Connect with us

ჯანმრთელობა

ორგანიზმის წმენდა ტოქსინებისგან. მინიმუმ 5 წლით გაახალგაზრდავდებით

ყველა შევეჩვიეთ დილა-საღამოს კანის, თმისა და სხეულის გასუფთავებას, მაგრამ, გვავიწყდება რომ ჩვენი შიდა ორგანოებიც საჭიროებენ დაგროვილი შლაკებისა და ტოქსინებისგან გასუფთავებას. ხალხი ხშირად მიმართავს სააფთიაქო საშუალებს ან ხალხურ მედიცინას, რადგან ფიქრობენ – 1 ჭიქა სამკურნალო სასმელი მათ ორგანიზმს სამუდამოდ გაწმენდს. მინდა გითხრათ, რომ ამ ფუნქციას თავად ორგანიზმის ასრულებს, თან შესანიშნავად, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც კუჭ- ნაწლავის ტრაქტის ან შარდის გამომყოფი სისტემის რომელიმე ორგანო გაქვთ დაზიანებული. აი ასეთ შემთხვევაში ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებისთვის დახმარება ესაჭიროება.

დღეს მოგცემთ რჩევებს, რომლებიც ჩვევად უნდა გაიხადოთ, რათა ორგანიზმს დეტოკსიკაციასთან გამკლავებაში დაეხმაროთ. ამგავარად არ შეგეშინდებათ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემების, არც კანის დაავადებების, არც თავის ტკივილის ან დაღლილობის! სხვათაშორის ეს უკანასკნელი, იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი ძალიან დიდი ენერგიას ხარჯავს მავნე კომპონენტების გამოდევნისთვის!

ორგანიზმის წმენდა ტოქსინებისგან

ტოქსინების უმეტესობა თირკმელებიდან გამოიდევნება. ამ ორგანოს დაბინძურებაზე შეშუპება, ფეხების სიმძიმე, ცივი ოფლი და თირკმლის არეში ტკივილები მიგვანიშნებს. მათ უკეთ მუშაობაში დასახმარებლად საკვებში ბოსტნეულისა და ხილის მოხმარება გაზარდეთ. ისინი ბევრ წყალს და კომპონენტებს შეიცავენ, რომლებიც ტოქსინების გამოდევნას უწყობენ ხელს.

თირკმელები

თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების ქონის დროს ექიმები გვირჩევენ:  რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული, ხილი და კენკრა მიირთვათ. განსაკუთრებით საზამთრო. ასევე სვით ახლადგამოწურული წვენებიც!

ღვიძლი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ჩვენს ორგანიზმში. ცხიმხსნადი ტოქსინები ჯერ ღვიძლში მუშავდებიან, შემდეგ კი თირკმელებით გამოიდევნებიან. თუ ამ ორგანოს მუშაობაში გაქვთ დარღვევები, ეს ნიშნავს, რომ მავნე ნივთიერებები არ გამოიდევნებიან და მთელს ორგანიზმში მოძრაობენ.

ღვიძლის დასახმარებლად აუცილებლად მიირთვით ბევრი მწვანილი, განსაკუთრებით ოხრახუში და სალათის ფოთლები. ნუ მოიხმართ სასმელსა და სიგარეტს.

ნაწლავი

თანამედროვე საკვების, განსაკუთრებით კი ნახევარ ფაბრიკატების ბევრი კომპონენტი ნაწლავის კიდეებს ეკვრის. მისი გაწმენდა ისეთი ბოსტნეულის მოხმარებით შეიძლება როგორიცაა: ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი და ისპანახი. ასევე ზომიერად დალიეთ მწვანე ჩაი, ის არა მარტო გაწმენდაში არამედ გახდომაშიც დაგეხმარებათ.

კუჭქვეშა ჯირკვალი

ეს ორგანო რატომღაც ხშირად გვრჩება ხოლმე ყურადღების მიღმა. სულ ტყუილად!!! ის ხელს უწყობს ორგანიზმში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას და აკონტროლებს მას! მისი ტოქსინებისგან გასაწმენდად დილა ანანასით და ციტრუსით დაიწყეთ (ზომიერად). გაზარდეთ იმ ბოსტნეულის პორცია რომლებიც В ჯგუფის ვიტამინებს შეიცავენ: ოსპი, ისპანახი და სატაცური.

ამ რეკომენდაციების გათვალიწინებით თქვენი ორგანიზმი გათავისუფლდება ტოქსინებისგან და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი მუშაობა. მთავარია ყოველდღე გამოიყენოთ მითითებული პროდუქტი და დალიოთ ბევრი წყალი. აჯობებს წინასწარ იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე ვიდრე უყურადღებობით გაჩენილ დაავდებებს უმკურნალოთ!