Connect with us

ჯანმრთელობა

ტვინის სავარჯიშო: 7 სტრატეგია გონებრივი მოქნილობის გასაზრდელად

გონებრივი მოქნილობის გასაზრდელად ყოველდღე საკუთარი ტვინი გამოიწვიეთ: ახალი ქცევით გააოცეთ, რომ ის არ გაჩერდეს და სტიმულირება არ შეწყვიტოს. გონებრივი შესაძლებლობის გაზრდაში ვარჯიშები დაგეხმარებათ.

„გონების მოქნილობა“ გასაოცარ კოგნიტურ პროცესებს გულისხმობს, რომლებიც გააზრების და ლოგიკური დასკვნების სწრაფად მიღებაში დაგეხმარებათ. მასში შედის შემოქმედება, ანალიტიკური აზროვნება და ბევრი სხვა მოქმედება, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო ხარისხიანს გახდის და ჩვენს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.

ყველა ეს პროცესი მონაცემები არაა და მხოლოდ ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი არაა.

პირიქით, ამ შემთხვევაში საქმე უნარების ათვისებას ეხება, რომელიც შეგიძლიათ საკუთარ თავში განავითაროთ და რომელიც ასაკის მატებასთან ერთად არ დაიკარგება. ოღონდ ამისთვის ყოველდღე საკუთარ თავთან უნდა იმუშაოთ და მოერგოთ იმას, რაც თქვენს ირგვლივაა.

ჩვენ უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.

ზუსტად ისე, როგორც ფიზიკურ ვარჯიშს დროს ვუთმობთ ან სავარჯიშო დარბაზში მივდივართ, ტვინიც უნდა „გავავარჯიშოთ“. ყოველდღე რამდენიმე წუთით მარტივი სტრატეგიების შესრულება ტვინის ნახევარსფეროების ურთიერთმოქმედებას ხელს შეუწყობს, ახალი ნეირონების კავშირს შექმნის და ნელ-ნელა გონებრივ მოქნილობას გაზრდის.

1. თვალდახუჭულმა ტანსაცმელი ჩაიცვით და გაიხადეთ

მაშინაც კი, თუ ამას დღეში მხოლოდ ერთხელ გააკეთებთ, აუცილებლად სცადეთ: თვალდახუჭულმა ჩაიცვით და გაიხადეთ.

თავიდან ეს სისულელე გეგონებათ, მაგრამ სინამდვილეში ასე ყველაზე მოულოდნელ პროცესებს რთავთ, რომლებიც:

  • მოძრაობის კოორდინაციას აუმჯობესებენ;
  • მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების ურთიერთკავშირს და ზემოქმედებას აძლიერებენ;
  • მოტორულ უნარებს ავითარებენ;
  • დაგეხმაროთ დახატოთ ე.წ. „გონებრივი რუკა“ ღილებს შორის არსებულ დისტანციებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა შეიკრათ ელვა და სად გაუყაროთ ხელი.

ეს მარტივი ვარჯიში შეასრულეთ, მაგრამ უსაფრთხოება არ დაგავიწყდეთ: სჯობს ვარჯიში ლოგინში დაწოლილმა გააკეთოთ და არა ფეხზე მდგომმა.

2. სავარაუდო და ზუსტი უნარების თამაში

გონებრივი მოქნილობის გასაზრდელად ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა გაიაზროთ: ეს ნებისყოფას მოითხოვს. თავიდან შეიძლება მარტივ დროის გატარებად მიიჩნოთ, მაგრამ ტვინი ამის გამო მადლობას გეტყვით.

ტვინს ჩვეული რიტმის დარღვევა და ახალი სტიმულები უყვარს.

სავარაუდო და ზუსტი უნარების თამაში ყოველდღიური ამოცანაა, რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას, ანგარიშს და გამოთვლას მოითხოვს.

  • ჩემს ოფისში რამდენი კიბეა?
  • ავტობუსში…დღეს რამდენმა ჩაიცვა შავი ტანსაცმელი?
  • რამდენი გამოვა, თუ ჩამავალი მანქანის ნომრის ბოლო ორი ციფრს დავაჯამებ?
  • რამდენიმე წამი გავა, სანამ შუქნიშანზე მწვანე ფერი აინთება?

3. ყოველდღე 5 ახალი უცხო სიტყვა ისწავლეთ

მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ უცხო ენას აირჩევთ. ყოველდღე შეგიძლიათ ახალი ენა აირჩიოთ. გონებრივი მოქნილობის გასაზრდელად ყოველდღე 3-5 ახალი სიტყვის სწავლა კარგი იქნება.

ასე არა მხოლოდ ლინგვისტურ პოტენციალს გაზრდით, არამედ ახალი ნეირონების ქსოვილების ფორმირებას ხელს შეუწყობთ, რომელიც თქვენი კოგნიტური რეზერვი გახდება და დროთა განმავლობაში ღირსეულად გამკლავებაში დაგეხმარებათ.

4. ჩვეული თანმიმდევრობა შეცვალეთ ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა გაქვთ

რუტინა ტვინის ყველაზე ძლიერი მტერია. ტვინი მოწყენილია, როცა არაფერი ახალი არ ხდება, ის ავტომატურ რეჟიმზე გადის, ანუ არ მუშაობს.

მაშინ, როცა კოგნიტური პროცესები იზღუდება, როცა მოქმედება ყოველთვის ერთი და იგივეა, როცა შემოქმედების, თავისუფლების და პირადი სიამოვნების ადგილი არ რჩება, ჩვენ არასასურველ შედეგებს ვიღებთ: მეხსიერების დაკარგვა, კონცენტრაციის დაქვეითება, ნელი რეფლექსი და ა.შ.

იდეალური იქნება, თუ ყოველდღე 1-2 საათს საკუთარ თავს დაუთმობთ. ეს ჩვენი გონების და გრძნობებისთვის საჩუქარი იქნება.

5. ილაპარაკეთ, მოუსმინეთ, იკამათეთ და დასკვნები გააკეთეთ

სოციალური კონტაქტები, პოზიტიური ურთიერთობა, დიალოგი – ყველაფერი ეს უნარების ჰორიზონტების გაფართოებაში დაგეხმარებათ. სოციალურ აქტივობას შეიძლება ჩვენი გონებრივი მოქნილობის ბენზინი ვუწოდოთ.

ასე ინფორმაციის სწრაფად დამუშავებას შეძლებთ, მის დაფასებას ისწავლით და ამავდროულად საკუთარი აზრიც ჩამოგიყალიბდებათ.

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად კამათს მხოლოდ ნეგატიური შედეგი არ აქვს, რადგან ტყუილად არ ამბობენ, რომ კამათში ჭეშმარიტება იბადება, ანუ გონება უფრო მახვილი ხდება.

უფრო ყურადღებიანი ვხდებით, უკუკავშირი, თავდაჯერებულობა იზრდება. ჩვენ ემოციების გაკონტროლებას ვსწავლობთ.

ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამეს შეიძლება ვუწოდოთ ბრძნული, ხოლო პატივსაცემი და მახვილგონივრული კომუნიკაცია საკმაოდ გვხვდება.

6. დღიური იქონიეთ

ბევრი ადამიანისთვის დღიურის ქონა უკვე ცხოვრებისეულ აუცილებლობად იქცა. მათ საკუთარი ფიქრების, იდეების და გამოცდილების ქაღალდის ფურცელზე გადატანა სჭირდებათ.

ეს უბრალო ჩანაწერები არაა. მოქმედებების ქრონოლოგიური აღდგენა გონების ნამდვილი თერაპიაა.

ასე საკუთარი იდეების სიტყვაში, ხოლო გამოცდილებების მთელ ფრაზაში გარდაქმნას ვსწავლობთ.

ჩვენი ფიქრები უფრო მოქნილი, მოძრავი და აქტიური ხდება. საკუთარ თავში ჩახედვა გამოხატვისთვის არხის პოვნას ხელს უწყობს და შემდეგ ეს ყველაფერი ტვინს უბრუნდება.

ასე შემოქმედებითი შესაძლებლობის განვითარება ხდება. რაც უფრო ბევრს ვწერთ, წერის სურვილი მით უფრო ძლიერდება. ეს ღია კარს ჰგავს, რომელიც სხვადასხვა გზის დანახვის საშუალებას გვაძლევს, რომელთა გავლა და შესწავლა ჯერ კიდევ მოგვიწევს.

7. ყოველდღე ისეირნეთ

ჩვენი სხეული გონებასთან ყოველთვის ჰარმონიაშია. სხეული, რომელიც დაიღალა, სტრესს განიცდის, გონებას უფრო აუხეშებს.

ადამიანი ყურადღებას ფრაგმენტულ და ქაოტურ ასპექტებზე ამახვილებს, რის გამოც შემოქმედებითი შესაძლებლობის განვითარება ფერხდება. ჩვენ კი სულ სხვა რამ გვჭირდება: მოდუნება და კონცენტრირების უნარი, რაც ჩვენი სხეულის საზღვრებს სცილდება.

სასეირნოდ გადით, მოდუნდით! ასე სულის, გულის და გონების დამშვიდებას შეძლებთ. მოძრაობით ჩვენი გონება თავისუფლებას გრძნობს. ეს სუფთა ქიმიურ დონეზე ხდება: ტვინი ბევრ ჟანგბადს და უფრო მეტ მკვებავ ნივთიერებებს იღებს.

თუ ნამდვილად მოქნილი გონება გსურთ, საკუთარ თავში ინვესტიციები უნდა ჩადოთ: დრო გამოყავით და დაე, თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს ახლის შეცნობის ნება და მოტივაცია, რომ თავი ნამდვილად კარგად იგრძნოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.