Connect with us

ყვავილები

როგორ გავზარდოთ ყვავილები აგარაკზე

გაზაფხული მოაგარაკეების საყვარელი დროა, ის ნაკვეთის გალამაზების საშუალებას გვაძლევს. შეგიძლიათ ყვავილები დარგოთ.

ყვავილების შერჩევასაც თავისი ოსტატობა ესაჭიროება. ძირითადად პოპულარულ მცენარეებს ირჩევენ რადგან ისინი ყვავილობენ დიდხანს და თვალსაც ახარებენ. თუმცა სხვა გზაც არსებობს: აიღეთ იშვიათი მცენარეების თესლი და კოლორიტული, ორიგინალური ნათესი გააკეთეთ.

ამ სტატიაში ეკზოტიკური ყვავილების არჩევანს წარმოგიდგენთ.

ცრუ პალმა

ბევრი მეყვავილესთვის ჯერ კიდევ უცნპობი მცენარეა. ის უპრეტენზიოა და ქვიშაზეც კი ყვავის. ყვავილი ეფექტურად გამოიყურება ყვავილნარის ცენტრში. შეგიძლიათ ის ხეების გარშემოც დარგოთ.

ყვითელი ასტრა

ასტრა უდავოდ ალამაზებს თქვენს ბაღს. მის ყვავილებს ნახევარსფეროს ფორმა აქვთ, იზრდებიან ბუჩქად და მცირე ადგილს იკავებენ. ძალიან ლამაზია მისი მკვეთრი ყვითელი ტონების მქონე ყვავილები. ისინი დიდ ხანს გაგახარებენ. მცენარე რთულ მოვლას არ საჭიროებს, მთავარია მზით უზრუნველყოთ და იშვიათად მაგრამ, უხვად მორწყათ.

წითელი გვირილა

პირეტრუმი ძალიან უხდება და ეხამება იმ მრავალწლოვან მცენარეებს რომლებიც მის სიმაღლეზე იზრდებიან. მათ შორისაა ყვითელი გვირილა და მზეყვავილა. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა ტონები გამოიყენოთ.

ევროპული უძოვარა

ეს ყვავილი შესანიშნავად ეხამება მაგნოლიას ან ზარს. ის შეგიძიათ იასამნის ბუჩქთანაც დარგოთ. მაღალი ბუჩქი მცენარეს მზისგან დაიცავს.

არსებობს მისი ბევრი სახეობა. შედარებით საინტერესოა “კანარის ჩიტი” (Canary Bird), “ლიმონის დედოფალი” და “ფორთოხლის პრინცესა. ამ სახეობებს ყვითელი და ფორთოხლისფერი ტონები აქვთ.

ჰიბრიდული იასამანი

ნამდვილი აღმოჩენაა წინა პლანის ყვავილნარისთვის. აყვავებისას ის ყვავლების ხალიჩას გავს. მას ბევრი ტონი და შეფერილობა აქვს. შეიძლება წითელ, ცისფერი, თეთრ და იასამნისფერი ფერის ბუჩქებსაც შეხვდეთ. მასთან შეგიძლიათ ალისუმი და ზამბახი დარგოთ. მას ვერტიკალური გამწვანებაც მოუხდება.

გირჩევთ ყვავილები – ყვავილობის პერიოდების მიხედვით შეარჩიოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.