Connect with us

ჯანმრთელობა

10 პროდუქტი რომლებიც მწეველობის დაძლევაში დაგეხმარებათ

სიმსივნისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მთავარ მიზეზს ხშირ შემთხვევაში მოწევა წარმაოდგენს. თუ მოწევას დაიწყებთ, თქვენს ორგანიზმს ნიკოტინისადმი დამოკიდებულება გაუჩნდება და მისგან ტავის დაღწევა ძალიან გაგიჭირდებათ. ამ სტატიაში რამდენიმე პროდუქტს წარმოგიდგენთ რომლებიც ამ პრობ ლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ბოსტნეული

ხრაშუნა სტაფილო, ნიახური, ბროკოლი, კიტრი – ეს პროდუქტები თქვენში მოწევის სურვილს ცაკლავენ. მათი მეშვეობით სიგარეტს საზიზღარი გემო გაუჩნდება.

მუქი შოკოლადი

დაგეხმარებათ სიგარეტზე დამოკიდებულების დამარცხებაში.

კოჭას ფესვი

ძალიან ეფექტური საშუალებაა სიგარეტის მოთხოვნილების დასაძლევად. დააქუჩმაცეთ კოჭას ნაჭერი, აურიეთ 1 კოვზ შაქართან და მიირთვით. ეს სიგარეტის არსებობას დაგავიწყებთ.

მოეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

ისინი ხელს უწყობენ სიგარეტის მიერ გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემცირებას. აუმჯობესებენ სისხლძარღვების მდგომარეობას. ომეგა-3-ით მდიდარია სელის და ჩიას თესლი, ველური ორაგული, სოიოს მარცვლები.

ფორთოხალი

თუ გსურთ მოწევას ტავი სწრაფად დაანებოთ, დაიწყეთ მეტი ფორთოხლის წვენის მიღება ან მეტი ფორთოხალი ჭამეთ რადგან ის მდიდარია С ვიტამინით. სიგარეტი თქვენ მთელს С ვიტამინს გართმევს, ხოლო დეფიციტს ნიკოტინი ავსებს.

მარილიანი საკვები

მარილიანი საკვები მოწევის სურვილს აქრობს. ყოველ ჯერზე როცა მოწევა გინდებათ, ცოტაოდენი მარილი დაიყარეთ ენაზე ან რამე მარილიანი შეჭამეთ.

პომიდორი

პამიდვრის სუნი სიგარეტისადმი მიმზიდველობას აქრობს. პომიდვრის წვენსაც იგივე ეფექტი აქვს რაც მოწევას, ალბათ იმიტომ, რომ ისინი ერთ ოჯახს მიეკუთვნებიან.

ნიგვზეული

მოწევა შეიძლება ორალურ ფიქსაციას მივაკუთვნოთ, თუ თხილს ღეჭავთ – თქვენი პირი დაკავებულია, რაც ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალებაა.

შვრია

როდესაც ადამიანი მოწევისთვის თავის დანებებას იწყებს, მის ორგანიზმში შაქრის დონე ეცემა, რასაც ძლიერ თავის ტკივილებამდე და თავბრუსხვევამდე მივყავართ. შვრია ზალიან სასარგებლო ინგრედიენტია, რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ნიკოტინის მოხმარებას.

რძე

რძე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. 1 ჭიქა რძე – მოწევის სურვილს უკვალოდ გააქრობს გარკვეული დროის განმავლობაში.