ჯანმრთელობა
8 საუკეთესო მცენარე შინაგანი პარაზიტების მოსაშორებლად
პარაზიტები პატარა, საზიზღარი ორგანიზმები არიან, რომლებიც შეიძლება თქვენი ორგანიზმის შიგნით გაიზარდონ და თავად ამის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდეთ! ეს პარაზიტები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემებს იწვევენ და მსოფლიოში არსებულ ბევრ დაავადებაში სავსებით შეგიძლიათ დაადანაშაულოთ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სპეციფიკური თერაპიის გამოყენების წინ პაციენტმა პარაზიტების არსებობა უნდა შეამოწმოს. იგივე ეხება ბაქტერიებს და სოკოებს. ამ სტატიაში სიტყვა „მცენარეში“ გაერთიანებულია ნებისმიერი ბალახი ან სანელებელი, რომელიც პარაზიტების მოშორებაში დაგეხმარებათ.
ნიორი
ნიორი – მცენარე „ყველაფრის ანტი“, რა თქმა უნდა, საქმე ეხება ვირუსებს, სოკოებს, პარაზიტებს და სიმსივნეს. ვამპირებიც კი ნიორს ვერ იტანენ, ასე არაა? მცენარე უჩვეულო არომატს ფლობს, რომელიც სახიფათო პათოგენებს ანადგურებს. ნიორი ორგანიზმიდან მძიმე ლითონების გამოდევნას ხელს უწყობს. ჯადოსნური ბალახი დააფრთხობს ისეთ სისხლისმწოველ პარაზიტებს, როგორიცაა ტკიპები, რწყილები და კოღოები.
შავი ნიგოზი
შავი ნიგოზი სისხლს და ნაწლავებს შესანიშნავად წმენდს. ამასთან სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებაა. შავი ნიგვზის წვენი პარაზიტების გასანადგურებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
აბზინდა
აბზინდა – მრავალწლიანი ბუჩქი ღია მოყვითალო-მომწვანო ყვავილებით. ფიტოთერაპიაში აბზინდის ფოთლები და ყვავილები კუჭის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება. აბზინდა ნაწლავური ჭიების სამკურნალოდ კარგად მუშაობს. მისი გამოყენება ორსული ქალებისა და მეძუძურე დედებისთვის არ შეიძლება. მისი ანტიმიკრობული ეფექტი ინფექციების სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება.
მიხაკი
მიხაკის ეთერზეთი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ ჭიების კვერცხებს ანადგურებს. ის ერთადერთ საშუალებად ითვლება, რომელსაც პარაზიტების კვერცხების სრულად განადგურება შეუძლია. მიხაკი შავ ნიგოზთან და აბზინდასთან ერთად კიდევ უფრო ეფექტურია. მას ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. მისი ზეთი ანტიმიკრობული თვისებების ფართო სპექტრს ფლობს.
ბეგქონდარა
ერთ-ერთი საუკეთესო მცენარე, რომელიც შეგიძლიათ თიმუსის ჯირკვლის სტიმულირებისთვის გამოიყენოთ. ბეგქონდარა ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვის სისტემას ააქტიურებს და ექინაცეასთან კომბინაციაში ეფექტურია. ბეგქონდარას ზეთი საზიზღარი პარაზიტების ზრდას აფერხებს და ნაწლავების მიკროორგანიზმებს ანადგურებს.
თავშავას ეთერზეთი
ის ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით მდიდარია და თავისუფალი რადიკალებით დაზიანებას აფერხებს. ზეთი ანტიპარაზიტული, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების გამო გამოიყენება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავშავას ზეთი შეიძლება ეფექტური იყოს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, დაწყებული პარაზიტული ინფექციებით და დამთავრებული სიმსივნით.
ჩინური კოპტისი
ტრადიციული ჩინური საშუალება ინფექციების, მათ შორის ბაქტერიული, პარაზიტული და რძიანას სამკურნალოდ. კოპტისის ნაერთი, ბერბერინი დიდ ანტიმიკრობულ პოტენციალს ფლობს.
დიატომიტი
საკვები ქვისცარცი მეთილის, ვერცხლისწყლის, E.Coli-ს, ენდოტოქსინის, ვირუსის, პესტიცედების ფოსფორორგანული ნარჩენების და მედიკამენტების სინთეტიკური ნარჩენების შთანთქმა შეუძლია. ის ნაწლავების პარაზიტებს ანადგურებს, ნაწლავების ფლორას არეგულირებს, ვირუსებს კლავს და ტოქსინებს შთანთქავს. ქვისცარცი ნაწლავების გამწმენდ შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა ფრთხილად იყავით, შესუნთქვის დროს ფილტვებს აღიზიანებს, რადგან ფხვნილის სახით გვხვდება.