ჯანმრთელობა
კალანჰოე – სამკურნალო მცენარე, რომელიც თირკმლების ტკივილს აქრობს
მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტის, ცისტიტის დროს პაციენტის მტკივნეულ მდგომარეობას პიტნის, გვირილას, ჟოლოს და სალბის სამკურნალო ჩაის თბილი სასმელი შეგიმსუბუქებთ.
კალანჰოე ცხელი რძით უფრო კარგ შედეგს იძლევა, განსაკუთრებით თირკმლების არეში ძლიერი ტკივილის დროს.
100 გრ კალანჰოეს ფოთლები დაჭერით და 1 ლ რძე დაასხით, 20 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. მიღებული ფაფა რამდენჯერმე გადაწურეთ. ცხელი საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ.
თირკმლების მუშაობის დარეგულირებაში კალანჰოეს სიროფი ასკილის ნაყენთან ერთად დაგეხმარებათ.
200 გრ კალანჰოეს ფოთლები წვრილად დაჭერით, 70 გრ შაქარი მოაყარეთ და 1 საათით თბილ ადგილას, შაქრის გადნობამდე გააჩერეთ. მზა სიროფი ნახევარ ჭიქა ასკილის წინასწარ მომზადებულ ნაყენს დაუმატეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
ხმელი ვაშლის ქერქის ნაყენი კალანჰოეს წვენით
1 მუჭა ვაშლის ქერქი 1 ლ წყალში 30 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. 40 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და ცხელ ნახარშს 2 ს/კ კალანჰოეს წვენი დაუმატეთ. 1 ს/კ საშუალება დღეში 4-5-ჯერ მიიღეთ.