Connect with us

ყვავილები

როგორ მივიღოთ ჟოლოს უხვი მოსავალი

როდესაც საქმე ჟოლოს მოსავალს ეხება, მიწის ხარისხსა და ამინდზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუმცა არსებობს ნიუანსები რომლებიც ყველა მებაღეს შეუძლია შეასრულოს. ამ სტატიაში გაიგებთ თუ როგორი მოვლა ესაჭიროება ჟოლოს.

1. გამოცდილი მებაღეები თვლიან, რომ მაღალ მოსავლიან ჟოლოს სახეობებს ორმაგი გასხვლა უყვართ. პირველად – ივნისში, იმ ბუჩქებს რომლებმაც 1 მეტრ სიმაღლეს მიაღწიეს თავზე 10 სანტიმეტრს აჭრიან. მეორედ კი შემოდგომაზე სხლავენ – ამ დროს გვერდით წანაზარდებს აჭრიან.

2. ასეთი გასხვლის შემდეგ ჟოლო ნაყოფით გადაივსება, ამიტომ ტოტებს მათი შეკავება გაუჭირდებათ, აუცილებელია მათ საყრდენი გავუკეთოთ. 1,2- და 1,5 მეტრის სიმაღლის მავთულის ვარიანტი საუკეთესო იქნება.

3. გახსოვდეთ, რომ ჟოლოს დასარგავი ადგილი საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს. ბევრი თვლის, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამაღლებული მზიანი ადგილი, რომელიც კარგად არის დაცული ორპირი ძლიერი ქარისგან – იდეალური იქნება ჟოლოს დასარგავად.

4. სახეობის შერჩევაც ჭკვიანურად უნდა მოხდეს. გაითვალისწინეთ ბუჩქნარის როტაცია და შესაფერისი სახეობა შეარჩიეთ, თორემ ჟოლო ნაკლებ მოსავალს მოიტანს და დაჭკნება.

5. ყველას უყვარს ტკბილი ჟოლო, ალბათ გახსოვთ, რომ ეს განსაკუთრებულობა მზის შუქზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამ საკითხში სახეობაც მნიშვნელოვანია. მაგალითად გარეული ჟოლო განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა, თუმცა ზომით ძალიან პატარაა.

6. ჟოლოს მოვლის აპრილის პროცედურები 3 მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს: ბუჩქის დათვალიერება, ახალი მცენარის დარგვა და განოყიერება.

7. ჟოლოს ბუჩქის გაფორმება ადრევე უნდა დაიწყოთ. არსებობს რამდენიმე მოსახერხებელი ხერხი: გააყოლოთ ღობეს, გააბათ მავთული ან გაუკეთოთ სარი ყოველ მათგანს. ეს უკანასკნელი მეთოდი ყველაზე კარგი ვარიანტია გრილი და ნესტიანი ადგილისთვის.

8. სასუქის შერჩევა ნიადაგის დატესტვის შედეგად უნდა მოხდეს.

ეს რჩევები ბევრი გამოცდილი მებაღის მიერ არის გამოცდილი, ისინი ყოველ წელს ჟოლოს უხვ მოსავალს იღებენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს თქვენს დიდი მოსავალი გექნებათ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.