სახლი და დიზაინი
როგორ გავწმინდოთ გამწოვი ცხიმისგან – სახლის პირობებში
სამზარეულოს კარგი გამწოვი საკვების შემდეგ დაგროვილი უსაიმოვნო სუნების მოცილებაში გვეხმარება. ის ხელს უშლის ცხიმის კედლებსა და ავეჯში ჩაჯდომას, ეს კი სამზარეულოს ექსპლუატაციის ვადას საგრძნობლად ახანგრძლივებს!
სახლის პირობებში გამწოვის წმენდა საკმაოდ იოლია. აუცილებელი არ არის მათ საწმენდად ხელოსანს დაუძახოთ ან ძვირიანი ქიმიური საშუალებები შეიძინოთ, ამისთვის რამდენიმე შინაურული მეთოდის გამოყენებაც საკმარისი იქნება! ცოტაოდენი ძალისხმევა და თქვენი გამწოვი ახალივით იბრწყინებს.
გამწოვის ცხიმისგან წმენდის საშუალებები
ყველაზე მარტივად გამწოვი ჭურჭლის სარეცხი მანქანის დახმარებით იწმინდება. მოხსენით ფილტრი კორპუსიდან და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსეთ. ჩართეთ ის მაქსიმალურ კონფიგურაციასა და 60 გრადუს ტემპერატურაზე.
თუ სახლში ასეთი ტექნიკა არ გაქვთ მაშინ ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე ხერხი ნამდვილად დაგეხმარებათ!
საპნისა და სოდის ნაზავი
სოდა ყოველთვის ნომერ პირველი საშუალება გახლდათ სამზარეულოს ხელსაწყოების დეზინფექციისა და რეცხვის საკითხებში. სარეცხ ჭურჭელში აურიეთ: წყალი, 60 გრამი სოდა და 10 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ჩაალბეთ ბადე 20 წუთი, შემდეგ ღრუბლით გაწმინდეთ და სუფთა წყლით გარეცხეთ. კარგად გაამშრალეთ. თუ ცხიმი ბოლომდე არ მოცილდა ფილტრი სოდიან ხსნარში რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოხარშეთ.
სარეცხი საპონი
ქვაბში 2-3 ლიტრი წყალი ჩაასხით და დადგით გაზზე. გახეხეთ ნახევარი საპონი და წყალში ჩაყარეთ. როდესაც საპონი გალღვება, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და ფილტრი მასში 30 წუთით ჩაალბეთ. ამის შემდეგ ის გამდინარე წყალშ შეუშვირეთ და კარგად გაამშრალეთ.
ლიმონი გამწოვის წმენდისთვის
თუ რეგულარულად აქცევთ ყურადღებას გამწოვს მას მსუბუქი ნადები ექნება და მის მოცილებაში ლიმონიც დაგეხმარებათ. გაჭერით ლიმონი 2 ნაწილად და ბადეს კარგად წაუსვით. 15 წუთის შემდეგ გაავლეთ. ძლიერი დაბინძირების შემთხვევაში ლიმონის წვეთი ფინტრზე 8 საათის მანძილზე დატოვეთ. ეფექტი გასაოცარი იქნება!
მდოგვის ფხვნილი
გამწოვის ცხიმისგან გაწმენდაში მდოგვის ფხვნილი დაგეხმარებათ. აურიეთ 4 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი და 2 ჩაის კოვზი სარეცხი საშუალება. დაუმატეთ ხსნარი 2 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი და 2 სუფრის კოვზი ძმარი. ეს მასა გამწოვის ბადეს წაუსვით ორივე მხრიდან და შეფუთეთ ცხელ წყალში დასველებულ ნაჭერში. 1 საათის შემდეგ ღრუბელის დახმარებით გაავლეთ წყალში და კარგად გაამშრალეთ.
ნიშადურის სპირტი
საშუალება კარგად მოქმედებს თუმცა მისი მოხმარება არა სასიამოვნოა. მის გამოყენებამდე ფანჯრები და კარები გააღეთ. გაიკეთეთ დამცავი ნიღაბი. გახსენით 3.5 ლიტრ თბილ წყალში (50 გრადუსი) 100 მილიგრამი ნიშადურის სპირტი. მოათავსეთ ფილტრი ხსნარში და 2-4 საათით გააჩერეთ. ცხიმი ღრუბელის მეშვეობით მოაშორეთ და კარგად გაავლეთ ბადე.
გაზიანი სასმელი
დიდი ხანია რაც კოკა-კოლა არაჩვეულებრივად უმკლავდება ჭუჭყსა და ცხიმს. დაასველეთ ფილტრი გაზიან სასმელში რამდენიმე საათით და შემდეგ გაავლეთ წყალში.
აქ ჩამოთვლილი ხერხებიდან თქვენთვის უფრო მოსახერხებელი ვარიანტი აარჩიეთ. მართალია ხშირად გვეზარება ამ საშუალებების გამოყენება და ძვირიან ქიმიურ საშუალებებს ვიყენებთ მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ისინი ბადის სტრუქტურას ანადგურებენ. ყველაფერს აჯობებს თუ ბადეს კვირაში ორჯერ საპნიან წყალში გარეცხავთ, ამ შემთხვევაში მის წმენდასთან დაკავშირებული პრობლემები უბრალოდ არ გექნებათ!