Connect with us

ჯანმრთელობა

ჰიპოკრატეს პასტის ზუსტი რეცეპტი: გულს მხარი დაუჭირეთ

გულის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად „ჰიპოკრატეს პასტა“ ნატურალური საშუალებაა.

ის იმდენად გემრიელია, რომ შეგიძლიათ დესერტის სახით ჩაის მიაყოლოთ. გარდა ამისა, მას ძლიერი სამკურნალო თვისებები გააჩნია.

ინგრედიენტები:

  • 1 ნაწილი გარგარის ჩირი
  •  1 ნაწილი შავქლიავი უკურკოდ
  • 1 ნაწილი ლეღვი
  • 1 ნაწილი ნიგოზი
  • 1/3 ნაწილი თაფლი

(მაგალითად 300 გრ გარგარის ჩირი, შავქლიავი, ლეღვი, კაკალი და 100 გრ თაფლი).

ჩირები გარეცხეთ. გარგარის ჩირი და შავქლიავი ძალიან მკვრივია, ამიტომ ცოტა ხნით წყალში ჩაალბეთ. ამის შემდეგ გაწურეთ და თაფლი და კაკალი დაუმატეთ. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ. ნარევი მაცივარში შეინახეთ.

გულის კუნთების მხარდასაჭერად 1 ჩ/კ პასტა საუზმის, სადილის და ვახშმის დროს მიიღეთ.

ნაწლავების ნორმალური მუშაობისთვის დილით, უზმოზე ½ ჭიქა წყალი დალიეთ და 1 ს/კ პასტა შეჭამეთ.

მკურნალობის კურსი შეზღუდული არაა: რაციონში შეგიძლიათ მუდმივად ჩართოთ.