Connect with us

ჯანმრთელობა

9 მინიშნება ყავის დოზის შესამცირებლად

მეცნიერებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ, ყავის დალევა სრულიად დასაშვებია, თუმცა მათთვისაც არსებობს კოფეინის გარკვეული დოზა, რომელსაც აჯობებს არ გადააჭარბოთ.

კოფეინის დასაშვები დოზა დღეში 400 მილიგრამია, ეს კი 4-5 ჭიქა ყავას უდრის. ისიც გაითვალისწინეთ, რომ კოფეინს ყავის გარდა სხვა პროდუქტებიც შეიცავენ, მაგალითად, ჩაი, შოკოლაი, კაკაო, ტკივილგამაყუჩებლები და ა.შ.

მოდით უკეთ გავერკვიოთ რა მიგვანიშნებს კოფეინის ჭარბ დოზაზე.

1. უძილობა

ძილის უკმარისობა – ორგანიზმის კოფეინით გადატვირთვის პირველი სიგნალია. ყავა ფსიქოსტიმულატორია და ის ორგანიზმზე გავლენას 14 საათის განმავლობაში ახდენს. ღამე ხშირი გაღვიძებაც სწორედ მისი ბრალია. ძალიან ძნელია ყავაზე უარის თქმა მაგრამ, ეს საჭიროა ძილის რეჟიმის აღსადგენად. აჯობებს შუადღის შემდგე ყავა აღარ მიიღოთ!

2. გაღიზიანებადობა

ხშირად ვარწმუნებთ თავს, რომ ყავა გვამშვიდებს, თუმცა ამერიკელი მეცნიერები დარწმუნებულნი არიან – კოფეინი არ აწყნარებს, პირიქით – აძლიერებს ნერვულ აღგზნებადობას, არ გაძლევთ ნორმალურად გამძინების საშუალებას, ასუსტებს კონცენტრაციას და ზრდის აგრესიის დონეს. თუ სტრესულ სიტუაციაში ხართ, ყავის დალევას აჯობებს – სუნთქვითი ვარჯიშებით ან მედიტაციით დაკავდეთ!

3. კუჭთან დაკავშირებული პრობლემები

ყავაში შემავალი ზოგიერთი ნაერთი, კუჭის წვენის გამოყოფის გააქტიურებას იწვევს და შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს, ამიტომ აჯობებს 1 ჭიქა ყავას, რამდენიმე ჭიქა წყალი დააყოლოთ.

4. გულის რითმის აჩქარება

ზედმეტი კოფეინის მიღებისას გულისცემა საგრძნობლად ჩქარდება. ეს განსაკუთრებით შეამჩნევი მაშინ არის თუ ალკოჰოლსა და ნიკოტინსაც მოიხმართ. გული სწორი რითმის დასაბრუნებლად ამ სასმელზე უარის თქმა მოგიწევთ.

5. უმიზეზო პანიკა

ყავა აჩქარებს ნერვული სისტემის მუშაობას. ამის გამო არა მარტო იოლად გაღიზიანებადები ვხდებით, არამედ ხშირად გვიჩნდება უმიზეზო პანიკის შეგრძნება.

6. თავის ტკივილები

გარკვეული დოზით, კოფეინი ტკივილს ხსნის, ამიტომ მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ პრეპარატებში. თუმცა მისი ხშირი და დიდი დოზით გამოყენება დამოკიდებულებას იწვევს, რასაც თავის ტკივილები და ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება მოსდევს.

ეცადეთ ნელ-ნელა შეამციროთ ყავის დოზა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტისგანაც შეიკავოთ თავი.

7. კანის დაბერება

ყავაში ძალიან დიდი რაოდენობით შედის გლიკაციის პროდუქტები. ეს კანისა და სისხლძარღვების დაბერების პროცესს აჩქარებს, ასუსტებს კუნთებს. თუ შენიშნეთ, რომ კანის მდგომარეობა გაგიუარესდათ, აჯობებს ყავის რაოდენობა საგრძნობლად შეამციროთ!

8. მომატებული არტერიული წნევა

დაბალწნევიანებისთვის ყავა კარგია, თუმცა მათთვის ვისაც მაღალი წნევები აწუხებს – საშიშროებას წარმოადგენს. მისი მოხმარებისას კორტიზოლის გამოყოფა იწყება რაც თავის მხრივ ადრენალინის მომატებას იწვევს, სწორედ ის გვაძლევს მატონიზირებელ ეფექტს.

მართალია ადრენალინი 15-20 წუთი მოქმედებს, მაგრამ, კორტიზოლი სისხლში რამდენიმე საათი რჩება და ნერვულ დაძაბულობას ასტიმულირებს, გმატებთ მადას და გიწევთ წნევას! თუ შენიშნეთ, რომ წნევა ხშირად გაწუხებთ, აჯობებს ამოიღოთ ყავა თქვენი რაციონიდან და ჯანმრთელობას უფრო სერიოზული პრობლემები აღარ შეუქმნათ!

9. კბილების ფერთა ცვლილება

რაც მეტ ყავას მოვიხმართ, მით უფრო იცვლება ემალის ფერი! თუ კბილები გაგიყვითლდათ ან ყავისფერი ნალექი გაუჩნდა, აჯობებს ყავის ჭარბ მოხმარებას თავი დაანებოთ.