Connect with us

კულინარია

როგორ მოვაშოროთ გამწოვს ცხიმი და ჭვარტლი სწრაფად

თუ სამზარეულოს გამწოვის ფილტრის გაწმენდა ერთხელაც არ გიცდიათ, ეს არასწორია. გამწოვი საჭიროა იმისთვის, რომ ჭვარტლი და ჭუჭყი შეაგროვოს. რის გაკეთებას შეძლებს, თუ თავად ძლიერ გაჭუჭყიანებულია?

დროთა განმავლობაში სამზარეულოს ფილტრი იმდენად ჭუჭყიანი ხდება, რომ თავის თავდაპირველ დანიშნულებას ვეღარ ასრულებს. მათ გაწმენდა რთული საქმე არაა და პერიოდულად, მინიმუმ წელიწადში რამდენჯერმე უნდა შეასრულოთ.

ზოგიერთი ფილტრი შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხოთ, მაგრამ ზოგჯერ ის ისეთი ბინძურია, რომ სარეცხი მანქანა ვერ უმკლავდება. ასეთ შემთხვევაში ძველი და გამოცდილი მეთოდები გამოგადგებათ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ძალიან დიდი ქვაბი მდუღარე წყლით (ჯერ შეამოწმეთ, ფილტრი თუ ეტევა). შეიძლება არ ჩაეტიოს.
  • საკვები სოდა
  • ლიმონის მჟავა
  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • ფუნჯი ან ძველი კბილის ჯაგრისი
  • ქაღალდის პირსახოცი ან ჩვეულებრივი სამზარეულოს პირსახოცი

რა უნდა გააკეთოთ?

1. გამწოვიდან ფილტრი ამოიღეთ. ხშირად სახელურზე დაჭერით ადვილად ამოდის.

2. თუ ქვაბი ან ვედრო გაქვთ, წყლით გაავსეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ იგივე სამზარეულოს ონკანის მდუღარე წყლით გავსებით გააკეთოთ. წყალი რაც უფრო ცხელია, შედეგი მით უფრო ეფექტური იქნება.

3. მდუღარე წყალს დაახლოებით 100 გრ საკვები სოდა და მწიკვი ლიმონის მჟავა დაუმატეთ.

4. ცხიმიანი ფილტრები წყალში ჩაალბეთ. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ, თუ ფილტრის გაზქურაზე ადუღება გადაწყვიტეთ.

5. თუ სამზარეულოს ნიჟარაში ჩაალბეთ, ზუსტად 10 წუთით გააჩერეთ.

6. შემდეგ ფუნჯი ან კბილის ჯაგრისი აიღეთ და გაწმენდა დაიწყეთ. ცხიმი ადვილად უნდა მოშორდეს.

7. ფუნჯით ცხიმის ძირითადი ნაწილი მოაშორეთ, შემდეგ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და ღრუბელით გაწმინდეთ.

8. ფილტრები ქაღალდის პირსახოცზე გააშრეთ, ამის შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნეთ.