Connect with us

ჯანმრთელობა

მნიშვნელოვანია! ქოლესტერინის შემცირება ტიბეტური რეცეპტით

ქოლესტერინის ჭარბი დონე ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს ორგანიზმში ლიპიდური ცვლის დარღვევასთან არის დაკავშირებული.

ტიბეტური მედიცინა გირჩევთ შემდეგ რეცეპტებს:

  • 5-6 ს/კ შვრიის მარცვლებს 1 ლ წყალი დაასხით, 15-20 წუთით აადუღეთ და დღეში 1 ჭიქა ნახარში ჭამის შემდეგ დალიეთ.
  • შვრიის კისელი: კისელის უამრავი რეცეპტი არსებობს. ყველაზე მარტივ რეცეპტს გთავაზობთ. 4 ჭიქა დაქუცმაცებულ შვრიის მარცვლებს 8 ჭიქა წყალი დაასხით. თბილ ადგილას 1 დღე (შეგიძლიათ 12 საათი) გააჩერეთ. ამის შემდეგ კარგად აურიეთ და გადაწურეთ. მიღებული ხსნარი ცეცხლზე დადგით და მუდმივი მორევით 2-3 წუთით ადუღეთ. შვრიის მარცვლების ნაცვლად შეგიძლიათ ჰერკულესის ფანტელები გამოიყენოთ. თუ გგონიათ, რომ კისელი გასქელდა, კიდევ 1-2 ჭიქა წყალი დაუმატეთ და დამატებით 8-10 წუთით ადუღეთ. 1 ჭიქა კისელი ჭამის შემდეგ დალიეთ.

კურსი 1 თვე გააგრძელეთ. შემდეგ ქოლესტერინზე ანალიზი გაიკეთეთ და დარწმუნდით რომ რეცეპტის ქოლესტერინის ნორმამდე შემცირებას ხელს უწყობს.

შვრიის სასმელს შარდმდენი და ამოსახველებელი მოქმედება აქვს. ის სისხლს, სისხლძარღვებს, თირკმლებს და ღვიძლს კარგად წმენდს.

  • 2 ს/კ შვრიას 200-300 გრ წყალი დაასხით და 5 წუთით ადუღეთ, ამის შემდეგ 2 ს/კ რძე და 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ადუღეთ. 1-2 ს/კ ნახარში ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ, 1 თვის განმავლობაში დალიეთ.

ასეთი ნახარში გადატანილი ჰეპატიტის ან ქოლეცისტიტის დროს სასარგებლოა.