ჰოროსკოპი
11-17 მაისის ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის
მაისის ეს კვირა სხვადასხვა მოვლენებით იქნება სავსე. შეიძლება მოულოდნელი საქმეები ან პრობლემები გამოგიჩნდეთ, თუმცა ამა ხასიათი არ უნდა გაგიფუჭოთ, რადგან ასტროლოგებმა უკვე გაშიფრეს ვარკვლავების საიდუმლო მინიშნებები.
ამ კვირაში ბევრ მოუწევს საკუთარ თავს აჯობოს და გაუმკლავდეს შიშებს. ამ კვირამ შეიძლება ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგოს და გაიძულოთ იზრუნოთ თქვენს შინაგან და გარეგან კეთილდღეობაზე.
ვერძი
ვერძებისთვის ეს კვირა მემოციური მეტამორფოზის მომტანი იქნება. ამ დროს ყინული შეიძლება ცეცხლად გადაიქცეს, სიძულვილი – სიყვარულად, ეჭვები – საკუთარი თავის რწმენად. სამყარო გაფრთხილებთ: ემოციური აღზევების დროს ნუ დაგავიწყდებათ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა, რადგან ეს წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანესი პირობაა!
კურო
კუროებისთვის შინაგანი ძალის აღმოჩენის დროა. თუ დიდი საქმეების დასრულება გსურთ ამისთვის ბევრი ენერგიად აგჭირდებათ. ენერგიის პოვნა სხვადასხვა სფეროებსა და საქმეებში შეგიძიათ. ცუდი არ იქნება თუ გეგმებს დააკორექტირებთ, დაკავდებით სულიერი პრაქტიკებით ან გარეგნობაში ცვლილებებს შეიტანთ. ასტროლოგები გირჩევენ არ დაგავიწყდეთ, რომ სამყარო აუცილებლად მოგცემთ ყველაფერს რაც გჭირდებათ, უბრალოდ საჭიროა სურვილების სწორი ფორმულირება მოახდინოთ.
ტყუპები
უახლოეს კვირას აჯობებს საურთიერთო წრის გაფილტვრა მოახდინოთ, რადგან შესაძლოა თქვენი გარემოცვიდან ზოგიერთმა პიროვნებამ დრო ტყუილად გაგაფლანგვინოთ. აჯობებს ეს დრო რაიმე სასარგებლოზე დახარჯოთ!
კირჩხიბი
კვირის დასაწყისი არც ისე წარმატებული იქნება. იზრდება არასტაბილურობა, ამ დროს გეგემბი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. ასტროლოგები გვირჩევენ უარი ვთქვათ საბედისწერო გადაწყვეტილებებზე და მსხვილ საყიდლებზე. არ არის სასურველი ურთიერთობების გარკვევა – ამან შესაძლოა საბოლოო გაწყვეტამდე მიგვიყვანოს. სამაგიეროდ წარმატება გელით კარიერაში. უფროსობასთან ურთიერთობა კონსტრუქციული იქნება, თუმცა ვარსკვლავები თქვენგან სიმამაცესა და თქვენი პოზიციების დაცვას მოითხოვენ. რაც უფრო პირინციპული იქნებით, მით უკეთ დაგვირგვინდება ეს კვირაც.
ლომი
ეს კვირა ლომი ქალბატონებისთვის ნამდვილად სასიკეთო და იღბლიანი იქნება. მოვლენები თქვენს სასარგებლოდ განვითარედებიან და ჰარმონიის შეგრძლება მთელი კვირა თქვენი მეგზური იქნება. ყურადღებით იყავით რათა სამუშაო დღეების რუტინაში მნიშვნელოვანი დეტალები არ გაგეპაროთ – ამაში დისციპლინა და ორგანიზებულობა დაგეხმარებათ. დამღლელი კვირის შემდეგ, ეცადეთ დასვენების დღეებში მაქსიმალურად დაისვენოთ და მოდუნდეთ.
ქალწული
აჯობებს ეს კვირა მშვიდად და განმარტოებით გაატაროთ. მართალია ფინანასური კეთილდღეობის საკითხებს იოლად გადაწყვეტთ, თუმცა სულიერი განვითარების საკითხებში ჰარმონიის მისაღწევად – გარჯა მოგიწევთ! მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს და მთელი დრო სულიერი ჰარმონიის მოპოვებას დაუთმეთ. ეცადეთ მოიპოვოთ შინაგანი ბალანსი, ეს ცხეოვრებაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ასტროლოგები ქალ სასწორებს მიუწვდომელი მიზენბის დასახვას არ ურჩევენ, საქმე იმაშია, რომ მათი ემოციური მდგომარეობა მათ აქტიური მოქმედების საშუალებას არ მისცემს. გარდა ამისა, შესაძლოა თავი იჩინონ ძველმა შიშებმა, წყენამ და ეჭვებმა. აჯობებს მთელი ყურადღება თქვენს შინაგან სამყაროს მიაპყროთ და ენერგიის უკმარისობა სულიერი პრაქტიკებით დააკომპენსიროთ. იფიქრეთ კარგზე, მოიცილეთ ნეგატიური აზრები!
მორიელი
მორიელებს ვურჩევთ ამ კვირაში ახალ ნაცნობობას მოერიდონ, რადგნა ამ კვირაში გაცნობილი ადამიანები მათ მოლოდინებს არ გაამართლებენ და შესაძლოა დიდი ტყუილის წინაშეც აღმოჩნდენენ. შეიძლება ისეთი ადამიანი გამოვიდეს კონტაქტზე, რომელიც ნიღბის ქვეშ თავის ჭეშმარით მოტივებს მალავს! აჯობებს რაიმე პოზიტიურითა და სასარგებლოთი დაკავდეთ. ახლა მორიელებისთვის სიმშვიდეში ყოფნა აჯობებს, ყოველგვარი ავანტიურებისა და საინფორმაციო ხმაურისგან მოშორებით!
მშვილდოსანი
შეიძლება იგრძნოთ, რომ რაღაც ახლისა და სასიმაოვნოს გზაგასაყარზე დგახართ! შინაგანი ოპტიმიზმი და ახლობლების დახმარება პოზიტიური ცვლილებების საძირკვლად იქცევა. ვარსკვლავები აქტიურ მოქმედებაზე გადასვლას გირჩევენ. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობებსა და აზრების გაცვლა-გამოცვლას.
თხის რქა
ამ კვირაში თხის რქებს სხვის ფინანასებთან მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში სხვათა დახმარება მოუწევთ. ეს ყველაფერი კი მათ საჭირო ავტორიტეტის მოპოვებაში დაეხმარება. ასტროლოგები ურჩევენ მათ – დროებით დაივიწყონ საკუთარი გამორჩენა და ხალხის დახმარტებაზე იფიქრონ.
მერწყული
ეს კვირა არაჩვეულებრივი დროა პოზიტიურ განწყობაზე დასადგომად. გირჩევთ გარშემო ის ხალხი შემოიკრიბოთ რომლებსაც ენდობით. მერწყულს ამ კვირაში შეიძლება მოულოდნელად ახალი გენიალური იდეა დაებადოს, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ახლობლებს რჩევისთვის.
თევზები
აჯობებს ამ კვირაში საიდუმლო თამაშებსა და ინტრიგებს თავი დაანებოთ! არ ღირს სხვის საქმეებში ჩარევა და ცნობისმოყვარეობის იქ გამოვლენა სადაც არავი გთხოვთ! წინააღმდეგ შემთხვევაში შიძლება ისეთ უსიამოვნებას გადააწყდეთ, რომელიც თქვენს რეპუტაციაზე ძალიან ნეგატიურად აისახება. აჯობებს სულიერი განვითარებით დაკავდეთ, ეს ნეგატიური პროგრამებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.