Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიქცეთ თუ ფეხსაცმელს სუნი გაუჩნდა?!

აჯობებს თუ ხარისხიან, ნატურალური მასალით დამზადებულ ფეხსაცმელს შეიცავს რომელშიც ჰაერი იოლად ცირკულირდება, ამ შემთხევავში სუნის პრობლემა ნამდვილად არ შეგაწუხებთ!

სუნის გაჩენის მთავარი მიზეზი ბაქტერიებია, რომლებსაც ნესტიან გარემოში უყვართ გამრავლება. ნესტში ხშირ შემთხვევაში ოფლი იგულისხმება, უფრო იშვიათად კი დასველებული ფეხსაცმელი. როგორც კი ფეხსაცმელი დასველდება მასში ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას და სუნის მქონე მჟავას გამოყოფენ.

სუნის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი – სოკოვანი დაავადება მიკოზიც გახლავთ. ამ ვარიანტის გამოსარიცხად აჯობებს ექიმს მიმართოთ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობაც ჩაიტაროთ, წინააღმდეგ შმეთხვევაში ვერც ფეხსაცმლის დეზოდორანტი და ვერც ტალკი ვერ გიშველით!

2 მნიშვნელოვანი რჩევა

1. შხაპის შემდეგ არა მხოლოდ გაიწმინდოთ ფეხი, არამედ ფეხებს შორისაც საგულდაგულოდ გამოიწმინდეთ ფეხი. აუცილებელია წინდების რეგულარული ცვლა და სინთეტიკური სამოსის გამოყენებისგან თავის მაქსიმალურად შეკავება.

2. არ ღირს ფეხსაცმლის ზედიზედ რამდენიმე დღე ტარება. 1 ღამეში ის ვერ ასრებს ბოლომდე გამოშრობას ამიტომ კარგი იქნება თუ მას შეასვენებთ!

როგორ გავთავისუფლდეთ სუნისგან?!

ფეხსაცმლის სპრეი

უამრავი მზა სპრეის არსებობს უსიამოვნო სუნისგან გასათავისუფლებლად. ფხვნილების არჩევას ისევ სპრეის არცევა აჯობებს რადგან მისი კვალი წინდებსა და კოლგოტზე არ რჩება!

ფეხსაცმლის ბურთულები

ღამით ფეხსაცმელში სპეციალური ბურთულები მოათავსეთ, ისინი ჭარბ ნესტს შეიწოვენ და უსიამოვნო სუნს გააქრობენ. ისინი ხშირად იყიდება სპორტული ფეხსაცმლის მაღაზიებში, ძალიან კარგად უმკლავდებიან სუნს და მათი გამოყენება დიდხანს შეგიძლიათ! თუმცა ამ ბურთულების ჩანაცვლება შინაურული მეთოდებითაც შეგიძლიათ, მაგალიტად: ჩაის პაკეტებით ან სოდიანი ტომრით.

ერთჯერადი ჩასაფენები

სუნისგან თავის დასაცავად ფეხსაცმლის ჩასაფენები ანტიბაქტერიული ხელსახოცებით წმინდეთ ან ერთჯერადი ჩასაფენები შეიძინეთ და საჭიროებისამებს ცვალეთ.

წყალბადის ზეჯანგი და ნიშადურის სპირტი

პოპულარული ხალხური საშუალება: აურიეთ ნიშადურის სპირტი და წყალბადის ზეჟანგი სპრეის ბოთლში და ფეხსაცმლის შიდან ნაწილი დაამუშავეთ.

ძმრის ესენცია

შეგიძლიათ ფეხსაცმელი ძმრით დაამუშავოთ მაგრამ ჩვეულებრივი ძმრის ნაცვლად 40%-იანი ესენცია გამოიყენეთ. დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და რამდენიმე დღით ფეხსაცმელში ცადევთ. ესენცია ტყავის ფეხსაცმელს არ დააზიანებს თუმცა აჯობებს რეზინის ნაწილებს არ მოახვედროთ. დამუშავების შემდეგ ფეხსაცმელი საგულდაგულოდ შეამოწმეთ, ძმრის სუნი რამდენიმე დრეში განიავდება.

ანტიბაქტერიულის აშუალებები

უსიამოვნო სუნისგან ქლორგექსიდინი გიხსნით, რომლითაც ფეხსაცმლის შიდა ნაწილი შეგიძლიათ დაამუშავოთ. ან შეგიძლიათ სპეციალური ფეხსაცმლის ანტიბაქტერიული საშუალებები შეიძინოთ.

ელექტრო საშრობები

ფეხსაცმლის ელექტრო საშრობი მას შიგნიდან საგულდაგულოდ გამოაშრობს. შრობის პროცესი ზოგჯერ 1 საათს გარძელდება და შესაბამისად ძალიან მოსახერხებელია რადგან შინაურული მეთოდით ფეხსაცმლის გამოშრობის ციკლი მინიმუმ 3-4 საათი გრძელდება.

ფეხსაცმლის საშრობის ბევრი სახეობა არსებობს თუმცა აჯობებს შედარებით პატარა ზომის აირჩიოთ რომელიც ქალისა და ბავშვის ფეხსაცმელშიც ტავისუფლად ჩაეტევა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.