სხვა
რატომ უნდა დარგოთ ბოლოკი სტაფილოს რიგში და როგორ გავაკეთოთ ეს სწორად
სტაფილოს მარცვლები საკმაოდ დიდ დროს ანდომებენ გაზრდას, მათ ყოველთვის სარეველა ბალახი ასწრებს და თქვენს ბოსტნეულს სწორად განსავითარებლად ადგილი აღარ რჩება. ამ პრობლემის მოგვარებაში ბოლოკი დაგეხმარებათ. სტაფილოს დათესვისას, სტაფილოს თესლის შემდეგ, ყოველ 10-20 სანტიმეტრში ბოლოკის 1-2 მარცვალი ჩააგდეთ. ამისთვის ბოლოკის ნებისმიერ სახეობა გამოგადგებათ, თუმცა აჯობებს ისეთი აირჩიოთ რომლის ვეგეტაციის პერიოდი 1 თვეს არ აღემატება.
ეს მეთოდი სტაფილოს ადრეული თესვისას გამოგადგებათ – აპრილის ბოლომდე. თუ სტაფილოს დათესვას უფრო მოგვიანებით ფიქრობთ, მაშინ ბოლოკი სალათის ფურცლებით ჩაანაცვლეთ. არ დაგავიწყდეთ უხვად მორწყვა, რადგან სტაფილოს, ბოლოკსა და სალათის ფურცლებს ძალიან უყვართ ტენი.
დათესვა კვერცხის ყუთებში
ზოგიერთი მებაღე სტაფილოსა და ბოლოკს კვერცხის ყუთებში თესავს. თითოეულ უჯრას მიწით ნახევრამდე ავსებენ და 2-3 სტაფილოს მარცვალს ყრიან. ამ საშუალებას პლუსებიც აქვს და მინუსებიც:
პლუსები: მოსახერხებელია, ხდება თესლის ეკონომია, უფრო მარტივად იზრდება მცენარე, არ მრავლდება სარეველა ბალახი.
მეორე მხრივ ასეთ თესვას დიდი დრო მიაქვს. კარდონი ფესვებს ბოლომდე გაზრდის საშუალებას არ აძლევს ამიტომ ის ხშირ მორწყვას საჭიროებს კარდონის დასარბილებლად და გასახსნელად.
სინჯეთ ეს მეთოდები თქვენს აგარაკზე და დატკბით უხვი მოსავლით!