თავის მოვლა
როგორ მოვიშოროთ თვალების ქვეშ ჩალურჯებები სახლის პირობებში
ქალებს შეიძლება ასობით მიზეზი ჰქონდეთ, რის გამოც დილით თავს მხნედ ვერ გრძნობენ: წვეულება, ძუძუთი კვება, კვარტალური ანგარიში, რომანტიკული ვახშამი და ა.შ. თუმცა რაც არ უნდა იყოს მიზეზი, სასიამოვნო თუ არც ისე, ასეთი ღამეების შედეგი ყოველთვის ერთნაირია: დაღლილი ხედვა და თვალების ქვეშ ჩალურჯებები.
თუ თვალების ქვეშ ჩანთების პრობლემები გაქვთ, სჯობს ექიმს მიმართოთ. თუ ჯანმრთელობა ნორმაშია, ხოლო უძილო ღამეების შემდეგ გარეგნობა საუკეთესო სურვილს გიტოვებთ – ჩვენი რჩევები გამოიყენეთ. დღეს გთავაზობთ 5 ნიღაბს ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით, რომელთა პოვნას სამზარეულოში შეძლებთ!
კარტოფილის ნიღაბი
- გასუფთავებული კარტოფილი გახეხეთ და თანაბარი პროპორციით შვრიის ფქვილი აურიეთ (თითო სუფრის კოვზი).
- ნარევს ცოტა რძე დაუმატეთ ისე, რომ სქელი ფაფა მიიღოთ და მიღებული ნიღაბი თვალის ირგვლივ კანზე წაისვით. 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
კიტრის ნიღაბი
- კიტრი წვრილ სახეხზე გახეხეთ, ოხრახუშის ან ქინძის მწვანილი დააქუცმაცეთ.
- კიტრი მწვანილს აურიეთ და ამდენივე არაჟანი დაუმატეთ (სჯობს თითო სუფრის კოვზი აიღოთ). პროპორცია 1:1:1.
- ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ და თვალების ქვეშ 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
ექსპრესს ვარიანტი:
უბრალოდ თვალებზე ახალი კიტრის რგოლები 20-25 წუთით დაიდეთ.
ხაჭოს და ჩაის ნიღაბი
- ხაჭო კოვზით დაჭყლიტეთ და თვალების ქვეშ 15-20 წუთით გაიჩერეთ.
- ნიღაბი სჯობს ცივ შავ ან მწვანე ჩაიში დასველებული ბამბის დისკით ჩამოიბანოთ და არა გამდინარე წყლით.
ექსპრესს ვარიანტი:
თუ ხელთ ხაჭო არ გაქვთ და დროც ცოტა გაქვთ – თვალებზე გამოყენებული ჩაის პაკეტი დაიდეთ.
ოხრახუშის ნიღაბი
- ოხრახუშის ფოთლები და ღეროები დააქუცმაცეთ და 2 ჩ/კ ცხიმიანი ხაჭო კარგად აურიეთ.
- ცოტა რძე დაუმატეთ (ხაჭოს და რძის ნაცვლად შეგიძლიათ ნახევარი ს/კ არაჟანი გამოიყენოთ) და მიღებული ნიღაბი თვალებს ქვეშ მუქ წრეებზე წაისვით. 15-20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ან ჩაის სუსტი ნაყენით ჩამოიბანეთ.
ნიგვზის ნიღაბი
- გასუფთავებული ნიგოზი ფქვილის მიღებამდე ყავის საფქვავში დაფქვით.
- 2 ჩ/კ ნიგვზის ფქვილს 1 ს/კ გამდნარი კარაქი აურიეთ.
- 2-3 წვეთი ნატურალური ლიმონის ან ბროწეულის წვენი დაუმატეთ და ნიღაბი თვალების ირგვლივ კანზე 15-20 წუთით წაისვით. გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
სამწუხაროდ, თვალების ქვეშ ჩალურჯებით ქალი უფრო ასაკოვნად გამოიყურება. როცა მხოლოდ 20 წლის ხართ, ეს პრობლემა არაა. აი, როცა 30-ს მიუახლოვდებით, სჯობს არ იზარმაცოთ, 10 წუთით ადრე ადგეთ და გარეგნობაზე ზრუნვას დრო დაუთმოთ. ძალიან კარგია, როცა უძილო ღამეების შესახებ მხოლოდ თქვენ იცით!
ქალური საიდუმლოებები მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.