ჯანმრთელობა
პანტოთენის მჟავა: ახალგაზრდობისა და ჰორმონალური ჯანმრთელობის ელექსირი
ვიტამინი В5 მთავარი “სამშენებლო მასალაა” ჰორმონებისთვის, რომლებსაც თირკმელზედა ჯირკვალი წარმოქნის. ამიტომ მისი დონე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის, აქტივობისა და ჰორმონლური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ორგანიზმის მისით შევსება ძალიან იოლია, საჭიროა უბრალოდ სწორად იკვებოთ.
პანტოთენის მჟავის სარგებელი
წვრილ ნაწლავში მოხვედრისას ვიტამინი В5 პანთენონად გარდაიქმნება – ორგანულ შენაერთად, რომელიც მნიშვნელოვანი ნივთიერებების წარმოქმნაში მონაწილეობს. მაგალითად კოენზიმ А-ს წარმოქმნაში და მეტაბოლიზმში. მისი ძირითადი ფუნქციები და სასარგებლო თვისებები:
- ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობას, მხარს უჭერს კორტიზოლისა და მთავარი ჰორმონების მაღალ დონეს
- ქოლესტერინისა და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების სინთეზისას კატალიზატორად იქცევა
- აუმჯობესებს თავის ტვინის სისტემის მუშაობას.
- მხარს უჭერს იმუნურ დაცვას
- ამცირებს ინტოქსიკაციას – ანტიბიოტიკების მიღების დროს
- ხელს უწყობს ახალგაზრდონის შენარჩუნებას და კანის სიმკვრივეს
- აძლიერებს ფოლიუმის მჟავის ათვისებას ორსულობის დროს.
- აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას
პანტოთენის მჟავა მონაწილეობს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების სინთეზში, ის მათ ვიტამინებისგან, მიკროელემენტებისგან და ცილებისგან იღებს.
В5 ვიტამინის მთავარი თვისება – ნეირომედიატორების სინთეზია. ის აღადგენს ნერვული სისტემის და ტვინის უჯრედებს, რომელბშიც იმპულსები და სიგნალები გადიან. ადამიანს რომლის უჯრედებიც ამ მჟავის საკმარის რაოდენობას შეიცავენ – უფრო იოლად უმლავდებიან სტრესულ სიტუაციებს, ნაკლებად ღიზიანდებიან და ნაკლებად აწუხებთ უძილობა, არ აქვთ ხშირი ხასითცვალებადობა, ან შფოთვა.
ძლიერი სისხლდენი ან ანემიის დროს – გემოგლობინი მომატებისთვის ექიმები პანტოთენის მჟავის გაძლიერებულ კურსს ნიშნავენ. მისი მიღება რეკომენდებული კანის დაავადებების (ძლიერი დამწვრობის, ეგზემის, დერმატიტის და ა.შ.) და ზედა სასუნთქის გზების პათოლგიებისას.
ვიტამინი В5-ის უკმარისობის ნიშნები
საშუალო წონის ადამიანს დღე-ღამეში მინიმუმ 6 მგ. პანტოთენის მჟავა ესაჭიროება. აქტიური ფიზიკური დატვირთვისას ეს ნორმა 7-8 მილიგრამამდე იზრდება. ბავშვის აქტიური ზრდისა და განვითარებისთვის დღეში 3-4 მილიგრამი პანტოთენის მჟავაზაც საკმარისია. ამ ძვირფასი ვიტამინის არასაკმარისი მოხმარების შემთხვევაში უსიამოვნო სიმპტომები ჩნდება:
- დეპრესიული მდგომარეობა
- ძილის დარღვევები
- მუდმივი დაღლილობა, ძილიანობა
- ხშირი ღებინება – მიზეზ გარეშე
- ძლიერი თავის ტკივილები ან შაკიკი
- ჩხვლეტები თითებში.
ვიტამინი В5-ის უკმარისობის დროს ნელდება მეტაბოლიზმი. ადამიანი იწყებს წონის მატებას, არ ყოფნის ენერგია სპორტით ან საშინაო საქმეებით დასაკავებლად. ზოგჯერ იგრძნობა ტკივილი კუჭის არეში რაც ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო ჩნდება. რთულ შემთხვევებში -ავიტამინოზის დროს სწორი ნაწლავის წყლული ვითარდება.
კვება ვიტამინი В5-ის უკმარისობის დროს
ექიმების დაკვირვების მიხედვით პანტოთენის მჟავის უკეთ ათვისება В1, В9 ვიტამინებითა და ქოლინის მეშვეობით ხდება. მის ვიტამინ D-სთან, რიბოფლამინთან და ნიაცინთან შეერთებისას მცირდება წონის მატება და ჩქარდება გახდომის პროცესი ჭარბ წონიანობისას.
ამ სასარგებლო ნივთიერების დონე მცირდება მოწევის, სპირტიანი სასმელებისა და კონტრაცეპტივების მიღებისას. მისი დანაკლისის შევსებაში სწორი და მრავალფეროვანი საკვები გვეხმარება. მას შეიცავს ბევრი პროდუქტი, ამიტომ ძალიან იოლია მენიუს შედგენა თუნდაც დიეტისა და ძუძუთი კვების დროს.
- ხორცის სუბპროდუქტები
- ქათმის კვერცხი
- საფუარი
- მდინარის და ზღვის თევზი
- პარკოსნები
- თხილეული (ტყის თხილი, არაქისი)
- წიწბურა და შვრია
- ყვავილოვანი კომბოსტო
პანტოთენის მჟავის ჭარბი დოზით მიღება თითქმის შეუძლებელია. ის თირკმელში შედის და შარდით გამოიდევნება, ისე რომ ორგანიზმს არანაირ ზიანს არ აყენებს.
პანტოთენის მჟავის უდიდესი მნიშვნელობა ორგანიზმისთვის, დიდი ხანია დამტკიცებულია. ვიტამინი В5-ის ყოველდღიურად, საკმარისი რაოდენობით მიღების შემთხვევაში იმუნიტეტი და ნერვული სისტემა გაგიძლიერდებათ, ვერ დაგემუქრებათ სტრესი და გადაღლა.