Connect with us

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის რეცეპტები: ნიორი თაფლთან ერთად ძალების აღსადგენად

გრიპის ან ანგინის შემდეგ (ზოგჯერ რთული ვირუსული ინფექციის შემდეგ) ორგანიზმი საკმაოდ ძლიერ სუსტდება. მოთენთილობა, სწრაფი დაღლა, ძილიანობა, აპათია – ცუდი თანამგზავრები არიან, რომლებიც უნდა მოიშოროთ. მაგრამ როგორ?

ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ ნივრის და რძის ნახარში თაფლის დამატებით. ნივრის მსხვილი თავი გაასუფთავეთ, 300 მლ რძე დაასხით და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ ნიორი არ დარბილდება. რძიანი ნახარში გადაწურეთ, 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 2-4 კვირის განმავლობაში დალიეთ.

ამავე მიზნით გამოიყენეთ ნივრის ღვინო: 100 გრ ნიორი გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ, 1 ბოთლი „კაგორა“ დაასხით და ბნელ ადგილას 20 დღე დააყენეთ. რეგულარულად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ ღვინო დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ეს საშუალება ათეროსკლეროზის სამკურნალოდაც გამოიყენება.

ამ საშუალებების გამოყენება არ ღირს, თუ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია გაქვთ, ასევე ორსულობის, თირკმლის, პანკრეატიტის, გასტრიტის მწავე ანთებითი დაავადებების, გაზრდილი მჟავიანობის ფონზე კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.