Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ყვავილი და ნახეთ, რას გეუბნებათ შინაგანი ხმა

ჩვენი შინაგანი ხმა ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოკავშირეა. როცა თავდაუჯერებელი ვხდებით და არ ვიცით რა გავაკეთოთ, ყოველთვის შეგვიძლია გამხნევება ან გამოსავალი ვიპოვოთ, თუ შინაგან ხმას მოვუსმენთ.

თუ ცხოვრების ამ მომენტისთვის შინაგანი ხმის რჩევა გჭირდებათ, ეს ტესტი თქვენთვის სასარგებლო იქნება. აირჩიეთ სურათზე მოცემული ყვავილებიდან ერთ-ერთი და ნახეთ, თუ რას გეუბნებათ.

თუ თქვენ აირჩიეთ

ყვავილი № 1

შინაგანი ხმა გეუბნებათ, რომ თქვენთვის უსარგებლო ადამიანებსა და ნივთებზე დროის დახარჯვა შეწყვიტოთ. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ იმას, რაც თქვენთვის ნამდვილად კარგია და საკუთარ გზას გულწრფელად მიყევით.

ყველა ადამიანის სიამოვნება შეწყვიტეთ და კონცენტრირება იმაზე მოახდინეთ, რომ თავად იყოთ ბედნიერი, რადგან ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ შეუპოვრობით და პატიოსნებით მიიღწევა.

ყვავილი № 2

დააფასეთ სიჩუმე და საკუთარ თავს უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ. იმის მიუხედავად, თუ ირგვლივ რამდენი ხალხი გყავთ, ზოგჯერ ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ, ცოტა სიჩუმე და თვითანალიზია, რომ თქვენთვის ამაღელვებელ კითხვებზე პასუხები იპოვოთ და ახალი გზა დაინახოთ.

ცოტა ხნით საკუთარი თავი პირველ ადგილას დააყენეთ. ეს მხოლოდ წაგადგებათ.

ყვავილი № 3

თქვენ ყოველთვის შრომისმოყვარე, მიზანდასახული, მაგრამ ამავდროულად ზედმეტად ამბიციური ადამიანი იყავით, რომ გზაზე შემხვედრი წარმატებები დაგენახათ.

დრო მოვიდა ბეჯითად მუშაობა შეწყვიტოთ და მხოლოდ მადლიერების გრძნობაზე კონცენტრირება მოახდინოთ. თქვენი მიღწევების აღიარების გრძნობა არასდროს დაკარგოთ, რადგან ეს თქვენს წინსვლას განაპირობებს.

ყვავილი № 4

თქვენს გონებას ოცნება და გეგმები სჭირდება. თქვენ რეალობაზე კონცენტირებაზე ხართ მიჩვეული და ხშირად ბევრ რამეს ავტომატურ რეჟიმში აკეთებთ და მხოლოდ მაშინ ხდებით, რომ მათ თქვენთვის არაფერი მოუტანია.

თქვენი გონება და გული მოაწყვეთ და ეცადეთ მიაღწიოთ იმას, რაც ნამდვილად გსურთ. ცოტა იოცნებეთ, მიზნები დაისახეთ და კონცენტრირება სამსახურზე გააკეთეთ.

ყვავილი № 5

შიში თქვენი ყველაზე დიდი მტერია. წარსულ ნეგატიურ გამოცდილებას დაცვის მიზნით ახალი შანსის მიღებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევთ. ყოველდღე მოწყენილი ხართ და ცხოვრების მიმართ უკმაყოფილების გრძნობას განიცდით.

თავისუფლებაზე გამოდით, ყველაფრის თავიდან დაწყების და ბედნიერებისთვის ახალი მიზეზების პოვნის არ შეგეშინდეთ. თქვენს წარსულს ცხოვრების გაკონტროლება და მომავალზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. საკმარისი ძალა გაქვთ, რომ ეს შეცვალოთ. შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

ყვავილი № 6

თქვენ ძალიან მგრძნობიარე და გულუხვი ადამიანი ხართ, რომელიც ბედნიერებას სხვების ბედნიერებასა და წარმატებაში პოულობს. თქვენნაირი ადამიანები სამყაროში ძალიან ცოტაა და დიდ ქებას იმსახურებთ, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ. თუ თავს ცუდად იგრძნობთ, სხვების დახმარებას ვერ შეძლებთ.

სწორედ ამიტომ, საკუთარი თავი გიყვარდეთ და მასზე იზრუნეთ. კარგ ურთიერთობას თქვენც იმსახურებთ.