Connect with us

ჯანმრთელობა

საშვილოსნოს ყელის სიმსივნე: 9 სახიფათო სიმპტომი

საშვილოსნოს ყელის სიმსივნე საუკუნეების მანძილზე ყველაზე გავრცელებული დაავადება იყო რომელმაც უამრავი ქალის სიცოცხლე მოსპო. ყველაფერი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში შეიცვალა, როდესაც ბერძენმა ექიმმა გეორგიოს პაპანიკოლაუმ უჯრედების შესწავლის ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც დღეს პაპ-ტესტის სახელით არის ცნობილი. ეს საკმაოდ მარტივი მეთოდია რომელიც სპეციალური ჯაგრისის მეშვეობით საშვილოსნოს ყელიდან უჯრედების მცირე რაოდენობას აგროვებს და შემდეგ მათი შესწავლა მიკროსკოპის საშუალებით ხდება. ამ ტესტის გამოგონებამდე საშვილოსნოს დიაგნოსტირება მხოლოდ ქირურგიული ოპერაციით იყო შესაძლებელი. ტესტის გამოგონების შემდეგ სიკვდილიანობა ორჯერ შემცირდა.

მნიშვნელოვანია ანალიზების რეგულარულად ჩაბარება, რადგან ჯანმრთელი უჯრედის სიმსივნურ უჯრედად გადაქცევას რამდენიმე წელი ჭირდება.

საშვილოსნოს ყელის სიმსივნე ყველაზე გავრცელებული 35-55 წლის მონაკვეთშია და იშვიათად ემართებათ 20 წელზე ნაკლები ასაკის მქონე გოგონებს. ქალბატონების უმეტესობა მენოპაუზის შემდეგ გინეკოლოგთან სიარულს თავს ანებებს, რაც არასწორი ნაბიჯია, რადგან მიუხედავად მედიცინის განვითარებისა ქალები ამ დაავადებისგან კვლავ იღუპებიან.

ხშირ შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამომწვევი მიზეზი პაპილომა ვირუსის ონკოგენური შტამია. საბედნიეროდ 600 შტამიდან მხოლოდ 2 შტამია საშიში და 80% შემთხვევებში ქალის იმუნიტეტი მათ დამარცხებას ახერხებს.

რისკის დამატებითი ფაქტორები

  • მოწევა
  • მრავალჯერადი მშობიარობა
  • ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მოხმარება
  • შიდსი

პაპილომა ვირუსის საშიში შტამები ძირითადად სქესობრივი გზით გადადის. კონდომების გამოყენება მათგან 100%-ით არ გვიცავს თუმცა რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს!

საშვილოსნოს ყელის სიმსივნის 9 სიმპტომი

საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ადრეული სიმპტომები შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ:

1. სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ
2. სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ
3. სისხლდენა მენსტრუაციებს შორის
4. სისხლდენა დაბანის შემდეგ
5. სისხლდენა გინეკოლოგთან ვიზიტის შემდგომ
6. უფრო რთული და უფრო ხანგრძლივი თვიური
7. უჩვეულო გამონადენი
8. ტკივილი სექსუალური აქტის დროს
9. ტკივილი მენჯის არეში

თუ რომელიმე სიმპტომი შენიშნეთ ნუ დაპანიკდებით, ეს არ ნიშნავს, რომ სიმსივნე გაქვთ, შეიძლება ეს ყველაფერი სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, თუმცა უმჯობესი იქნება თუ ექიმთან ჩაეწერებით მიღებაზე და თავს დაიზღვევთ შემდგომი გართულებებისგან!

სიმსივნე განაჩენი არ არის! მით უმეტეს ადრეული დიაგნოსტირებისას. რეგულარული დისპანსერიზაცია მრავალი წლის განმავლობაში კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.