Connect with us

ჯანმრთელობა

სამკურნალო არომათერაპია: ციტრუსების ჯადოსნური არომატი

ციტრუსის ზეთები აქტიურად გამოიყენება არომათერაპიაში. მათ წარმატებით იყენებენ გონებრივი გადაღლის, გონების გაფანტვის, აპათიისა და დეპრესიის დროს. მათი დახმარებით შეიძლება შრომისუნარიანობის გაზრდა, ჰორმონალური დარღვევების გადალახვა და ა.შ.

ციტრუსის არომატი ხელს უწყობს სწორ სუნთქვას და აუმჯობესებს კონცენტრაციას. ამასთანავე შეიძლება სრულიად გაქრეს კისრისა და თავის არეში არსებული სპაზმი. ციტრუსის არომატები მამაკაცებსაც მოსწონთ და ქალბატონებსაც, ამიტომ მათ ხშირად იყენებენ სხვადასხვ პარფიუმერულ ნაწარმში.

ლიმონის არომატი ეფექტური მატონიზირებელი საშუალებაა: ებრძვის დაღლას, აუმჯობესებს განწყობას.

ფორთოხლის არომატი – ნაზი, ტკბილი სურნელი გამამხნევებელი ეფექტით. მას ბევრი თერაპევტული თვისება გააჩნია, არომატი საკმაოდ რბილია ბავშვებისთვის.

ბერგამოტის არომატს დადებითი გავლენა აქვს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე: აქვს მატონიზირებელი და განწყობის ასამაღლებელი ეფექტი, გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში, გვაძლევს ძალას და არ იწვევს ზედმეტ გადატვირთვას.

მანდარინის არომატული ზეთის რამდენიმე წვეთს ორმხრივი ლტოლვის გამოწვევა შეუძლია.

სამფოთოლა პონცირუსი ხსნის უარყოფისა შიშს. მოქმედებს როგორც ნერვული სისტემის ტონუსში მომყვანი საშუალება, აქრობს უძილობას. პატარა ბავშვებისთვის მისი მიღება აკრძალულია!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.