Connect with us

კულინარია

12 ხრიკი ხახვით, რომელიც არა მხოლოდ სამზარეულოში გამოგადგებათ

ხახვმა სუპერ პროდუქტის სტატუსი ნამდვილად დაიმსახურა. ის ხორციანი, თევზის და ბოსტნეულის კერძების უცვლელი ინგრედიენტია. ამასთან აღმოჩნდა, რომ დიასახლისისთვის არც თუ ისე ცუდი დამხმარეა. აი, რამდენიმე რჩევა ხახვის გამოსაყენებლად.

გრილი გაწმინდეთ

გრილის გისოსი ჭვარტლის და საჭმლის ნარჩენებისგან რომ გაწმინდოთ, ნახევარი ხახვი გამოიყენეთ. სჯობს ეს მანამ გააკეთოთ, სანამ ლითონი ცხელია. ხახვი ჩანგალზე წამოაცვით და გისოსი გაწმინდეთ. ხახვის წვენი გისოსს არა მხოლოდ გაწმენდს და დეზინფექციას გაუკეთებს, არამედ გააუმჯობესებს პროდუქტის გემოს, რომელსაც გრილზე მოამზადებთ.

საღებავის სუნი მოიშორეთ

შესაძლოა, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ხახვი უცხო სუნის მოშორებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. მაგალითად, ხახვი საღებავის სქელ, უსიამოვნო სუნს იწოვს. ხახვი ოთხად გაჭერით, წყლით სავსე ღრმა თასში ჩადეთ და ახალშეღებილ ოთახში მთელი ღამე გააჩერეთ. დილით შენობა გაანიავეთ. ხახვის სუნთან ერთად სხვა უსიამოვნო სუნიც გაქრება.

ხახვი უცრემლოდ დაჭერით

ხახვის დაჭრა ნამდვილი გამოცდაა. ხახვი ტირილის გარეშე რომ დაჭრათ, პროცესის განმავლობაში საღეჭი რეზინა დაღეჭეთ. ნამდვილად, დაგეხმარებათ.

კოღოები დააფრთხეთ

კოღოები ხახვის სუნს უბრალოდ ვერ იტანენ. ბოსტნეულის ეს თვისება შეგიძლიათ ლაშქრობის ან ბუნებაში დასვენების დროს გამოიყენოთ. ნახევარი ხახვით ხელები და ფეხები გაიწმინდეთ – კოღოები თქვენგან თავს შორს დაიჭერენ (ხალხიც თავს აგარიდებთ).

ავოკადო ლპობისგან დაიცავით

გასუფთავებული ავოკადო სწრაფად ფუჭდება და მუქდება. ეს ხილში შემავალი ენზიმების დამჟავების გამო ხდება. პროდუქტის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ავოკადო გასუფთავებულ ნახევარ ხახვთან ერთად შეინახეთ. გოგირდის ნაერთები, რომელსაც ბოსტნეული გამოყოფს, დამჟავების პროცესს შეანელებს და ავოკადო მეორე დღესაც ახალივით იქნება.

ხახვი ერთნაირი ზომის ნაჭრებად დაჭერით

ხახვი აიღეთ და ფურცლების მოშორების გარეშე თავი მოაჭერით. ახლა ფესვების ნაწილი არ მოაშოროთ ისე, ხახვი შუაზე გაჭერით. ფურცლები მოაშორეთ. ჯერ ვერტიკალურად ჩაჭერით, ფესვების ნაწილამდე 0,5 სმ დატოვეთ, შემდეგ ჰორიზონტალურად.

ეს ხახვის დაჭრის მაქსიმალურად მოსახერხებელი მეთოდია. ფესვები ბოსტნეულის ყველა ნაწილს დაიკავებს, მათ დაშლის საშუალებას არ მისცემს და თქვენ თანაბარი ზომის ნაჭრების მიღებას შეძლებთ.

ხახვი წამებში დააკარამელეთ

ხახვზე ლამაზი კარამელის ქერქი რომ წარმოიქმნას და ამასთან არ დაიწვას და გადაიხარშოს, აუცილებლად დაბალ ტემპერატურაზე 45 წუთით მოთუშეთ. ამ დროში შაქარი გადნება და ზედაპირზე თანაბრად გადანაწილდება. საერთოდ, მარტივი საქმე არაა.

პატარა ხრიკის დახმარებით მომზადების დროს 2-ჯერ შეამცირებთ. PH დონე გაზარდეთ, კერძს მწიკვი საკვები სოდა (ზუსტად 1/8 ჩ/კ 3 მსხვილ ხახვზე) დაუმატეთ. ზოგიერთი მზარეული გირჩევთ, რომ ხახვს შაქარი მოაყაროთ და ასე სოდის მიერ დარჩენილი მომწარო გემო ჩაკლათ.

დანა ჟანგისგან გაწმინდეთ

თუ დანის პირზე ჟანგი გაჩნდა, მისით მთელი გაუსუფთავებული ხახვი დაჭერით. რამდენიმე მოძრაობა და ლაქების კვალიც არ დარჩება.

მინა ნადებისგან დაიცავით

დილით ავტომობილის საქარე მინა ყინულით რომ არ დაიფაროს, საღამოს ხახვით გაწმინდეთ.

ხახვის შენახვის ვადა გაახანგრძლივეთ

ხახვი ქაღალდის პაკეტში ჩადეთ, წინასწარ ბევრ ადგილას გახვრიტეთ. ასეთ შეფუთვაში ხახვი რამდენიმე თვე ინახება.

ლითონს ბზინვარება დაუბრუნეთ

საუკეთესო საშუალება ლითონის გასაპრიალებლად – ხახვის წვენი. ხახვის რამდენიმე ნაჭერი დააბლენდერეთ და მიღებული ფაფა წყალში გააზავეთ. ხახვის ხსნარში რბილი ჩვარი დაასველეთ და ლითონის ზედაპირები გაწმინდეთ. შემდეგ კი მშრალი, სუფთა ქსოვილით გააპრიალეთ.

ჭიანჭველები გააგდეთ

თუ სახლი ჭიანჭველებით გავსებულია, დაუპატიჟებელი სტუმრების მოსაშორებლად მათი დაგროვების ადგილას დაჭრილი ხახვით სავსე ჭურჭელი დადეთ. ჭიანჭველები მას უბრალოდ ვერ იტანენ!