ჯანმრთელობა
მარტივი და იაფი რეცეპტი ჩვენი ბებიებისგან, რომელიც თმის ცვენას შველის!
ლამაზი თმა ქალის ერთ-ერთ უდიდეს ღირსებად უხსოვარი დროიდან ითვლება. თუ ხარისხიანი კოსმეტიკისა და ლამაზი კაბის შეძენა იოლია, ჯანმრთელი თმა – ხანგრძლივი მოვლისა და ყურადღების შედეგია. ყველაზე ხშირად ქალბატონები თმის ფერის დაკარგვაზე, მტვრევადობასა და ცვენის გაძლიერებაზე წუწუნებენ, განსაკუთრებით კი სეზონებს შორის.
რეცეპტი:
- ვიღებთ ჭვავის პურის ქერქს და სამ-ოთხ ნაწილად ვყოფთ. ვტოვებთ გასახმობად რამენიმე დღით. პური კარგად უნდა გახსმეს. აიღეთ სამლიტრიანი ბანკა ან ნებისმიერი სხვა ჭურჭელი (მეტალის არ უნდა იყოს), დაასხით ერთ წილ პურის ქერქს და დატოვეთ სამი დღით.
- გამოყენების წინ გააცხელეთ წყლის აბაზანაზე ან ქვაბში. გაწურეთ. ის წყალი რომელშიც პური იყო – არ გადაღვაროთ.
- თბილი პურის ნაზავი სველ თმაში შეიზილეთ და პოლიეთილენის ფენით შეიხვიეთ. ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ.
- ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ პურის მასა, წყლის დიდი რაოდენობით და გადაივლეთ განაწური პურის ნაყენი. ოდნავ რთული პროცესია მაგრამ, შედეგი ნამდვილად ღირს ამად! თმა ცვენას შეწყვეტს, უფრო მყარი და მბზინვარე გახდება!