Connect with us

ყვავილები

დათესეთ და გაიზრდება! 7 სააგარაკო ცრუ რწმენა მებაღეებისგან

თუ აგარაკზე ყოველთვის კარგი მოსავალი არ გაქვთ, იქნებ აჯობებს ხალხური რჩევების და ცრურწმენების გათვალისწინება დაიწყოთ?! აქ ჩამოთვლილი ცრურწმენიდან ყველას ვერ ვუპოვეთ ახსნა, თუმცა ზოგიერთი ლოგიკასთან ნამდვილად ახლოს არის.

რომ გაიზარდოს, ხელი უნდა ჩაიქნიოთ

ზოგჯერ მცენარეს ადამიანი საერთოდ არ უვლისის კი თავისითაც შესანიშნავად იზრდება. გაზრდება -კარგია, თუ არა და არაუშავს! ხშირად სწორედ ასეთი მცენარეები გრძნობენ თავს შესანიშნავად და უპრობლემოდაც იზრდებიან. იქნებ იმიტომ, რომ მათ ზედმეტ ყურადღებას არ აქცევენ და არც სასუქით ჭყიპავენ?!

კიტრი, პომიდორი ზრდად მთვარეზე დათესეთ, კარტოფილი და სტაფილო კი კლებადზე

მთვარის კალენდარის შესახებ ინფორმაცია ყველას აქვს, მებაღეები მის გათვალისწინებას განსაკუთრებით ცდილობენ.

მთვარეს 4 ბფაზა აქვს: სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა, ზრდადი და კლებადი მთვარე. ეს ფაზები ადამიანებზეც მოქმედებს და მცენარეებზეც. როდესაც მთვარე ზრდადუა ის დათესეთ რაც მის ზემოთ იზრდება, კლებად მთვარეზე კი პირიქით.

ყვავილები, კიტრი, პომიდორი, სალათები და მწვანილი ზრდად მთვარეზე დათესეთ!

როცა მთვარე იკლებს – დათესეთ მცენარეები რომელთა ნაყოფიც მიწის ქვეშ იზრდება. კლებად მთვარეზე კარგია გამარგვლა და სარეველა ბალახის მოშორებაც!

მცენარეებს უნდა ესაუბროთ

მცენარეებს ნაზად, სიყვარულით უნდა ესაუბროთ, არ დაგავიწყდეთ მათთან მისალმება და მოსავლიოსთვის მადლობის გადახდა. ზოგიერთი მებაღე თავის მცენარეებს უმღერის კიდეც.

დარგვამდე მცენარის თესლი თან უნდა ატაროთ

ამბობენ რომ თესლი რადმენიმე დღე სულ თან უნდა გქონდეთ, მოათავსეთ ის ნაჭერში ან ქაღალდის პაკეტში და სხეულად მაქსიმალურად ახლოს გქონდეთ. ალბათ ამ ცრურწმენის ლოგიკა იმაშია, რომ სხეულთან ახლოს მცენარე თბილ გარემოში აღმოჩნდება და ეს მის კარგად გამოღვიძებასა და ნიადაგში მოხვედრისთვის შემზადებას შეუწყობს ხელს.

მეპატრონემ ნაკვეთზე ხე არ უნდა მოჭრას

ეს ცრურწმენა უძველეს წარსულს უკავშირდება და იმ დროს მიეკუთვენაბ როცა ადამიანები ხეებს ისე ექცეოდნენ როგორც ცოცხალ არსებებს. გამოთქმა “შვა ძე და დარგო ხე” – ამასთან არის კავშირში. როდესაც ოჯახში ბავშვი იბადებოდა, აუცილებლად რგავდნენ ხეს, რომელიც ამ ადამიანთან ერთად იზრდებოდა, ამიტომ ძველი ხეები – წინაპრებს განასახიერებდნენ. ეს ცრურწმენა ალბათ იმ ხეებს არ ეხებათ რომლებიც ამ აგარაკზე მის თქვენს მიერ შეძენამდე იზრდებოდნენ.

ნაძვს სახლთან ახლოს არ რგავენ

შეიძლება მეზობლებისგან ან უფროსი თაობისგან გსმენიათ რომ სახლთან ახლოს დარგულ ნაძვეს მარტოობა ან სიკვდილი მოაქვს. ეს ალბათ იმასთან არის დაკავშირებული, რომ ძველად წიწვოვანი მცენარეები ხშირად ხდებოდნენ ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა ახლა ისინი ალბათ ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ და მათზე უარის თქმა არ ღირს. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ხე საკვამურს არ ეხებოდეს და არც მის ახლოს იყოს.

აი კიდევ რამდენიმე ცრურწმენა:

  • მცენარე აჯობებს ისე დარგოთ, რომ მეზობლები ვერ ხედავდნენ
  • თუ ბაზარში ნერგი იყიდეთ – არავის აჩვენოთ, ოჯახის წევრებსაც კი.
  • ნუ ასესხებთ ვინმეს თესლს სანამ თავად არ დათესავთ, თორემ ეს თვენს მოსავალზე იმოქმედებს უარყოფითად.
  • თუ ნაყოფიერი ხე ნაყოფს აღარ ისხამს, მას სამჯერ შემოუარეთ ნაჯახით და შეპირდით, რომ თუ ნაყოფს არ მოისხავს აუცილებლად მოჭრით.
  • ქალმა მცენარეებს “ქალურ” დღეებში უნდა მოუაროს: ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი.
  • მცენარეები მხოლოდ კარგ ხასითზე ყოფნისას და კარგი განწყობით უნდა დარგოთ.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.