Connect with us

კულინარია

ამ რეცეპტით მთელ ჯარს დაანაყრებთ! წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად მარტივია

რეცეპტი საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ სხვებიც და მეზობლებიც კი დაანაყროთ! ამასთან, კერძი მარტივად მზადდება და ყველაზე ჩვეულებრივ პროდუქტებს საჭიროებს, რომელთაც სამზარეულოში იპოვით.

დიდი პიცის მომზადება ძალიან ცოტა დროს წაგართმევთ. ექსტრემალური სიტუაციისთვის, როცა მოულოდნელად სტუმარი გეწვევათ, ეს იდეალური ვარიანტია.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი პიცა სწრაფად

ინგრედიენტები:

  • 3 ფურცელი ცივი პიცის ცომი
  • პომიდვრის სოუსი
  • 1 დიდი შეფუთვა გახეხილი ყველი (ან 4 ბურთი მოცარელა)
  • შიგთავსი გემოვნებით (სალიამი, ლორი, სოკო და ა.შ., რაც გაგიხარდებათ)

მომზადება:

თქვენ მაღალი საცხობი ფორმა დაგჭირდებათ. შეგიძლიათ აიღოთ ქვაბი, რომელიც ღუმელში გამოსაცხობად გამოდგება.

ცომი გააბრტყელეთ და საცხობი ფორმის ზომის წრეები გამოჭერით, მინიმუმ 4-5 ფენა. შემდეგ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. გამოიღეთ და თხელი ფენები გააგრილეთ.

ცომის ზოლები ჩვენი „ტორტის“ კიდეებისთვის დატოვეთ. საშიშია არაფერია, თუ კიდეები ფორმის ზემოთ აღმოჩნდება.

საცხობ ფორმაში ქაღალდი და ცომის გვერდითა ზოლები ჩააფინეთ. შეგიძლიათ ისე გააკეთოთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები. შემდეგ გაგრილებული ცომის პირველი ფენა ჩააფინეთ.

აქ, კი ფანტაზია იწყება. პომიდვრის სოუსი არ დაგავიწყდეთ. შემდეგ დაუმატეთ ყველაფერი, რაც გსურთ: კიტრი, ძეხვი, სოკო. შემდეგ კვლავ ცომის ფენა და ზემოდან შიგთავსი. შეგიძლიათ თითოეული ფენისთვის შიგთავსი შეცვალოთ: პაპრიკა, ზეთისხილი, ანანასი, ხახვი, თევზიც კი შეგიძლიათ დაუმატოთ!

ზედა ფენაზე პომიდორი, ყველი და დარჩენილი შიგთავსი დაუმატეთ. ცომის გვერდითა კიდეები შიგნით დაახვიეთ და ლამაზად გააფორმეთ. კერძი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ. როგორც კი ცომი გამოცხვება, შეგიძლიათ პიცა-ღვეზელი გამოიღოთ.

ცომს 5 წუთით გაგრილება აცადეთ, შემდეგ ფორმიდან ამოიღეთ. აქ ქაღალდი დაგეხმარებათ, რომელიც თავიდან ჩააფინეთ. დანას გვერდს ვერ აუვლით, ამ გენიალური ნაწარმის ლამაზი ნაჭრები დაჭერით.

უბრალოდ ყურებაზეც კი ნერწყვი მომდის. ყველი როგორი მოწითალო შეფერილობის გახდა. გემრიელად მიირთვით!

რეცეპტი ნებისმიერ დღესასწაულზე და, რა თქმა უნდა, ყოველდღიური მენიუსთვის გამოგადგებათ. ამ ორიგინალური ღვეზელის გამოცხობა აუცილებლად სცადეთ. შეუდარებელი პიცის რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.