Connect with us

ჯანმრთელობა

სწორი რაციონი პოდაგრას დროს

პოდაგრის ჩამოყალიბება ორგანიზმში შრადმჟავის დაგროვება და მათი თირკმელების დახმარებით ორგანიზმიდან გამოსვლის შეფერხებაა. პოდაგრის კლინიკური გამოვლინება – გამწვავებული ართრიტი და თირკმელების დარღვევებია. როგორც წესი ეს პრობლემა მამაკაცებს აწუხებთ, თუმცა დღესდღეობით დაავადება ქალბატონებშიც გვხვდება.

როგორ გავიუმჯობესოთ მდგომარეობა პოდაგრის დროს

პოდაგრის დროს ორგანიზმში დაგროვილი შარდმჟავა სახსრებში მარილების გაჩენას იწვევს. სწორედ მათ გამო ჩნდება ტკივილი რომელიც 1 საათიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ კი ქრება. თუ ეს არ მოხდა, დაავადება ქრონიკული ხდება და პოდაგრულ ართრიტს იწვევს.

როგორც წესი მარილების დაგროვება დიდ თითში იწყება, უფრო სწორედ მის საბაზისო სახსარში და ეს იმდენად ძლიერ ტკივილებს იწვევს, რომ მასთან შეხებაც კი შეუძლებელია. სახსარი შესამჩნევად სივდება და წითლდება ან იასამნისფერდება.

ჩვეულებრივ პოდაგრის შეტევები სასუნთქი გზების ინფექციების, ქირურგიული ჩარევების და ტრამვების შემდეგ იწყება.

მარილების ლოკალიზაციის მეორე ადგილი – ხელის მტევნებია. ხელებზე არაესთეტიური ამობურცულები ჩნდება.
შარდმჟავა თირკმელებშიც აჩენს მარილებს და ასე ჩნდება თირკმლის კოლიკი.

პოდაგრის მქონეთათვის თერაპიის მთავარი მეთოდი დიატეა, მას სისხლიდან შარდმჟავა გამოჰყავს.

კვება პოდაგრის დროს

მარილებისგან გათავისუფლება არც ისე იოლია. მისგან თავის დასახნელად მხოლოდ დიეტა არ კმარა. მთავარია შემდეგი მოთხოვნები გაითვალისწინოთ:

  • დღიური რაციონი 3-4 ნაწილად გაყავით
  • ყოველ თვე ჭარბი წონის 1-2 კგ მოიშორეთ, სანამ ოპტიმალურ მაჩვენებლამდე არ მიხვალთ.
  • გამწვავებისას დღეში 3 ლიტრი სუფთა წყალი დალიეთ, რემისიის დროს 2 ლიტრამდე.
    მიირთვით ტუტე მინერალური წყალი ურატების გამოდევნის მიზნით.
  • არც იშიმშილოთ და არც ზედმეტად დანაყრდეთ.

რომელი საკვები პროდუქტები უნდა გამორიცხოთ

რაციონიდან ამოიღეთ პურინების და შარდმჟავის წარმომქნელი პროდუქტები: ყველა სუბპროდუქტი, შებოლილი პროდუქტი, ძეხვეული, ხორცეულის სოუსები და კონსერვები, ბულიონები, ცხიმიანი ხორცით დამზადებული წვნიანები, ცხოველური ცხიმები, შპროტი, სარდინები, მარილიანი თევზი, პარკოსნები, პირშუშხა, მდოგვი, წიწაკა, კაკაოს ცხიმის შემცველი პროდუქტები, ყველი, მჟაუნა და ისპანახი, ძმარი და დაფნის ფოთოლი.

არაა სასურველი სპირტიანი სასმელების მოხმარება. 7 დღეში ერთხელ მოხარშული ხორცი დასაშვებია, ასევე თევზიც.

აუცილებელი საკვები

მიირთვით პროდუქტები რომლებიც ხელს უშლიან შარდმჟავის წარმოქმნას და პურინები გამოჰყავთ ორგანიზმიდან: ყველა რძისა და რძემჟავა პროდუქტი, პურ-ფუნთუშეული, კვერცხი, წიწიბურა, თხილი და კაკალი, შვეიცარიული ყველი, პომიდორი და კიტრი.

ჭარბი წონის დროს რაც შეიძლება ნაკლები კალორია უნდა მიიღოთ. ასეთი პაციენტებისთვის განტვირთვის დღეები ინიშნება, როდესაც ისინი უმ ბოსტნეულს, ხილს, ტუტე მინერალურ წყალს და წვენებს ირებენ. აქცენტი კეთდება პროდუქტზე რომელთა შემადგენლობაშიც ასკორბინის მჟავა და В1 ვიტამინი შედის.

ვიტამინი В1-ს შეიცავენ შემდეგი პროდუქტები: ქერი, შვრია, სატაცური, კარტოფილი, თავთავი. ასკორინის მჟავას შეიცავენ: ციტრუსები, კომბოსტო, პომიდორი, შავი მოცხარი, ასკილის ნაყოფი, წითელი წიწაკა.

ხალხური მედიცინა

პოდაგრის წინააღმდეგ ხახვი, ალოე და ნიორია ეფექტური

როგორ მოვამზადოთ: დავჭრათ 1/2 ბოლქვი ხახვი და 5 კბილი ნიორი. ავიღოთ ალოეს ფოთოლი და ცოტა ფუტკრის ცვილი (მწყერის კვერცხის ზომის), ყველა ინგრედიენტი ქვაბში ჩავდოთ. დავამატოთ 1 სუფრის კოვზი დამდნარი კარაქი და 1 წუთით ცეცხლზე დავდგათ. გადმოვიღოთ ქვაბი ქურიდან და კარგად ავურიოთ. გავაგრილოთ, მასა ბინტზე დავიტანოთ და კომპრესი გავიკეთოთ. დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში.

ხახვის, ნიორისა და მოცვის ნარევი

როგორ მოვამზადოთ: წვრილად დაჭერით 300 გრამი ხახვი, 200 გრამი ნიორი და 0.5 კგ წინასწარ დაჭყლეტილი მოცვი. საგულდაგულოდ აურიეთ და დახურულ ჭურჭელში, ბნელ ადგილას 24 საათით გააჩერეთ. შემდეგ 1 კილოგრამი ნატურალური თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნარევი დღეში სამჯერ მიიღეთ, 1 ჩაის კოვზი, კვებამდე 15-20 წუთით ადრე.

სტაფილო
დღეში მინიმუმ 100 გრამი სტაფილო მიიღეთ. გახეხეთ სტაფილო წვრილ სახეხზე – 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთთან შეურიეთ და ისაუზმეთ.

თალგამი
მოხარშეთ თალგამი, დაჭყლიტეთ ფაფის მიღებამდე და პრობლემურ სახსარზე დაიდეთ.