Connect with us

ჯანმრთელობა

მალამო ვარიკოზული გაფართოებული ვენების საწინააღმდეგოდ: მცენარეების სამკურნალო ძალა

ტრადიციულად, ვარიკოზის პირველივე ნიშნებზე ჰეპარინზე ან ტროქსერუტინზე დაფუძნებულ გელებს იყენებენ. მათ არაეფექტურს ვერ ვუწოდებთ – ბევრი ქალი შვებას სწორედ ამ საშუალებებში პოულობს. თუ ასე არ გაგიმართლათ და პოპულარული საშუალებები სასურველ შედეგს ვერ გაძლევთ, მაშინ ვარიკოზული გაფართოებული ვენების საწინააღმდეგოდ მცენარეულ ზეთებსა და ექსტრაქტებზე დაფუძნებული მალამო გამოიყენეთ.

მისი მომზადება ცოტა მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ შედეგი აუცილებლად გაგახარებთ.

ინგრედიენტები:

  • 30 გრ ცხენის წაბლის ხმელი ყვავილი
  • 30 გრ თეთრი აკაციის ხმელი ყვავილი
  • 50 მლ შიის კარაქი
  • 100 მლ თხილის ზეთი
  • 10 მლ ქაცვის ზეთი
  • 7 წვეთი პიტნის ეთერზეთი
  • 10 წვეთი კვიპაროსის ეთერზეთი
  • 10 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
  • 10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
  • 8 წვეთი უკვდავას ეთერზეთი

მომზადება:

წაბლის და აკაციის ყვავილების ნახევარი პატარა მინის ქილაში ჩაყარეთ და თხილის ზეთი დაასხით. თბილ, ბნელ ადგილას შეინახეთ და ყოველდღე შეანჯღრიეთ. 10 დღის შემდეგ ყვავილები ახლით ჩაანაცვლეთ. კიდევ 10 დღის შემდეგ ზეთოვანი ნაყენი კაპრონის წინდით გადაწურეთ.

მიღებული ზეთი შიის კარაქს აურიეთ და წყლის ორთქლზე გააცხელეთ, სანამ კარაქი არ გადნება. კარგად აურიეთ. როცა ნარევი გასქელებას დაიწყებს, ქაცვი ზეთი, შემდეგ კი ყველა ეთერზეთი დაუმატეთ.

მალამო ჰერმენტულ მინის ან კერამიკის ქილაში მოათავსეთ. მაღალი ტემპერატურის და მზის სხივებისგან მოშორებით შეინახეთ.

ვარიკოზული გაფართოებული ვენების საწინააღმდეგო ასეთი მალამო დღეში 1-2-ჯერ, რეგულარულად გამოიყენეთ. თუ არა გაფართოებული ვენები, არამედ ფეხების შეშუპება და დაღლილობა გაწუხებთ, შეგიძლიათ ამ მალამოსთან ერთად მასაჟი გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ კვანძოვან სისხლძარღვებზე რაიმე სახის ზემოქმედება აკრძალულია.

ზაფხულში მალამოს შემადგენლობიდან სჯობს ლიმონის ზეთი ამოიღოთ, რადგან მას ფოტოქსიკური ეფექტი გააჩნია.

მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემთხვევაშიც თქვენს ფეხებზე ზრუნვა არ შეწყვიტოთ. სილამაზის, ჯანმრთელობის და სიმსუბუქის შენარჩუნებას მხოლოდ ასე შეძლებთ.