სხვა
მარტივი საშუალება, რომელიც ხანგრძლივი პერიოდით დაიცავს ავეჯს დამტვერტვისგან
ეს მარტივი საშუალებები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, არა უბრალოდ ეფექტურად აშორებს მტვერს ავეჯს, არამედ ადეზინფიცირებს ზედაპირს და ხანგრძლივი პერიოდით იცავს მას დამტვერვისგან.
გარდა იმისა, რომ დაბინძურებული ავეჯი ნაკლებად სასიამოვნო შესახედია, მტვერი, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება, საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც, რადგან სასუნთქი გზების გავლით ის ორგანიზმში ხვდება, აღიზიანებს ფილტვებს და იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
მარტივი საშუალება მინიმალური დანახარჯით
ავეჯის გასაწმენდი ეს საშუალება შედგება მხოლოდ ორგანული ინგრედიენტებისგან. ის მარტივად აშორებს მტვერს, ჭუჭყსა და სიბინძურეს, უბრუნებს პირვანდელ ფერს ხის ავეჯს და ანიჭებს მათ საოცარ ბზინვარებას. განსხვავებით თანამედროვე ბაზარზე შემოთავაზებული პროდუქტებისგან, მოცემული საშუალება არ შეიცავს აგრესიულ ქიმიურ ნივთერებებს, რომლებიც საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ზეითუნის ზეთი – ჩვენი დღევანდელი რეცეპტის ძირითადი ინგრედიენტი, რომელიც არაჩვეულებრივად ნიღბავს მცირე ზომის ნაკაწრებს ავეჯზე, იცავს ხის, მეტალისა და მინის ზედაპირს დაზიანებისგან.
ლიმონის ეთერზეთი – მისთვის დამახასიათებელია სასიამოვნო სუნი და არომატი, გამოირჩევა ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით. ლიმონის ეთერზეთი რამდენჯერმე ზრდის ჩვენი ნატურალური საშუალების ეფექტურობას. გარდა ამისა, ის ანადგურებს ალერგენებს, რომლებიც საზიანოა ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.
თეთრი ძმარი – მოცემული პროდუქტი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირის დეზინფიცირებისთვის. ეს ეკოლოგიური საშუალება არაჩვეულებრივად წმენდს ჩვენს ავეჯს დაგროვებული მტვრისგან და ჭუჭყისგან. ნატურალური მჟავები, რომელთაც თეთრი ძმარი შეიცავს, ანადგურებს ნებისმიერი სახის დაბინძურებას და ქმნის ისეთ გარემოს, რომელშიც პათოგენურ მიკოორგანიზმებს ზრდა-გამრავლება არ შეუძლიათ.
როგორ მოვამზადოთ ავეჯის გამწმენდი ნატურალური საშუალება?
თითოეული ინგრედიენტი აბსოლიტურად ნატურალური და ხელმისწავდომია. მათი კომბინირებით მიღებული ძალიან ეფექტური საშუალება არ უქმნის საფრთხეს ჩვენს კანსა და სასუნთქ გზებს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მაღაზიის დახლებზე შემოთავაზებულ პროდუქციაზე.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი (15 გრამი)
- 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის ეთერზეთი (3 გრამი)
- 1/4 ჭიქა თეთრი ძმარი (62 მლ)
- დაახ. 300 მლ წყალი
- სპრე-ბოთლი
- მიკრობოჭკოვანი ქსოვილი
მომზადების წესი:
1. ზეითუნის ზეთი ჩაასხით სპრე-ბოთლში და დაამატეთ ლიმონის ეთერზეთი.
2. კარგად შეანჯღრიეთ შიგთავსი და ამის შემდეგ ჩაამატეთ თეთრი ძმარი და წყალი.
3. კიდევ ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ ბოთლის შიგთავსი.
4. ავეჯის გასაწმენდი ძალიან ეფექტური და უსაფრთო საშუალება მზად არის!
გამოყენების წესი:
1. მიაპკურეთ მზა საშუალება თქვენს ავეჯს, დატოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე წუთით და შემდეგ გაწმინდეთ ზედაპირი მიკრობოჭკოვანი ქსოვილით.
2. გაიმეორეთ პროცედურა, თუ ავეჯზე მცირეოდენი მტვერი და ჭუჭყი დარჩება.
3. მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხის, ასევე ტყავისა და მინის ზედაპირისთვის.
ამ მარტივი პროცედურის წყალობით თქვენი ავეჯი ახალივით იბრწყინებს და ხანგრძლივი პერიოდით იქნება დაცული დამტვერვისგან. როგორც უკვე გითხარით, მოცემული საშუალება აბსოლიტურად ნატურალურია და მისი ეფექტურობა ეჭვგარეშეა! ცადეთ და ამაში თავად დარწმუნებით… თუ მოგეწონათ ჩვენი რჩევა, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!