ჯანმრთელობა
უნივერსალური გელი ალოე ვერასგან
ალოე ვერა – ერთე-ერთი ყველაზე გასაოცარი მცენარეა. ასეულ წელზე მეტია რაც მას მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში აქტიურად იყენებენ. მისი გელი კანში, წყალზე 4-ჯერ სწრაფად აღწევს, ატენიანებს, აახლაგაზრდავებს და აახლებს კანს, ხსნის გაღიზიანებას, გვეხმარება აკნეს დროს, ამცირებს ქერტლს და თმის ცვენას.
ამ სტატიაში სასარგებლო გელის მომზადებას გასწავლით, საკუთარი ხელით, ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე!
ალოეს დამატენიანებელი გელი
დაგჭირდებათ:
- ალოე ვერას ფოთლები
- სურვილისამებრ 500 მილიგრამი С ვიტამინი – ფხვნილის სახით
- სურვილისამებრ 267 მილიგრამი – E ვიტამინი
- ძველი დანა
- ჩაის კოვზი
- გასტერილებული შუშის ქილა
მომზადება:
1. კარგად დაიბანეთ ხელი. გამოიყენეთ სუფთა ინსტრუმენტები რათა გელი არ დაბინძურდეს.
2. მოაჭერით ალოეს რამდენიმე დიდი ფოთოლი (რომელბიც მიწასთან ახლოს იზრდებიან). თუ ახალგაზრდა მცენარე გყავთ, ძალიან ფრთხილად იყავით, რათა ზედმეტად ბევრი ფოთოლი არ მოაჭრათ და არ დააზიანოთ ის.
3. ფოთლის მოჭრის შემდეგ დაინახავთ, რომ მისგან ბევრი მუქი-ყვითელი ფისი წვეთავს. 15 წუთით ფოთოლი წყალში ჩადევით ვერტიკალურად რათა გამაღიზიანებელი ფისი ბოლომდე ჩამოიცალოს.
4. გამოიყენეთ ბასრი დანა ფოთლისგან მწვანე ნაწილის სრულად მოსაშორებლად. თუ ფოთოლი გრძელია ან ფართო ის წინასწარ რამდენიმე სეგმენტად შეგიძლიათ დაჭრათ.
5. ისღა დაგვრჩენია გამჭვირვალე, რბილი გელი კოვზის მეშვეობით შევაგროვოთ და შუშის ქილაში გადავიტანოთ.
6. მოგროვილი გელი სასურველია ბლენდერში ათქვიფოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ის ოდნავ მომწაროა მაგრამ, შეგიძლიათ პირის ღრუს დასამუშავებლად ან თუნდაც (მცირე დოზით) შესაჭმელად გამოიყენოთ.
7. ეს გელი კანისთვისაც გამოიყენეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მისი შენახვის ვადა 7-10 დღეს არ აღემატება! იმისთვის, რომ მან თავისი თვისებები ხანგრძლივად (2-3 თვე) შეინარჩუნოს – შეგიძლიათ С ან Е ვიტამინი დაუმატოთ. მეოთხედ ჭიქა გელზე 500 მილიგრამი С ვიტამინის ფხვნილი ან 267 მილიგრამი – Е ვიტამინი დაგჭირდებათ.
8. გელი შეგიძლიათ კანის დატენიანების ან სხვა კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლადაც გამოიყენოთ.
სცადეთ 1/2 ჭიქა ალოესა და 1/4 ჭიქა ქოქოსის ზეთის არევა, რათა სამკურნალო, დამატენიანებელი მასაჟის ლოსიონი მიიღოთ.