Connect with us

მოდა და სტილი

ეს ქალი 65 წლისაა და დღემდე ბიკინიში გადაღებებისთვის ფულს უხდიან

საცურაო კოსტიუმების რეკლამა ხშირად სექსუალურ ფორმებზეა აგებული, მაგრამ ამ მშვენიერი სურათიდან ჩანს, რომ აუცილებელი არაა ყოველთვის ასე იყოს. ახალგაზრდა მოდელები ერთადერთნი არ არიან, ვისაც მსგავს რეკლამაში გადაღება შეუძლია. ამას იაზემინა როსი ამტკიცებს.

რთული დასაჯერებელია, მაგრამ იაზემინე მოდელი, მხატვარი და ფოტოგრაფი უკვე 65 წლისაა.

ის საფრანგეთში 1955 წელს დაიბადა და კორსიკის კუნძულზე გაიზარდა!

ახლა კი მალიბუში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობს, სადაც მოდელად, მხატვრად და ფოტოგრაფად მუშაობს.

ეს ფოტოები საცურაო კოსტიუმების ონლაინ მაღაზიის The Dreslyn-ის და თეთრეულის სახლის Land of Women-ის სარეკლამო კამპანიის ნაწილია.

ბრუკ ტეილორ კორსია, Dreslyn-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ კოლექციის მიზანი ჰიპერსექსუალური იმიჯიდან თავის დაღწევა იყო.

მან მოდელად როსი აირჩია, რადგან: „ეს ქალი ჯანმრთელობით და სასიცოცხლო ძალებით ასხივებს. ის თავდაჯერებულია, მხატვარია და საკუთარ თავს ყურადღებას აქცევს”.

ეს ხაზი იმ  ადამიანებისთვისა, რომლებმაც ცხოვრება და სამყაროს შეცნობა მოასწრეს, ვისაც ინტელექტი და ყოველმხრივ გამოვლენილი თავდაჯერებულობა აქვს“.

როგორ ახერხებს 65 წლის ასაკში ასე კარგად გამოიყურებოდეს?

„აქ არანაირი საიდუმლო არაა – ამბობს ის. – უბრალოდ ყოველთვის ნატურალურ საჭმელს ვჭამდი – იქამდე დიდი ხნით ადრე, სანამ მოდელი გავხდებოდი“.

„ასევე კანზე ზეთს რეგულარულად ვისვამ. თმაზე რაფსის ზეთით ვიზელ. კვირაში ერთხელ ზეითუნის ზეთის და წვრილი შაქრის ნარევით კანს ვიქერცლავ. ყოველდღე 1 ავოკადოს, ნატურალურ ხორცს და თევზს ვჭამ“.