საკითხავი
ბავშვი სარდაფში დატოვეს და მრავალი საათის განმავლობაში მას მხოლოდ კატა ათბობდა
ცხოველებს უნიკალური ინსტინქტური უნარი გააჩნიათ იგრძნონ, რომ რაღაც რიგზე არაა. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ ეს ისტორია განსაკუთრებულად გვიჩვენებს, თუ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს როგორი საგმირო საქმეების ჩადენა შეუძლიათ.
ამ უპრეცედენტო ისტორიის მთავარი გმირი უსახლკარო კატა მაშაა. მთელი ცხოვრება მან რუსეთის ობნინსკის ცივ ქუჩებში გაატარა.
მაშას საბედნიეროდ ირგვლივ ბევრი კეთილი ხალხი ცხოვრობს. მას რეგულარულად კვებავენ, ხოლო ზოგიერთი მაშას სახლშიც კი უშვებს, როცა ღამით ძალიან ცივა.
ერთ-ერთი ბენეფიციარი 68 წლის ირინა ლავროვაა, რომელიც ამ რაიონში ცხოვრობს. ერთხელ ირინა ნაგავს ყრიდა და უცნაური ხმები შემოესმა.
აღმოჩნდა, რომ ეს ხმები სარდაფიდან ამოდიოდა. მიყურადებისას მიხვდა, რომ კატის კნავილი ესმოდა.
მაშას ჯანმრთელობაზე ნერვიულობის გამო ირინამ სარდაფში ჩასვლა იჩქარა.
იმან, რაც ცივ, ნესტიან სარდაფში აღმოაჩინა, შოკში ჩააგდო.
იატაკზე მუყაოს ყუთში მიტოვებული ჩვილი იწვა. მის გვერდით კი კატა მაშა იყო.
ექიმებმა დაადგინეს, რომ 12 კვირის ჩვილი ყუთში რამდენიმე საათით იწვა, თუმცა ბავშვი არ გაყინულა – მაშა მას თავისი სითბოთი ათბობდა.
კატა მაშა და მისი თბილი სხეული რომ არა, ჩვილი, სავარაუდოდ, ვერ გადარჩებოდა.
პატარა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მაშას დედობრივმა ინსტიქტმა მოქმედება არ შეწყვიტა, როცა სასწრაფო დახმარება მოვიდა. ექიმების თქმით, კატა სასწრაფო დახმარების მანქანას გამოეკიდა, როცა მათ ბავშვი წაიყვანეს.
„ის ისე ნერვიულობდა, თუ სად მიგვყავდა ბავშვი! გამოგვეკიდა და კნაოდა. ძალიან ჭკვიანი ცხოველია“ – ამბობს ვერა ივანინა, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი.
თვითმხილველები ამბობენ, რომ კატა რამდენიმე საათი ერთ ადგილას იჯდა და სასწრაფოს დაბრუნებას ელოდა. პატარას უკვე არაფერი ემუქრება, ხოლო პოლიცია მშობლებს ეძებს.
„ის ძალიან მშვიდი და მეგობრულია, ამიტომ როცა მისი კნავილი მომესმა, ვიფიქრე, რომ დაჭრილია. აშკარად მასში დედობრივმა ინსტინქტმა გაიღვიძა, მას ბავშვის დაცვა სურდა“ – ამბობს ირინა ლავროვა მაშაზე.
მაშა – ნამდვილი გმირია! არ ინერვიულოთ: მეზობლები მასზე ზრუნავენ და კარგად კვებავენ. დამსახურებული ჯილდო!