Connect with us

ჯანმრთელობა

ენდოკრინოლოგის რჩევა : 6 მავნე პროდუქტი ფარისებრი ჯირკვლისთვის

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ორგანიზმის ძალიან მნიშვნელოვანი და სათუთი ორგანოა. მისი მუშაობის დარღვევა ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია, მათ შორის არასწორ კვებას. თუ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, აჯობებს ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისგან თავი შეიკავოთ.

ზღვის კომბოსტო და სხვა წყალმცენარეები

წყალმცენარეებში ბევრი იოდია. თითქოს ეს ძალიან კარგია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის! ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადებისას ენდოკრინოლოგი პირდაპირ კრძალავს მათ მიღებას. თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავხდებები არ გაწუხებთ აჯობებს მათ მირთმევას მაინც სიფრთხილით მოეკიდოთ, რათა მათში შემავალმა იოდმა ბალანის არ დაგირღვიოთ.

ჩვეულებრივი კომბოსტო

კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო – სასარგებლო და გემრიელი ბოსტნეულია, რომელიც სამწუხაროდ ასევე არღვევს იოდის ბუნებრივ ბალანსს. თუმცა არსებობს კარგი ამბავიც: ფარისებრი ჯირკვლისთვის საშიში მხოლოდ უმი კომბოსტოა, დამყშავებული კი სრულიად უსაფრთხოა.

სოიო

პირველ რიგში სოიოსა და მისგან დამზადებული პროდუქტებისგან თავი იმ ადამიანებმა უნდა შეიკავონ რომლებიც ჰორმონებს იღებენ: კვლევებმა აჩვენეს, რომ ჭამიდან 1 საათის განმავლობაში ორგანიზმის ჰორმონებს აღარ ითვისებს. ამიტომ თუ ფარისებრი ჯირკვლის რაიმე სახის დარღვევა გაქვთ, უარი თქვით სოიოსა და მის პროდუქტებზე, მათ შორის სოიოს რძესა და სოუსებზეც.

გლუტენი

ბევრმა კვლევამნ აჩვენა კავშირი ცელიაკიასა და ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთ დაავადებას შორის. ამ კვლევებმა ისიც აჩვენეს, რომ თუ პაციენტი უგლუტენო დიეტაზე დგება მისი მდგომარეობა უმჯობესდება. მართალია ექიმები ჯერ არ ითხოვენ პაციენტისგან, რაციონიდან გლუტენის სრულად ამოღებას მაგრამ, შეიძლება მათი წილი საგრძნობლად შემცირდეს და მოხდეს ორგანიზმის რეაქციაზე დაკვირვება.

თევზის ზოგიერთი სახეობა

ხმალთევზა, სკუმბრია, თინუსი – აჯობებს ამ თევზებზე უარი თქვათ. საქმე იმაშია, რომ ეს თევზები ბევრ ვერცხლისწყალს შეიცავენ, რომელიც ქიმიური შემადგენლობით იოდს გავს და მას ფარისებრი ჯირკვალი აქტიურად შთანთქავს, შესაბამისად ის დიდი ხნით ყოვნდება და გროვდება ორგანიზმში. ორგანიზმში ვერცხლისწყლის დიდი შემადგენლობა ძნელებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების გამომუშავებას და იზრდება ავტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკი.

შაქარი

თუ ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული რომელიმე დაავადება დაგიფიქსირდათ აჯობებს ტკბილეულის მოხმარება შეზღუდოთ. როგორც წესი ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები ჩვენს ორგანიზმს დიაბეტისთვის უფრო იოლად მოწყვლადს ხდის, ხოლო შაქარი – დამატებითი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება ამ დაავადების რისკი კიდევ უფრო გაზარდოს!