Connect with us

ჯანმრთელობა

6 დაავადება, რომელსაც ნემსიწვერა კურნავს

ნემსიწვერა უბრალოდ ლამაზი ყვავილი არაა. მას გააჩნია მთელი რიგი სამკურნალო თვისებები: ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო, ასევე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი.

1. ჰიპერტონია

  • 1 ჩ/კ ნემსიწვერას ფესვებს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  • 3-4 საათით გააჩერეთ და გადაწურეთ.
  • ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 2-3-ჯერ, საკვების მიღებებს შორის დალიეთ.

2. ოტიტი

  • ნემსიწვერას ფოთლები წვენის მიღებამდე გასრისეთ.
  • გასრესილი ფოთლები ყურში ჩაიდეთ, შეიხვიეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ.

3. გასტრიტი, კოლიტი

  • 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნემსიწვერას ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე 3-5 წუთით გააჩერეთ.
  • 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ.
  • 1 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღეთ, სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

4. ყელის დაავადებები

  • 1 ს/კ ნემსიწვერას ფოთლებს 1 ჭიქა წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 20-30 წუთით დააყენეთ.
  • ანთების პირველი ნიშნების დროს ყელში გამოივლეთ.

5. ნერვული წიკი

  • ნემსიწვერას ფოთლები მტკივნეულ კუნთებზე დაიდეთ და ბეწვიანი შარფით შეიხვიეთ.
  • როცა ფოთლები დაჭკნება, ახლით შეცვალეთ.

6. ჩიყვი

  • 2 მუჭა ნემსიწვერას ფოთლები დაჭერით, მინის ბოთლში ჩაყარეთ და 0,5 ლ არაყი დაასხით. ბნელ ადგილას 30 დღე გააჩერეთ, პერიოდულად აურიეთ.
  • გადაწურეთ, ჩენჩო გაწურეთ და გადაყარეთ.
  • 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ. ერთი კურსის განმავლობაში შეგიძლიათ 2 ბოთლი დალიოთ. 1 თვიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.