საკითხავი
როგორ გავრეცხოთ საყინულე სწორად და რამდენად ხშირად გავწმინდოთ
ძალიან ხშირად პროდუქტები, რომლებიც ამ „შავ ხვრელში“ სახელწოდებით საყინულეში ხვდებიან, თვალთახედვის არედან რამდენიმე თვე იკარგებიან და ბოლოს საერთოდ სანაგვეში ხვდებიან.
დრო მოვიდა ამ ამოუცნობ გაყინულ ობიექტებში გაერკვიოთ და საყინულის კამერა ყველა წესის დაცვით გაწმინდოთ. კარგი სიახლე – ამის გაკეთება ძალიან მარტივია.
რამდენად ხშირად უნდა გაწმინდოთ საყინულე?
თუ ბინაში ან სახლში ელექტროენერგია ხშირად არ ითიშება ან გაზრდილი ტენიანობის ზონაში არ ცხოვრობთ, საყინულის წელიწადში ერთხელ გაწმენდა საკმარისია. ყოველი შემთხვევისთვის არ იზარმაცოთ და მოწყობილობის ინსტრუქციას ჩახედეთ.
რამდენ დროს წაგართმევთ?
საშუალოდ, საყინულის გაწმენდაზე საათზე მეტი დაგჭირდებათ.
როგორ გავწმინდოთ საყინულის კამერა?
- ელექტროენერგია გამორთეთ. ჩართული საყინულე არასდროს გარეცხოთ და გაწმინდოთ, რადგან ასე მოწყობილობას გააფუჭებთ.
- პროდუქტები რომ არ გალღვეს, მოათავსეთ ნებისმიერ კონტეინერში: ყუთი, ონკანის ნიჟარა ან პლასტმასის ტაშტი, ფსკერზე გაზეთი დაუფინეთ. პროდუქტები, რომლებიც სწრაფად ლღვება, მაგალითად, ნაყინი, მაცივრის ჩანთაში ცივ ელემეტნთან ერთად შეინახეთ ან ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდით.
- მიკროფიბრის სალფეთქი აიღეთ და თაროები და საყინულის შიდა ნაწილები გაწმინდეთ. თუ ძლიერ დაბინძურებულია, 1 ს/კ სოდის და 500 მლ თბილი წყლის ნარევი მოამზადეთ. შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატოთ.
- საყინულისთვის აბრაზიული საწმენდი საშუალება, კონცენტრირებული სარეცხი საშუალება, მათეთრებელი ან ზეთოვანი გამწმენდი საშუალება არ გამოიყენოთ, რადგან მათ შეიძლება ზედაპირის დაზიანება გამოიწვიონ.
- ნახევარ წელიწადში ერთხელ მაცივრის უკანა კედელი მტვერსასრუტით (წვრილი თავით) გაწმინდეთ. სითბოს მიმომცვლელში მტვრის დაგროვება თერმულ ენერგიას ცუდად „აგდებს“, რის გამოც მაცივარი ნაადრევად შეიძლება გაფუჭდეს.
- კარების შუასადების შემოწმება არ დაგავიწყდეთ. ისიც საპნიან ხსნარში დასველებული ჩვრით ან ძველი კბილის ჯაგრისით 6 თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა გაწმინდოთ.
რჩევა: შუასადების ჰერმენტულობა რომ შეამოწმოთ, მაცივრის კარი გააღეთ, ქაღალდის ფული დაურთეთ და დაკეტეთ. თუ ფულს ადვილად გამოიღებთ, ეს კარგი არაა – გამოდის, რომ შუასადები დასუსტებულია და გამოცვლა სჭირდება.
როგორ დავტვირთოთ საყინულე?
როცა საყინულე კამერას პროდუქტებით კვლავ გავსებას დაიწყებთ, კედელთან მჭიდროდ და ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ მოათავსოთ. ჰაერის მოძრაობისთვის თავისუფალი სივრცე დატოვეთ. ასე ცივ დამწვრობას თავიდან აიცილებთ და თანაბარ გაყინვას ხელს შეუწყობთ.
თუ პროდუქტებს კონტეინერებში ინახავთ, ბადე კალათები ან კონტეინერები ნახვრეტით გამოიყენეთ, რომ მათში ჰაერი მოხვდეს.