Connect with us

ჯანმრთელობა

ეს ნატურალური საშუალება ორგანიზმს აახალგაზრდავებს და ჰორმონალურ ფონს აღადგენს

მცენარეული ზეთების მიღებაზე უკეთესი არაფერია. ისინი არა მხოლოდ იმუნიტეტს აძლიერებენ, არამედ ორგანიზმს აახალგაზრდავებენ, კუჭის და ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებენ. დღეს ზეთების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზეთია – კედრის ზეთი.  მისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, უნდა იცოდეთ, თუ რა რაოდენობით და როგორ უნდა მიიღოთ.

როგორ მივიღოთ სწორად კედრის ზეთი: რჩევები

ეს პროდუქტი ყველასთვის უსაფრთხოა, რადგან ღირებულ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს. როგორც ნებისმიერი სხვა ზეთი, მის შემადგენლობაში შედის E ვიტამინი, მაგრამ 4-5-ჯერ უფრო მეტი რაოდენობით! ეს ვიტამინი კი ორგანიზმის გაახალგაზრდავებაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ბევრი სხვა პროცესების მუშაობაზეა პასუხისმგებელი.

კედრის ზეთის შემადგენლობაში ასევე შედის რამდენიმე სახეობის მჟავა, მათ შორის ლინოლეურის მჟავა. მჟავები ონკოლოგიურ და სხვა სახის დაავადებებს აფერხებენ, შაქრის და ქოლესტერინის დონეს ამცირებენ და ნივთიერებათა ცვლებს აჩქარებენ. კედრის ზეთში აღმოჩენილია B ჯგუფის რამდენიმე ვიტამინი, რომლებიც მთელ ორგანიზმზე ზემოქმედებას ახდენენ – აახალგაზრდავებენ და ნაადრევ დაბარებას აფერხებენ, ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენენ.

კედრის ზეთის სასარგებლო თვისებები:

  • იმუნიტეტს ზრდის
  • ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს
  • მავნე მიკრობებს და ბაქტერიებს ანადგურებს
  • კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აუმჯობესებს
  • კანს, თმას და ფრჩხილებს აძლიერებს
  • სახსრებზე, ძვლებსა და მყესებზე დადებით გავლენას ახდენს
  • გულს და სისხლძარღვებს აძლიერებს
  • ონკოლოგიურ დაავადებებს აფერხებს
  • შარდსასქესო ორგანოების და თირკმლების დაავადებებს კურნავს
  • ჰორმონალურ ფონს აღადგენს
  • სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს
  • უნაყოფობას, იმპოტენციას კურნავს

როგორ მივიღოთ კედრის ზეთი სწორად?

როგორც უკვე ვთქვით, კარგი შედეგის მისაღებად პროდუქტი გარკვეული სქემით უნდა მიიღოთ. დოზირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრობლემის გადაჭრა გსურთ.

  • იმუნიტეტის გაძლიერება და პროფილაქტიკა – ზეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. პროფილაქტიკის კურსი 1-2 თვე.
  • კუჭის და ნაწლავების დაავადებების დროს – 1 ჩ/კ ზეთი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე დილით, უზმოზე დალიეთ. ასევე, 1 ჩ/კ ზეთი საღამოს, ძილის წინ დალიეთ. წყალი ან სხვა სითხე არ დააყოლოთ! ასეთი მკურნალობა 3 კვირა გააგრძელეთ, შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და სურვილის შემთხვევაში კურსი კვლავ გაიმეორეთ.
  • ათეროსკლეროზის დროს – ყოველდღე 30 წვეთი პროდუქტი, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე, შემდეგ 2-3 კვირა შეისვენეთ და კურსი რამდენჯერმე გაიმეორეთ.
  • ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესის დროს – 1 ს/კ კედრის ზეთი დღეში 2-ჯერ დალიეთ.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად, სასუნთქი გზების დაავადების დროს – 1 ჩ/კ ზეთი ყოველდღე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
  • ალერგიის სამკურნალოდ – 1 ჩ/კ ზეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

კედრის ზეთი დადებით შედეგს მოგცემთ, თუ კურსის სახით და რეგულარულად მიიღებთ. წელიწადში მაქსიმუმ სამი კურსის ჩატარება არის ნებადართული, ეს სავსებით საკმარისია. ასევე შეგიძლიათ ზეთი კერძებს, მაგალითად სალათებს დაუმატოთ.

ამ ზეთით პროდუქტები არავითარ შემთხვევაში არ შეწვათ, რადგან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით თავის თვისებებს და გემოს ხარისხს კარგავს.

რა თქმა უნდა, კედრის ზეთი შეგიძლიათ გარეგნულად გამოიყენოთ, კანზე, ფრჩხილებზე და თმაში შეიზილოთ. ის შესანიშნავად ატენიანებს და კვებავს, დაბერებას აფერხებს და ყველაზე ძვირადღირებულ კრემს ჩაგინაცვლებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ხარისხიანი კედრის ზეთი ყველასთვის სასარგებლო იქნება, ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით დალიეთ – ასე მომავალში შესაძლო პრობლემებს თავიდან აიცილებთ და მთელ ორგანიზმს გააჯანსაღებთ.

კედრის ზეთი: უკუჩვენებები

უამრავი სარგებლის მიუხედავად კედრის ზეთს უკუჩვენება გააჩნია. მასზე შეიძლება ალერგია გქონდეთ. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კედრის ზეთი შეგიძლიათ და უნდა გამოიყენოთ. ექიმები მის გამოყენებას ორსულებსა და ბავშვებსაც ურჩევენ.