Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიცილოთ თმა სახიდან

სახიდან თმის მოსაცილებლად მარჯვე ხელები და ბამბის ძაფი დაგჭირდებათ.

ტრიდინგი – სახიდან თმის ძაფით მოცილებას ეწოდება. ეს მეთოდი ახალი არ არის და მას აღმოსავლეთში საუკენეების მანძილზე იყენებდნენ. ეპილაციისთის ძლიერად მოჭიმულ ძაფს იყენებენ, რომელიც მკვეთრი მოძრაობით თმებს ბოლქვიანად იღებს. პროფესიონალები სპეციალურ არაბულ ძაფს იყენებენ, თუმცა სახლში ამ პროცედურის ჩატარება ჩვეულებრივი ბამბის ძაფითაც შეგიძლიათ. ნუ გამოიყენებთ კაპრონის ან აბრეშუმის ძაფს – ისინი თმას აელექტროვებენ და მათი ამოძრობა ძალიან გაგიჭირდებათ. ამ პროცედურის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ძაფი თითქმის უჩინარ, თხელ თმასაც კი აშორებს – თან ძირებიანად!

ინსტრუქცია:

დაგჭირდებათ კარგი დღის განათება, მოსახერხებელი სარკე, ბამბის ძაფი და ანტისეპტიკი.

  • ეპილაციის ზონა ანტისეპტიკით დაიმუშავეთ
  • აიღეთ ბამბის ძაფი და მინიმუმ 50 სანტიმეტრი მოაჭერით, შეაერთეთ ბოლოები, მიიღებთ რგოლს.
  • ეს რგოლი ცენტრში დაახვიეთ, ისე რომ უსასრულობის ნიშანი მიიღოთ (∞).
  • შეარჩიეთ კარგი განათება და სარკის წინ დადექით.
  • კარგად მიიდეთ ძაფი სახეზე და ბოლოების გაქაჩვა-მოდუნება დაიწყეთ. დახვეული ცენტრი თმას შეეხვევა და მათ ამოგლეჯას დაიწყებს.
  • შეამოწმეთ ზონის მდგომარეობა, თუ თმა ისევ დარჩა – პროცედურა გააგრძელეთ.
    ძაფი მთელს სახეს უნდა მოატაროთ.
  • ყოველი ახალი ზონისთვის ახალი ძაფი გამოიყენეთ (ტუჩის ზედა ნაწილის ზონა, ნიკაპის ზონა, ყვრიმალები, წარბებს შორის ზონა და ა.შ.)

პროცედურის დასრულების შემდეგ ეპილაციის ადგილი ქლორგექსიდინით ან ნებისმიერი სპირტის არ შემცველი ანტისეპტიკით კარგად დაიმუშავეთ. სიწითლე რამდენიმე საათში გაივლის, თმები კი მინიმუმ 2 კვირა აღარ ამოგივათ. პროცედურის შემდეგ გაცილებით ნაკლები თმა ამოდის.

ეცადეთ კოსმეტიკა არ წაისვათ სანამ კანი ბოლომდე არ დაწყნარდება და აღდგება.

უკუჩვენებები:

  • ეპილაციის ადგილზე არ უნდა გქონდეთ ხალები, მეჭეჭები ან პაპილომები.
  • არ უნდა გქონდეთ აკნე, ჩირქიანი გამონაყარი.
  • არ უნდა გქონდეთ სილურჯეები, ჭრილობები, გაჭრილი ან რაიმე სახით დაზიენებული კანი.

2-3 პროცედურის შემდეგ შეაჩნევთ, რომ ნაკლები თმა გაქვთ და ის ადრინდელთან შედარებით ნელა იზრდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.