნება ოდნავ უსიამოვნო შეიძლება იყოს, მაგრამ ეფექტი ამად ღირს.

5.კვერცხის გული ათქვიფეთ და სახეზე უხვად წაისვით. დამატებითი კვების სახით მასში შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი დაუმატოთ. 10 წუთში ჩამოიბანეთ. თქვენ ნაზ, რბილ, ხავერდოვან სახის კანს მიიღებთ!

კვერცხის ნარჩენების თბილი წყლით მოშორება უფრო მოსახერხებელია. თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბი-ფირის გამოყენების შემდეგ სახეზე მკვებავი კრემი წაისვით. ასეთი ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ, რომ ახალგაზრდული კანი დიდხანს შეინარჩუნოთ.

ამ ჯადოსნური ნიღბის რეცეპტის მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ.