ყვავილები
ყველაზე სახიფათო ოთახის მცენარეები ბავშვებისთვის. №3-ზე ვერც კი ვიფიქრებდი
ძალიან ბევრს სახლში, ფანჯრის რაფაზე მცენარეების გაზრდა და ასე პატარა ბაღის მოწყობა უყვარს. ამასთან, ბევრი მცენარე ჰაერს წმენდს და დადებით ენერგეტიკას ქმნის.
ერთი შეხედვით უვნებელი მცენარე შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. განსაკუთრებით საშიშია იმ შემთხვევაში, თუ სახლში პატარა ბავშვები ცხოვრობენ. ბავშვები ხომ ალერგიული რეაქციების მიმართ უფრო მიდრეკილნი არიან. გარდა ამისა, გარემოს მიმართ ინტერესის გამო ბავშვებმა შეიძლება ლამაზი ფოთლის გემო გასინჯონ, ამან კი შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს!
დღეს ყველაზე სახიფათო ოთახის მცენარეების შესახებ გიამბობთ.
შხამიანი ოთახის მცენარეები
სპარსული ყოჩივარდა
ითვლება, რომ ყოჩივარდა ცუდი სიზმრების და შიშის თავიდან აცილებას ხელს უწყობს და ის საძინებელში, საწოლის კუთხეში უნდა დადოთ. ყოჩივარდას ჯადოსნურ ძალებზე არ ვიკამათებთ, აი, მისი ტოქსიკური თვისებების შესახებ კი გაფრთხილებთ.
ზოგჯერ რეკომენდებულია, რომ ყოჩივარდას ფესვების წვენი ჰაიმორიტის დროს ჩაიწვეთოთ – ამის გაკეთება კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ასე შეიძლება ლორწოვანი გარსის დაწვა, მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და სუნთქვის პრობლემები გამოიწვიოთ. ყველაზე შხამიანი ნაწილი – მცენარის თესლი, ფესვი და ახალ გაწურული წვენი, რომელიც კანის გაღიზიანებას ან ანთებას იწვევს.
ამარილისი
მცენარის ბოლქვები ალკალოიდ ლიქორინს შეიცავს. მცირე დოზით ამოსახველებელი მოქმედება გააჩნია, ხოლო დიდი დოზით – ღებინებას იწვევს. თუ შემთხვევით მცენარე გადმოვარდა და რძოვანი წვენი გამოუშვა, სჯობს ხელები კარგად დაიბანოთ და თვალებს არ შეეხოთ.
დიფენბაჰია
მცენარეს შეუძლია შენობაში ჰაერის ქიმიური შემადგენლობა გააუმჯობესოს, მაგრამ გირჩევთ, რომ საბავშვო ან საძინებელ ოთახში არ დადოთ. მცენარის წვენი, განსაკუთრებით ღეროს წვენი, შხამიანია. მას შეუძლია საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების სერიოზული პრობლემები, ასევე კანზე მოხვედრისას დამწვრობა გამოიწვიოს.
თუ მცენარე სახლში გაქვთ, სჯობს მასზე ზრუნვის დროს ხელთათმანები გაიკეთოთ. სხვათა შორის, საბავშვო ბაღებში დიფენბაჰიას გაზრდა საერთოდ აკრძალულია.
ნემსიწვერა
უდაოდ, ეს მცენარე ძალიან სასარგებლოა. ერთი მხრივ, შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც სტრესს და გაღიზიანებას აქრობს, ოტიტის და ანგინის დროს ტკივილს ამცირებს. თუმცა, ზოგიერთ ადამიანში ნემსიწვერას სუნმა შეიძლება ასთმის ძლიერი შეტევა და ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
ნემსიწვერა უკუჩვენებულია ორსულებში, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის დროს, პატარა ბავშვებში და მათთვის, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იღებს.
კაქტუსები
ის შხამიანი არაა, მაგრამ მისი ეკლების გამო სახიფათოა, რომელიც შეიძლება შეგერჭოთ და უარეს შემთხვევაში მცირე აბსცესი მიიღოთ. სჯობს ბავშვებისგან მოშორებით დადოთ.
კაქტუსის ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, ტრიქოცერეუსი, ჰალუცინოგენებს შეიცავს, რამაც შეიძლება ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლა გამოიწვიოს. მისი მოქმედება LSD ნარკოტიკის ეფექტს ჰგავს.
რძიანა
კაქტუსის მსგავსი სახეობის მცენარე, რძიანა ნამდვილად შხამიანია. რძიანას წვენმა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, ხოლო პირში მოხვედრის დროს ღებინება, დიარეა, თავბრუსხვევა და ლორწოვანი გარსის დამწვრობა. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს მცენარე შეგიძლიათ ძალიან ხშირად სასკოლო კლასების ფანჯრის რაფაზე ნახოთ.
ზოლიანი ალოე
ყველასთვის საყვარელ და ძვირფას ალოეს შხამიანი ძმა ჰყავს – ზოლიანი ალოე. ამ მცენარის ყველა ნაწილი საშიშია, განსაკუთრებით იმით, რომ ალოეს ძალიან ბევრი სახეობა სამკურნალოდ ითვლება და მას ხშირად შინაურულ სამკურნალო საშუალებად იყენებენ. ამრიგად, ზოლიანი ალოეს სამკურნალო მიზნით გამოყენება არ შეიძლება! მან შეიძლება კუჭის და საშვილოსნოს სისხლდენა, ასევე ორსულ ქალებში ნაყოფის მოშორება გამოიწვიოს.
ჰორტენზია
ამ მცენარის ყველა ნაწილი შხამს შეიცავს. ჰორტენზიაზე შეხება სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ თუ მისი წვენი შემთხვევით ორგანიზმში მოხვდა, ეს ჭარბ ოფლიანობას, სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, კუჭის ტკივილს, ქავილს, ღებინებას და კუნთების სისუსტეს გამოიწვევს.
აგლაონემა
ამ მცენარის წვენი და კენკრა შხამიანია. წვენი ყელის და პირის ღრუში შეშუპებას და მტკივნეულ შეგრძნებას იწვევს, ხოლო თვალთან კონტაქტისას კონიუნქტივიტს.
თუ ეს მცენარეები უკვე სახლში გაქვთ და წარმოდგენაც არ გქონდათ, რომ ისინი შხამიანია, დაუყონებლივ ბავშვებისგან მოშორებულ ადგილას მოათავსეთ. თუ შინაური ცხოველი კატა გყავთ, ქოთანს საკვები ცელოფანი დააფარეთ, რომ ცხოველმა მიწის თხრა არ დაიწყოს. სხვათა შორის, კატები ზოგჯერ ფოთლებს ღეჭავენ, რომ წყურვილის გრძნობა დაიკმაყოფილონ. სწორედ ამიტომ, მათ თასში ბევრი წყალი დაუსხით, რომ ოთახის შხამიან მცენარეებს არ შეეხონ.
უმჯობესი იქნება, თუ ასეთ მცენარეებს მოიშორებთ. სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ.