Connect with us

ჯანმრთელობა

5 გავრცელებული მითი ორსულობის შესახებ

ორსულობა და ბავშვის გაჩენა ბევრი ოჯახის საოცნებო მომენტია, მაგრამ, ამ პროცესების გარშემო ძალიან ბევრი მითი არსებობს. ამ სტატიაში 5 მათგანს გავარჩევთ.

25 წლის წლის შემდეგ უკვე გვიანია ბავშვის გაჩენა

ექიმების აზრით, მშობიარობისთვის ოპტიმალური საშუალო ასაკი 35 წელია, თუმცა კარგი ჯანმრთელობის და ძლიერი ორგანიზმის ქონის შემთხვევაში ეს ასაკი შეიძლება 40 ან 40+ ასაკამდეც გაიზარდოს. ყველაფერი თქვენი და თქვენი პარტნიორის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაჯდეთ და 40 წელს დაელოდოთ. აჯობებს თქვენი ჯანმრთელობისა და ბავშვის გაჩენის მზაობის მიხედვით იმოქმედოთ!

უნაყოფობა – ცხოვრების წესის ბრალია

ხშირად ამბობენ, რომ უნაყოფობა არასწორი ცხოვრების წესის ბრალია. თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებიც სპორტით არიან დაკავებული, იკვებებიან სწორად მაგრამ, მაინც უჩნდებათ უნაყოფობის პრობლემა. სასიხარულო ინფორმაცია იმაში მდგომარეობს, რომ ექიმები ამ პრობლემის მოგვარებაში ნამდვილად დაგეხმარებიან!

უნაყოფობა – ქალის პრობლემაა

არსებობს კიდევ ერთი მითი იმის შესახებ, რომ თუ წყვილს შვილი არ უჩნდება ეს ქალის ბრალია. ექიმები უკვე დიდი ხანია კონკრეტული ციფრებით საუბრობენ. 45% შემთხვევებში პრობლემა მამაკაცის მიზეზით ჩნდება, 15% შემთხვევაში კი ეს პარტნიორების შეუვთავსებლობით არის გამოწვეული. უშვილობა ქალის მხრიდან მხოლოდ 40% შემთხვევებში გვხვდება, ამიტომ თუ ამგვარ პრობლემას წააწყდით, გამოკვლევას ორივე მხარე საჭიროებს.

ორსულობა უარმავ შეზღუდვასთან არის დაკავშირებული

ხალხი ფიქრობს, რომ ორსულმა ქალმა უარი უნდა თქვას სპორტზე, სექსზე, სტანდარტულ კვებაზე, ყავასა და კიდევ ბევრ ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე. ზოგჯერ მსგავს რეკომენდაციებს მართლაც იძლევა ექიმი თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია. ერთადერთი რაც ყველასთვის იკრძალება ეს – მავნე ჩვევები და ჰიპერაქტიურობაა!

მომავალმა დედამ ორი ადამიანის საკვები უნდა მიირთვას 

ძალიან სახიფათო მითია! სინამდვილეში ორსულების დროს აუცილებლად უნდა აკონტროლოთ წონა და არ გადააჭარბოთ ნორმებს რომელიც ექიმმა დაგინიშნათ. რაც მეტია წონა, მით უფრო რთულია ორსულობაც და მშობიარობაც. ჭარბი კილოგრამები კი ბავშვზე კი არა ქონზე გადადის, რომელიც მშობიარების შემდეგ ნადვილად არსად წავა და ბავშვის გაჩენის პირველ წლებში მისი მოცილება მართლაც გაგიჭირდებათ.

ყველა მითი ორსულობის შესახებ აუცილებლად გადაამოწმეთ ექიმთან! ნუ უსმენთ რჩევებს რომლებსაც საჭირო განათლების არ მქონე ადამიანები გაწვდიან.