Connect with us

ჯანმრთელობა

ჩემს ასაკში გახდომაში ერთი გასაოცარი გეგმა დამეხმარა! ახლა 58 კგ-ს ვიწონი, დილით უბრალოდ 1 ჭიქა სასმელს ვსვამ

დღეს თქვენთვის საჩუქარი გვაქვს. ესაა დეტალებამდე გაწერილი დღის მენიუ! ასეთი გამტვირთველი დღე კვირაში 2-ჯერ მოიწყვეთ და სწრაფად დაიკლებთ.

ჯესიკა ჯონსს კვების სფეროში მაგისტრის ხარისხი აქვს. ის დიდებულად გამოიყურება და იცის, როგორ შეინარჩუნოს ნორმალური წონა, „ნამდვილმა დიეტოლოგმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ სხვებისთვის სწორი მენიუს შერჩევა, არამედ თავადაც ჯანსაღი კვების პრინციპებით უნდა იცხოვროს“ – თვლის ჯესიკა. მნიშვნელობა არ აქვს, გსურთ წონაში დაკლება, ჰიპერტონიის და ქოლესტერინის მაღალი დონის მოშორება ან უბრალოდ კვება შინაგანი ორგანოების მინიმალური დატვირთვით – დიეტა მაინც აუცილებელია. მიზანი: იკვებეთ იმდენად ჯანსაღად, რამდენადაც შესაძლებელია!

ჯესიკა თავდაჯერებულია, როცა დიეტოლოგიით არის დაკავებული. მას ყოველთვის შესანიშნავი სხეულის ფორმების ქონა სურდა და ამას მიაღწია. ახლა სხვებს იდეალური ფორმების მიღებაში ეხმარება.

კვების კონსულტანტი – ეს მოწოდებაა. საჭმელი ადამიანისთვის ძალიან ინტიმურია. როცა ადამიანს უთითებთ, რა ჭამოს, პასუხისმგებლობას იღებთ, რადგან საჭმელზე ჯანმრთელობა, განწყობა და გარეგნობაა დამოკიდებული. ჯესიკა თავის დღიურ მენიუზე ყოველგვარი შელამაზების გარეშე საუბრობს.

1 დღის დიეტური მენიუ

პირველი ეტაპი გაღვიძებისთანავე იწყება.

ძილის შემდეგ ორგანიზმი შიგნიდან დაატენიანეთ.

„დილით 2 ჭიქა წყალს პიტნასთან და კიტრთან ერთად ვსვამ. წყალს დაჭრილ კიტრთან და მწვანილებთან ერთად ღამით მაცივარში ვინახავ და დილით ჯადოსნური სასმელი უკვე მზადაა. ზოგჯერ მრავალფეროვნებისთვის ლიმონს ან წვრილად დაჭრილ ხილს (ვაშლი, ატამი) ვამატებ. პიტნას სახლის მახლობლად ვზრდი. მწვანილზე ვგიჟდები!“

„წყლის დალევიდან ცოტა ხანში მწვანე კოქტეილს ვამზადებ. ძალიან გემრიელი და სასარგებლოა!“

მწვანე კოქტეილის ინგრედიენტები:

  • 2 ფინჯანი ისპანახი (ვიტამინები)
  • ½ ფინჯანი ანანასი, ვაშლი, მსხალი (უჯრედისი)
  • 2 ფინჯანი უცხიმო წიწიბურის იოგურტი (ცილები)
  • 2 ს/კ ჩიას თესლი (სასარგებლო მიკროელემენტები)
  • 1 ჩ/კ დარიჩინი (სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად)
  • 1 ჩ/კ კურკუმა (ანთების საწინააღმდეგო საშუალება)
  • მწიკვი მუსკატის კაკალი (ენერგია და მიმზიდველობა)

მწვანე კოქტეილი შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი რეცეპტით მოამზადოთ.

„ამ კოქტეილის თან წაღება მიყვარს. როცა საყვარელ საჭმელს ჩანთით ატარებთ, წასახემსებლად სხვადასხვა საზიზღრობის ყიდვა არ მოგინდებათ“.

„სადილობამდე წახემსება აუცილებელია. რაც უფრო ხშირად წაიხემსებთ, მით უფრო ნაკლებს შეჭამთ. ამისთვის გამოგადგებათ ხილის სალათი. ასე შიმშილის გრძნობას შეამცირებთ და ორგანიზმს ვიტამინებით გაამდიდრებთ“.

ხილის სალათის ინგრედიენტები:

  • 1 ფინჯანი უცხიმო იოგურტი
  • 0,5 ფინჯანი მოცვი
  • 1 ს/კ ბროწეულის თესლი
  • 0,5 ფინჯანი მარწყვი

ძალიან გემრიელი და დაბალკალორიულია!

სადილობის დროა!

„სადილობის დროს ვარჯიში მიყვარს – ფიზიკური ვარჯიშის გარეშე ერთი დღეც არ გადის. ვარჯიშის შემდეგ შეგიძლიათ თამამად ისადილოთ.“

„ორთქლზე მოთუშული ბოსტნეული ყველით – ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება!“

„ყოველთვის ბევრ სანელებელს ვუმატებ გემოს და კერძის გარეგნობის გასაუმჯობესებლად. კერძით სრულად ისიამოვნეთ. ბოსტნეული მიწისთხილის, ნუშის და სელის ზეთთან ერთად ძალიან გემრიელია. ასევე კანისთვის სასარგებლოა“.

„სადილობიდან რამდენიმე საათში, სამხარზე დარიჩინ მოყრილ ვაშლს ვჭამ. ფორთოხალი ძალიან მიყვარს და ხშირად ვაშლთან ერთად მივირთმევ“.

რა გვაქვს ვახშამზე?

„სავახშმოდ უჩვეულო ლაზანიას ვამზადებ. ყაბაყი, პომიდვრის პასტა, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ყველი რიკოტა, ყველი პარმეზანი, მოცარელა. ყველაფერი ისე, როგორც ჩვეულებრივ ლაზანიაშია, მაგრამ ცომის ნაცვლად – ყველი! წარმოუდგენლად გემრიელია, მაგრამ ფორმებს არ აზიანებს. გამომცხვარი ბოსტნეული რეჰანს ჰარმონიულად ერწყმის!

უბრალოდ ნახეთ, როგორ გამოიყურება. დიეტური კერძები გემრიელი უნდა იყოს.

მოულოდნელობა: საღამოს დესერტი. მარწყვი ყურძენთან ერთად და გოგრის, ვაშლის, დარიჩინის პიურე და ათქვეფილი ნაღები.

კაკალთან ერთად უფრო გემრიელია.

„ჩემი დღევანდელი დიეტური გეგმა მხოლოდ 1619 კალორიას შეიცავს. მათ ყოველთვის ვითვლი. ასეთი ცოტა კალორიით ბევრი გემრიელი კერძის მიღებას შეძლებთ. სურათზე ჩემს მეგობარ ვენდისთან ერთად ვარ. ერთმანეთს ჯანსაღი კვების კერძების უჩვეულო რეცეპტების მოძებნაში ვეხმარებით. ზოგჯერ ერთად ვვარჯიშობთ და დროს ბუნებაში ვატარებთ. მენიუ ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს: გარეგნობა პირდაპირ დაკავშირებულია იმაზე, თუ რას ჭამთ.“

დიეტოლოგის დღე სამკურნალო იოგით სრულდება, რომელიც სწრაფად დაძინებას ხელს უწყობს. ეს გოგონა ადვილად იძინებს ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე: სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ დღის განმავლობაში ერთი მავნე პროდუქტიც არ შეჭამე და შიმშილი საერთოდ არ გაწუხებდათ! აჩვენეთ მეგობრებს ამ დღის მენიუს დეტალური აღწერა. თუ ზოგჯერ მსგავსი განტვირთვის დღეებს მოიწყობთ, სწრაფად დაიკლებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.