ჯანმრთელობა
რომელ დაავადებებზე მიგვანიშნებენ ცვლილებები სახის კანზე
მუწუკები, ტომრები თვალებს ქვეშ და ღრმა ნაოჭები შეიძლება სხვადასხვა დაავადებებზე მიგვანიშნებდნენ. მათ შორისაა სიყვითლე და თირკმელების მუშაობის დარღვევა.
მკრთალი კანი. შეიძლება ანემიაზე ან სისხლში რკინის ნაკლებობაზე მიგვანიშნებდეს. წითელი ხორცი კვირაში მინიმუმ ორჯერ გამოიყენეთ, მიირთვით პარკოსნები და ლობიო, ასევე მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული.
მუწუკები. ხშირ შემთხვევაში გარდატეხის ასაკში მიმდინარე ჰორმონალური პროცესების გამო ჩნდება ან რაციონში შაქრის სიჭარბის გამო. მაგალითად შოკოლადის სიყვარულმა შეიძლება მუწუკების გაჩენა გამოიწვიოს.
ყვითელი თვალები. ყველაზე ხშირად ეს სიყვითლის მანიშნებელია. თუ თვალის გარშემო არსებული კანის სიყვითლეს შენიშნავთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
ტომრები თვალებს ქვემოთ. უმეტეს შემთხვევებში ეს თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების მანიშნებელია.ეს ტომრები კანის ქვეშ ჭარბი სითხის დაგროვებით არის გამოწვეული, რაც ნიშნავს, რომ თირკმელი კარგად ვერ მუშაობს. გაცილებით რთულ შემთხვევაში ეს გულის უკმარისობაზე მიგვანიშნებს.
ღრმა ნაოჭები. უმეტეს შემთხვევაში, ნაოჭები ასაკის მატების მანიშნებელია. თუმცა მოწევა ნაოჭებს უფრო აღრმავებს რადგან ის ელასტინსა და კოლაგენს ანადგურებს. 1 ღერის სიგარეტიც კი აჩქარებს ნაოჭების განვითარების პროცესს.
წითელი კანი. დაახლოებით მოსახლოების 10%-ს აქვს როზაცეა, რომლის გამოც სახის კანი გაცილებით წითლად გამოიყურება. მისი სიმპტომები ცხარე საკვების ან დიდი რაოენობით კოფეინის შემცველი სასმელების დალევის, ალკოჰოლის მოხმარების ან მზის შუქზე დიდი ხნის ყოფნის შემდეგ ძლიერდება.
მშრალი ტუჩები. გაუწყლოვნების შედეგია, ან ექსტრემალური ბუნებრივი პირობების. თუ წყლის მოხმარება ამ პრობლემას არ ხსნის ის შეიძლება ალერგიის შედეგიც იყოს.
სახეზე თმის ჭარბად ზრდა. ეს ყველაზე ხშირად ჰორმონალური დარღვევებით აიხსნება. არც ისე იშვიათად, ქალებში თმის ჭარბად ზრდა – საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდომისგან პროვოცირდება.